ამ კვირაში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი, ხურდა. ნუ გადავარდებით ილუზიებში. გოგონებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მამაკაცებთან.
ორშაბათს მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი. სიფრთხილე გმართებთ გზებზე, არ ეკამათოთ გარშემო მყოფებს.
ოთხშაბათს დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. მოიმატებს ლტოლვა საყვარელი ადამიანისადმი.
ხუთშაბათი - 11:20 საათის შემდეგ ენერგეტიკა იმატებს. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან.
პარასკევის საღამო რელაქსაციას დაუთმეთ.
შაბათი სიყვარულის, ჰარმონიის დღეა.
კვირას ნუ იქნებით დაბნეული. არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. მკვეთრ ცვლილებებს და კარდინალური ნაბიჯების გადადგმას არ გირჩევთ. დაისვენეთ, უყურეთ სასიამოვნო ფილმს.
ვერძი
თამამად შეუდექით იდეების განხორციელებას, დაწყებული პროექტების განვითარებას. გამონახეთ დრო საყიდლებისთვის, საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. უქმეები ოჯახთან ერთად გაატარეთ. იყავით მზრუნველი მეუღლისა და შვილების მიმართ.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 11 დეკემბერი.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. ეცადეთ მიმზიდველი იყოთ გარშემო მყოფებისთვის. ნუ დაგენანებათ საკუთარ თავში ფულის დაბანდება. უქმეებზე მოაწყვეთ საოჯახო დღესასწაული. ბავშვებთან ერთად იზრუნეთ სახლის გალამაზებაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 13 დეკემბერი.
ტყუპი
მოემზადეთ ცვლილებებისთვის. ყველაფერი ახალი და ორიგინალური მოგინდებათ. შუა კვირაში მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. უქმეები ბავშვებთან ერთად მხიარულად და ხმაურიანად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 11 დეკემბერი.
კირჩხიბი
გამოავლინეთ ინიციატივა. დააკვირდით გარშემო მყოფებს, მათ ქცევებს, გამონათქვამებს. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გაგიჩნდეთ. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობისა და ეჭვების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას.
კვირის საუკეთესო დღეები: 8, 9 დეკემბერი.
ლომი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გელოდებათ. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, სწრაფად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. გამოსცადეთ ყველაფერი ახალი სამსახურშიც და სიყვარულშიც.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 11 დეკემბერი.
ქალწული
ნუ შეუშინდებით სირთულეეებს. მხოლოდ თქვენნაირ შრომისმოყვარე ადამიანს შეუძლია ყველა დავალებას მარტივად გაართვას თავი. ნუ ენდობით დაპირებებს, სანდოობაზე გადაამოწმეთ საეჭვო პირები. უქმეებზე დაიწყეთ დიეტა, ვარჯიში.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 13 დეკემბერი.
სასწორი
შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც გინდოდათ. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მის ნათესავებთან. ეცადეთ, არ აიღოთ ვალი.
კვირის საუკეთესო დღეები: 8, 11 დეკემბერი.
მორიელი
სამსახურის საქმეები პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. აკონტროლეთ გამონათქვამები და კონტაქტები. უქმეებზე ოჯახის წევრებთან ერთად შეასრულეთ საოჯახო საქმეები. იზრუნეთ ბინაში სიმყუდროვის, ჰარმონიის შექმნაზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 13 დეკემბერი.
მშვილდოსანი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების კვირაა. შინ შექმენით საახალწლო განწყობა. საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ გემრიელი ვახშამი. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატარეთ. გაიხსენეთ ძველი გასართობი: მონოპოლია, ლოტო, ქალაქობანა.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 12 დეკემბერი.
თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, ოჯახის წევრებთან ჰარმონიული დამოკიდებულების შექმნას, სახლის გალამაზებას. ზოგიერთმა შეიძლება ფული ლატარიაში მოიგოს. დაკავდით ჯანმრთელობით. უქმეებზე რუტინოთ რომ არ გადაიღალოთ, გადაერთეთ ერთი საქმიდან მეორეზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 8, 9 დეკემბერი.
მერწყული
გარშემო მყოფებთან კონტაქტისთვის გამონახეთ დრო. შეიძლება საუბარში (მიმოწერაში) ახალი იდეებიც კი დაგებადოთ. ხუთშაბათი და პარასკევი საღამო დაუთმეთ რომანტიკულ შეხვედრებს. უქმეებზე დაიცავით დიეტა.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 11 დეკემბერი.
თევზები
ნუ გაფლანგავთ ენერგიას ტყუილად. დაისახეთ კონკრეტული მიზნები. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მშობლები ყველა წამოწყებაში დაგეხმარებიან. უქმეებზე მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 13 დეკემბერი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>