22-28 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

22-28 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
21 თებერვლიდან მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა და უკვე 25-დან შეგეძლებათ მნიშვნელოვანი შეხვედრების დანიშვნა, პროექტების განვითარება.

26-27 თებერვალი გამორჩეული დღეებია. იყავით დაკვირვებული და ფრთხილი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, ნუ შეიძენთ ძვირადღირებულ ნივთებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს და ნურავის ნურაფერს დაპირდებით.

ვერძი
მეტად დაუკვირდით საკუთარ ქცევას, ვის აწყენინეთ, რა უნდა შეცვალოთ. მოერიდეთ გადაღლილობას, მეტად დაისვენეთ. სიტუაციის გარკვევა კიდევ უფრო ჩახლართავს მას. აქტიურობას არ გირჩევთ, მშვიდად დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.
კვირის საუკეთესო დღე: 22 თებერვალი.

კურო
შეიცვალეთ ცხოვრების რიტმი. დაისახეთ
ახალი მიზნები. მაგრამ ნურავის გაუმხელთ თქვენს იდეებს. ურთიერთობების გაწყვეტა კარგს არაფერს მოგიტანთ. ახალი ნაცნობობა ილუზიებში გადაგაგდებთ, ფლირტი ხანმოკლე იქნება.
კვირის საუკეთესო დღე: 24 თებერვალი.

ტყუპი
გონებრივი სამუშაოთი გადაღლა ემოციური აფეთქების მიზეზი გახდება. შეიძლება დეპრესიულიც კი გაგახადოთ. თუ ხვდებით, რომ თქვენ გვერდით თქვენი შესაფერის ადამიანი, სხვას ნუღარ ეძებთ, მას ჩაეხუტეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22 თებერვალი.

კირჩხიბი
ნუ მოგერიდებათ საკუთარი ღირსების დემონსტრირება. გარშემო მყოფებმა საუკეთესო მხრიდან უნდა გაგიცნონ. რომანტიკული თავგადასავლები ყოველდღიურობას გაგიფერადებთ. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 24, 25 თებერვალი.

ლომი
იყავით მიზანმიმართული და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. თქვენი განწყობა თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევაზე დამოკიდებული. რომანტიკით გაილამაზეთ ცხოვრება. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 24 თებერვალი.

ქალწული
მშვიდად მოისმინეთ ოპონენტების აზრი. დაფიქრებული და გააზრებული ნაბიჯები გადადგით სახლშიც და სამსახურშიც. მეტი სიბრძნე გმართებთ, არსებული სიტუაცია რომ გამოასწოროთ. კვირის ბოლოს მცირე რისკი გამართლებულია.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 27 თებერვალი.

სასწორი
იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. სამსახურში მოერიდეთ დაპირისპირებას; გაურკვევლობები დიპლომატიურად მოაგვარეთ. კვირის ბოლოს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 24 თებერვალი.

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, მშობლებზე ზრუნვას. ემოციურობის გამო განწყობა გეცვლებათ და მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან. მეტად დაისვენეთ. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 26 თებერვალი.

მშვილდოსანი
საინტერესო პიროვნებებს გაიცნობთ და დაუმეგობრდებით. დააკვირდით გარშემო მყოფებს, რა როლს თამაშობენ ისინი თქვენს ცხოვრებაში. ახალი იდეები და პროქტები გაგიჩნდებათ. კვირის ბოლოს შანსი მოგეცემათ, რომ საზოგადოებაში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22 თებერვალი.

თხის რქა
გაგიტაცებთ ავანტიურა. გაუმართლებთ მათ, ვინც გარისკავს და არ შეუშინდება სირთულეებს. თუმცა, სხვების ინტერესებს ნუ უგულებელყოფთ. დაუგდეთ ყური მშობლების რჩევებს.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 25, 28 თებერვალი.

მერწყული
შეხვედრების, მიმოწერის, მივლინების კვირაა. საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით იყავით მხიარული და ენერგიული. უქმეებზე იზრუნეთ მშობლებზე.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 27 თებერვალი.

თევზები
შედეგების გადახედვის დრო დაგიდგათ. ნუ აჩქარდებით, ნუ ჩაახედებთ გარშემო მყოფებს თქვენს საქმეებში. თავად აწონ-დაწონეთ ყველაფერი. რეალურად შეაფასეთ სიტუაცია. შუა კვირაში წვეულებებს არ გამოაკლდეთ. პარასკევი კარგი დღეა რომანტიკული პაემნის მოსაწყობად.
კვირის საუკეთესო დღე: 24 თებერვალი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93