ვერძი
გადაერთეთ მეგობრულ შეხვედრებზე. ესტუმრეთ მაღაზიებს. კვირის მეორე ნახევარი დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. იყავით ახლობლების გვერდით, მათ შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ. საყვარელი ადამიანზე ეჭვიანობას არ გირჩევთ.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 7 მარტი.
კურო
დაელოდეთ საჩუქარს, სიურპრიზს. თავადაც გაოცებული დარჩებით, ისე მარტივად მოგვარდება ფინანსური თემები. კვირის მეორე ნახევარი მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 5 მარტი.
ტყუპი
ინტელექტუალური შრომის კვირაა. მოგიწევთ ბევრი კითხვა, სწავლა, ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობა. კვირას ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოვლენა და თავად გაეცანით თქვენთვის საინტერესო ადამიანს.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 7 მარტი.
კირჩხიბი
მოულოდნელობებით აღსავსე კვირა გეწყებათ, საიდანაც გამარჯვებული გამოხვალთ. ცვლილებები მხოლოდ პოზიტიური იქნება, ნუ შეუშინდებით.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 7 მარტი.
ლომი
დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეებიც მოაგვაროთ და საკუთარი თავსაც მიხედოთ სათანადოდ. იყავით აქტიური. ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ თქვენი ზრუნვა. კვირა რომანტიკული ვახშმით დასრულდება.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 6 მარტი.
ქალწული
საყიდლების კვირაა. საკუთარი თავიც გაინებივრეთ. ახლობლებთან იყავით კორექტული; გაურკვევლობის გამო კონფლიქტის გამწვავებას მოერიდეთ. კვირის მეორე ნახევარი ბინის, საკუთარი კუთხის მოლამაზებას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 7 მარტი.
სასწორი
აქტიური და ენერგიული ხართ. პარასკევი საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დღეა. ყური დაუგდეთ მშობლების რჩევებს. უქმეებზე ქალაქგარეთ გამგზავრების შანსი მოგეცემათ.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 7 მარტი.
მორიელი
ფულის გამო საყვარელ ადამიანთან და საქმიან პარტნიორებთან უსიამოვნება არ აგცდებათ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ სწრაფად და გააზრებულად. კვირას ყურადღებით იყავით ბავშვებთან.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 5 მარტი.
მშვილდოსანი
საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმეთ. გაინებივრეთ თავი ახალი შენაძენით, კოსმეტიკური პროცედურით, მეგობრებთან მხიარულებით. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მომთმენი, კრიტიკა კარგს არაფერს მოგიტანთ. უქმეები ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 7 მარტი.
თხის რქა
გაანებივრეთ ბავშვები საჩუქრებით, სიურპრიზებით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. ქალაქგარეთ გამგზავრება და თავგადასავლები განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 7 მარტი.
მერწყული
ნუ ხართ დაძაბული, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. გააზრებულად იმოქმედეთ. კვირის მეორე ნახევრიდან ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება. ნუ მოაკლებთ ყურადღებასა და მზრუნველობას ბავშვებს.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 7 მარტი.
თევზები
არავის არაფერს დაჰპირდეთ. მხოლოდ საკუთარ თავზე, სიამოვნებასა და გართობაზე იფიქრეთ. ღირებულებების გადაფასების დრო დაგიდგათ. გადაიტანეთ თქვენი ემოციები შემოქმედებაში. ნუ გაეკიდებით იმას, რაც სიხარულს აღარ განიჭებთ. კვირის ბოლოს დღესასწაულისთვის მოემზადეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 7 მარტი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>