ვერძი
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ზოგჯერ სხვებსაც კი უნდა უხელმძღვანელოთ, მიუთითოთ რა გააკეთონ, მაგრამ აგრესიის გარეშე. მოიმატებს რომანტიკული შეხვედრები და მიმოწერა. მოიცალეთ საოჯახო ვალდებულებებისთვისაც.
კვირის საუკეთესო დღე: 7, 10 იანვარი.
კურო
ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების დაწყებას, უმჯობესია, ძველები დაასრულოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა, ვინც გიცინით, თქვენი მეგობარი არაა. ფული არ გაფლანგოთ. უქმეები ოჯახთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 10 იანვარი.
ტყუპი
სიახლები და ეპატაჟურობა გსურთ. ზოგიერთი სურვილების განხორციელებას შეძლებს. მგზავრობისა და სასიამოვნო ადამიანების გაცნობის პერიოდი გაქვთ. უქმეებზე ოჯახისთვის აუცილებელი ნივთები შეიძინეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 7 იანვარი.
კირჩხიბი
მოერიდეთ გულახდილობას, განსაკუთრებით თქვენთვის უცნობ ადამიანებთან. ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ და არც თავად შეიყვანოთ ვინმე შეცდომაში. უქმეები ოჯახთან ერთად, ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 4, 9 იანვარი.
ლომი
ზომიერად ხარჯეთ ფული. ხუთშაბათი კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. უქმეები განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 4, 7 იანვარი.
ქალწული
თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ, უკან ნუ დაიხევთ. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. თავისუფალი დრო საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. უქმეები მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 9 იანვარი.
სასწორი
ხალისიანი განწყობა დიდი ხნით რომ შეინარჩუნოთ, თავად უნდა იაქტიუროთ. კარგი პერიოდია თვითგანვითარებისთვის, სწავლისთვის. გამონახეთ დრო ბავშვებთან სათამაშოდ. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
კვირის საუკეთესო დღე: 7, 8 იანვარი.
მორიელი
საყვარელი ადამიანის აზრის გათვალისწინებით იმოქმედეთ. გათავისუფლდით არაფრისმომტანი საქმეებისგან, ვალდებულებებისგან; ადამიანებისგან, რომლებიც ნერვებს გიშლიან. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად პოზიტიურად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 10 იანვარი.
მშვილდოსანი
დაღლილობის მიუხედავად დაგროვილ საქმეებს უნდა გაუმკლავდეთ. ოთხშაბათიდან გახშირდება ზარები, მოგემატებათ წვრილ-წვრილი ვალდებულებები. გამონახავთ საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 9 იანვარი.
თხის რქა
უამრავი საქმე დაგიგროვდათ შესასრულებელი, იყავით დაკვირვებული, რათა არაფერი გამოგრჩეთ. დაკავებულობის მიუხედავად გამონახეთ დრო შვილებისთვის. ერთად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. უქმეებზე მეგობრებს უმასპინძლეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 4, 5 იანვარი.
მერწყული
გადახედეთ გარემოცვას, თქვენს საქმეებს, რისგან გსურთ გათავისუფლება, რა გსურთ, რომ შეცვალოთ. იყავით მომართული გამარჯვებაზე, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კვირას მუშაობა მოგიწევთ.
კვირის საუკეთესო დღე: 4, 6 იანვარი.
თევზები
ნუ გაქვთ სხვისი იმედი, იცხოვრეთ თქვენი ჭკუით. იყავით აქტიური და მიზანმიმართული. კვირის ბოლოს შეეხმიანეთ ასაკოვან ნათესავებს. უქმეებზე შინ მოიწყვეთ მხიარულება.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 8 იანვარი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>