ვინარჩუნებთ მაქსიმალურ სიმშვიდეს, განსაკუთრებით სამშაბათს. ემოციურობა მოიმატებს ხუთშაბათს, სავსემთვარეობაზე. ფრთხილად ელექტროობასთან, გართულებულ ბუნებრივ მოვლენებთან, ავარებთან, კონფლიქტებთან. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, ბევრი უნდა იფიქროთ. მოიმატებს ლტოლვა საწინააღმდეგო სქესებს შორის. პარასკევი კვირის შედარებით მშვიდი დღეა. განსაკუთრებული ბედის საჩუქრები ელით ჰაერისა (ტყუპი, სასწორი, მერწყული) და ცეცხლის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ნიშნებს.
ვერძი
ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა გეძლევათ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. რაც უფრო მოსიყვარულე და ყურადღებიანი იქნებით, მით გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული კავშირი.
კვირის საუკეთესო დღე: 28 იანვარი.
კურო
ერთ საქმეზე კონცენტრირდით. ნუ უსმენთ "კეთილისმსურველებს". იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ წინასწარ ნურავის გაუმხელთ საკუთარ გეგმებს. ფარული სასიყვარულო კავშირი სამოვნებასთან ერთად უსიამოვნებასაც ბევრს მოგიტანთ.
კვირის საუკეთესო დღე: 27, 28 იანვარი.
ტყუპი
სამსახურში გადაღლა ემოციურად დაგთრგუნავთ. ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის კვირაა. დაფიქრდით, ვისთან და როგორ უნდა გაერთოთ. ემოციები დაცხრება, უკვე ეჭვი აღარ გეპარებათ, რომ გიყვართ და საყვარელ ადამიანს უყვარხართ. მან დაგიმტკიცათ თავისი გრძნობები.
კვირის საუკეთესო დღე: 30 იანვარი.
კირჩხიბი
თავდაჯერებულად და ცივი გონებით იმოქმედეთ. გამონახეთ დრო დასვენებისა და ენერგიის აღდგენისთვის. საყვარელ ადამიანთან იყავით გულწრფელი. შაბათი ის დღეა, როცა მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 28 იანვარი.
ლომი
თანამოაზრეებთან ერთად შეიმუშავეთ ახალი იდეები. მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, გაუგოთ და დაეხმაროთ თითოეულს. ახალმა რომანტიკულმა გატაცებამ შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი. ეძებეთ პირადი სარგებელი ამ ურთიერთობაში.
კვირის საუკეთესო დღე: 27, 31 იანვარი.
ქალწული
მოერიდეთ ინტრიგებს. დაკვირვებით მოისმინეთ გარშემო მყოფების მოსაზრებები. დაკვირვებულად და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. რომანტიკული განწყობა მოიმატებს და სამყაროს უფრო ლამაზ ფერებში დაინახავთ. პარასკევს პაემანი სასიამოვნოდ ჩაივლის.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 30 იანვარი.
სასწორი
ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. კამათშიც კი უნდა შეგეძლოთ კომპრომისის გამონახვა. სასიყვარულო პარტნიორთან დაძაბულობა ცხოვრების ყველა სფეროზე იქონიებს გავლენას. თქვენი მისიაა, სასიყვარულო ბატალიიდან მშვიდი ნერვებით გამოხვიდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 28 იანვარი.
მორიელი
სამსახურში თქვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ოჯახის წევრებს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. თუ ადამიანის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაკავშირებთ, გამოუტყდით, იქნებ, მასაც მოსწონხართ.
კვირის საუკეთესო დღე: 27, 28, 30 იანვარი.
მშვილდოსანი
შეხვედრების, მიმოწეროს, ზარების კვირა დაგიდგათ. სასიამოვნო სიახლეებს დაელოდეთ. იღბალი სიურპრიზებს გპირდებათ. კვირის ბოლოსკენ პირად ცხოვრებაში სიურპრიზები გელოდებათ. უქმეები საოჯახო ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 30 იანვარი.
თხის რქა
თქვენი ცხოვრება გარშემო მყოფებს მოსვენებას უკარგავს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჭორების გმირი გახდებით. ყური დაუგდეთ მშობლების რჩევებს. პერიოდული მოწყენილობის გამო საყვარელი ადამიანის მიტოვება კარგი იდეა არაა, ფლირტი და რომანტიკული თავგადასავალი გამოაცოცხლებს კავშირს.
კვირის საუკეთესო დღე: 27, 28, 29 იანვარი.
მერწყული
გაწყვიტეთ არაფრისმომცემი კავშირები. ზოგიერთი ცხოვრების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვა არ გსურთ, მეტად დელიკატურად უნდა მოიქცეთ. უქმეები ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 28, 30 იანვარი.
თევზები
გამონახეთ საქმე, რომელიც სულიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ, პოპულარობასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მოერიდეთ დაძაბულ და გაურკვეველ სიტუაციებში მოხვედრას. პირად ცხოვრებაში ნუ ეცდებით რამის შეცვლას, ჯერ სიახლეებისთვის მზად არ ხართ. უქმეებზე მეგობრული შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 28 იანვარი.