საქმიანი და მეგობრული შეხვედრებით, ახალი იდეებით, მგზავრობით დატვირთული კვირა დაგვეწყო. ორშაბათიდან მთვარე და მზე თხის რქაში გადადიან და ყველანი მეტად პრაქტიკულები, რაციონალურები და კონკრეტულები გავხდებით. მოიმატებს საქმის საფუძვლიანად კეთების სურვილი. მეტად გამოავლინეთ მიზანსწრაფულობა.
ვერძი
კვირის დასაწყისი მშვიდი, ყოველდღიური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ხუთშაბათიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ და მეტად მიზანმიმართული და აქტიური გახდებით. თუ ახლობლების მონახულებას ვერ ახერხებთ, ხშირად დაურეკეთ. კვირას ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმა.
კვირის საუკეთესო დღეები: 21, 25 დეკემბერი.
კურო
ოჯახურ კონფლიქტს აირიდებთ, თუ მეუღლის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედებთ. მშვიდად განიხილეთ ერთმანეთთან ყველა უსიამოვნო მომენტი. ნუ იქნებით გაღიაზიანებული ნურც სამსახურში და ნურც შინ. უქმეებზე დაისვენეთ, ახლობლებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით.
კვირის საუკეთესო დღეები: 22, 25 დეკემბერი.
ტყუპი
თუ საქმეების გამო საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ დატოვებთ, კონფლიქტს ვერ ასცდებით. ახალი იდეების განხორციელებას მარტივად შეძლებთ. უქმეებზე ოჯახის წევრებისთვის დღესასწაული მოაწყვეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 22, 26 დეკემბერი.
კირჩხიბი
კვირის დასაწყისში ბავშვებთან ურთიერთობა ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. მიხვდებით, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის მხოლოდ სასიყვარულო ეიფორია არ კმარა და ჰარმონიის მისაღწევად მეტად უნდა გაისარჯოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 23, 27 დეკემბერი.
ლომი
ნუ ხართ ყველაზე გაბრაზებული. თავად მოგინდებათ მეტი თავისუფლება, თავგადასავლები. დროულად დაასრულეთ სამსახურის საქმეები. საყვარელ ადამიანი აიყოლიეთ და შინ დღესასწაული მოიწყვეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 26 დეკემბერი.
ქალწული
ეცადეთ, გარშემო მყოფებს მხოლოდ მათთვის საინტერესო და სასიამოვნო სიტყვები უთხრათ და კრიტიკისგან თავი შეიკავოთ. ოთხშაბათიდან მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებთან ურთიერთობის დარეგულირებას, მათ დახმარებას. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უქმეები ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 23, 24 დეკემბერი.
სასწორი
საინტერესო შეხვედრების კვირაა. იყავით მზად კონტაქტებისთვის, მოუსმინეთ ჭკვიან ადამიანებს. ზოგიერთს მგზავრობა და ახლობლებთან შეხვედრა გელით. არ აიღოთ ვალები. უქმეები ოჯახთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 26 დეკემბერი.
მორიელი
ემოციური კვირა გელოდებათ. ყველაფერი მოხდება სწრაფად და გაუთვალისწინებლად. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან. ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს, თუ წინასწარ დაგეგმავთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 23, 27 დეკემბერი.
მშვილდოსანი
კვირის დასაწყისში მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. ხუთშაბათი კარგი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. უქმეები ოჯახთან ერთად შინ გაატარეთ. უმჯობესია, თუ დღესასწაულს მოაწყობთ და ბავშვებთან ერთად იმხიარულებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 22, 25 დეკემბერი.
თხის რქა
გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია. იყავით მზად პოზიტიური ცვლილებებისთვის. აგრეთვე, თავგადასავლებისთვის. გაუმართლებთ ავანტიურისტებს. ზოგმა შეიძლება ექსტრემალურ თავგადასავლებსაც კი მიმართოთ. იმუშავეთ კარიერული ცვლილებებისთვის. ყველა თქვენი გადაწყვეტილება მართალი და ზუსტია. ეიფორიაში მყოფმა ბავშვებს ყურადღება არ მოაკლოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 27 დეკემბერი.
მერწყული
მოერიდეთ უფროსთან დაპირისპირებას. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ საქმეების დასრულებას. მოიმატებს სირთულეები და ეცადეთ, დაკვირვებული იყოთ. სწორ გადაწყვეტილებებს ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღებთ. უქმეებზე ნუ განაწყენდებით, თუ ყველაფერი იდეალურად არ გამოგივათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 22, 26 დეკემბერი.
თევზები
კვირა საინტერესო შეხვედრებითა და ინფორმაციებით დაიწყება. ოთხშაბათს ილუზიებში ნუ გადავარდებით, წამიერი წარმატებისთვის ნუ გაწირავთ საკუთარ მიზნებს. კვირა მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 23, 24 დეკემბერი.