კეთილი სურვილების ასრულებას გისურვებთ!
კარგია - პედიკიური, პილინგი
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
13 იანვარი, ახალმთვარეობა, მთვარე 20:45 საათზე მერწყულში გადაინაცვლებს. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
16 იანვარი, მთვარე თევზების ზოდიაქოშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.