მარტის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
გრძელი ზამთარი დასასრულს მიუახლოვდა და ყველას გვსურს სასიამოვნო და რომანტიკული ცვლილებები. ადამიანი იმედით ცხოვრობს და ვნახოთ, რა გვპირდებიან გაზაფხულის ამ პირველ თვეს ვარსკვლავები...

ვერძი
მარტოხელებისთვის: სიყვარული ცოტა გვერდზე ჩააჩოჩეთ და პირად განვითარებას დაუთმეთ დრო. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, მიუბრუნდით მიტოვებულ საქმეებს და მეგობრებსაც, რომლებიც მიივიწყეთ.

რჩევა: წარმოიდგინეთ პეპელა, თუ გაეკიდებით და დაჭერას დაუპირებთ, გაგიფრინდებათ, თუ გაჩერდებით, ჩამოჯდებით, მოვა და მხარზე დაგაჯდებათ. ასეა სიყვარულშიც.

დაწყვილებულებისთვის: საინტერესო და უღრუბლო პერიოდი დაგიდგათ. ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. უქმეებზე
განმარტოვდეთ.

რჩევა: ერთფეროვნება ვნების მტერია. არაორდინარული მოიფიქრეთ. შეგიძლიათ საბრძოლო ხელოვნების კურსებზეც კი ჩაეწეროთ.


კურო
მარტოხელებისთვის: პაემნების, რომანტიკის, სიტკობსა და სითბოს პერიოდი დაგიდგათ. თავს ჰოლივუდური ფილმის გმირად იგრძნობთ. იპოვით იმას, ვისაც დიდხანს ეძებდით.

რჩევა: იცხოვრეთ დღევანდელი დღით. რომანის განვითრების წლიურ გეგმას ნუ შეადგენთ. ურთიერთობა თავად გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

დაწყვილებულებისთვის: გულში, ოჯახში უნდა გქონდეთ გაზაფხული. იყავით რომანტიკული და მოიწყვეთ მეორე (მესამე და ა.შ.) თაფლობის თვე. თავისუფალი დრო ერთად და საინტერესოდ გაატარეთ.

რჩევა: რომანტიკული მარტი გელოდებათ. ისე მოიქეცით, რომ ხანდახან მოგენატროთ ერთმანეთი.


ტყუპი
მარტოხელებისთვის: არსებობს საშიშროება, რომ ერთი ნახვით შეგიყვარდეთ და თანაც ისე, რომ ჭამა და ძილი დაგავიწყდეთ. გამორიცხული არაა, ახალგაცნობილი აორთქლდეს, თქვენ კი გაოგნებული დაგტოვოთ.

რჩევა: თუ ნომერს გამოგართმევთ, აუცილებლად დაგირეკავთ, უბრალოდ აცადეთ. და საკუთარ თავს ნუ გაიწამებთ ზედმეტი ვარაუდებით.

დაწყვილებულებისთვის: ეჭვიანობამ შეიძლება იდილიური ურთიერთობაც კი გაგიფუჭოთ. ეცადეთ, დაშორებამდე არ მიიყვანოთ ურთიერთობა. პრეტენზიები და შენიშვნები თქვენთვის შეინახეთ. მშვიდი ტონით ისაუბრეთ, ზედმეტი ისტერიის გარეშე.

რჩევა: ნუ გაართულებთ ურთიერთდამოკიდებულებას. იმაზე იფიქრეთ, როგორ გადაარჩინოთ კავშირი, როგორ დაატკბოთ და გააჰარმონიულოთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ვარსკვლავებს კარგი ამბებიც აქვთ თქვენთვის და... კარგით დავიწყოთ: მარტში სიყვარული გაგიმართლებთ. რომანტიკა, სიურპრიზები და თბილი საღამოები გელოდებათ. ცუდი ისაა, რომ დასაწყისში ურთიერთობა ძალიან ფაქიზია და უმნიშვნელო წვრილმანმა შეიძლება დააზიანოს.

რჩევა: მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ და ახალ სიყვარულს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ.

დაწყვილებულებისთვის: ურთიერთობა დაგეძაბებათ და ხანდახან შეიძლება დაშორებაზეც კი გაიფიქროთ. დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ თქვენი ყველა სუსტი და ძლიერი მხარე და საბოლოო ვერდიქტი ისე გამოიტანეთ.

რჩევა: მოერიდეთ საეჭვო კავშირების გაბმას. ახლა წყვილში საიმედოობა და ნდობა უფრო მნიშვნელოვანია.

ლომი
მარტოხელებისთვის: თაყვანისმცემლებისგან მოსვენება გექნებათ დაკარგული. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, თვითშეფასება. ნებისმიერ წვეულებაზე თავს დედოფლად იგრძნობთ.

რჩევა: მარტის მეორე ნახევარში მაინც გამონახეთ დრო სამსახურისთვის, თვის ბოლოს შემოსავლის ზრდას დაელოდეთ.

დაწყვილებულებისთვის: პარტნიორის მიმართ მუდმივი შენიშვნები და მითითებები კარგს არაფერს მოგიტანთ. პარტნიორი არ დაგემორჩილებათ ან თქვენთვის უინტერესო გახდება.

რჩევა: ლიდერის თვისებები და დედოფლური მოთხოვნები კარიერაში გამოიყენეთ, რომანტიკული კავშირი ჰარმონიული უნდა იყოს და პოზიტივით აღსავსე.

ქალწული
მარტოხელებისთვის: ვინ თქვა, რომ მარტი სიყვარულის თვეა. მხოლოდ თქვენთვის არა. თქვენი მარტის ჰეშთეგებია: #სამსახური, #კარიერა, #თვითგანვითარება. ურთიერთობამ კი მეორე (მეათე) ადგილზე გადაინაცვლა. გირჩევთ, ბალანსი დაიცვათ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

რჩევა: მარტში საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ და მოემზადეთ. ნუ შეგეშინდებათ გარეგნობასა და ჩაცმულობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტების ჩატარების.

დაწყვილებულებისთვის: თქვენი აკურატულობა კონფლიქტამდე მიგიყვანთ. ხანდახან მიყრილ-მოყრილ ნივთებზე თვალები უნდა დახუჭოთ და საყვარელ ადამიანს თბილად ჩაეხუტოთ, აკოცოთ.

რჩევა: მეტად ისეირნეთ ერთად, დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით. როცა ბედნიერი იქნებით, წვრილმანებზე ჩხუბი აღარ მოგინდებათ.


სასწორი
მარტოხელებისთვის: მარტის თვის კალენდარი ყოველდღიურად გექნებათ გაწერილი: კარიერული მიღწევები, მეგობრული შეხვედრები, უამრავი ნაცნობობა საინტერესო ადამიანებთან. ნაცნობობების უმეტესობა ფლირტში გადაიზრდება.

რჩევა: მოერიდეთ საეჭვო კავშირებს. იყავით მომართული სერიოზულ ურთიერთობაზე.

დაწყვილებულებისთვის: ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანისგან სრულიად განსხვავებული ხართ. გემოვნებაც კი არ გემთხვევათ. თქვენ გაზაფხული, რომანტიკა და სკვერში სეირნობა გსურთ, მას კი დივანზე წოლა და ვიდეოთამაშები.

რჩევა: მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონთ თქვენი საყვარელი ადამიანის თვისებები, მის გადაკეთებას ნუ შეეცდებით. აქცენტი გაკეთეთ საერთოზე, რაც გაერთიანებთ და არა განსხვავებებზე.

მორიელი
მარტოხელებისთვის: გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება. ნუ დადიხართ ერთი და იმავე ადგილას, ნუ კონტაქტობთ ერთი და იმავე ადამიანებთან. უარი თქვით ძველ ჩვეულებაზე; გამონახეთ ახალი გასართობი. შუა მარტში საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ.

რჩევა: შეხედეთ თქვენს თავს სარკეში და გამოასწორეთ ის, რაც არ მოგწონთ: ჩაეწერეთ ფიტნესზე, შეიცვალეთ ვარცხნილობა, განაახლეთ გარდერობი. გაზაფხული ცვლილებებისთვის იდეალური დროა.

დაწყვილებულებისთვის: ურთიერთობა რუტინული გახდა და პარტნიორი - მოსაწყენი. სერიალების ყურება და საყიდლებზე ერთად სიარული თქვენი გასართობია?.. ასეთ ურთიერთობაზე ოცნებობდით?..

რჩევა: გამოიჩინეთ ინიციატივა და მოაწყვეთ რომანტიკული უქმეები. მოუმზადეთ სიურპრიზი თქვენს საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, რომ ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს.

მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: სანამ სასურველი პიროვნება გამოჩნდება, დაკავდით თვითგანვითარებით, განახორციელეთ ახალი პროექტები. ოცნების მამაკაცი რომ გამოჩნდება, სხვა საკითხებისთვის ვეღარ მოიცლით.

რჩევა: უბრალოდ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ახალგამოჩენილს შტურმით ნუ ეძგრებით. აცადეთ სიტუაციას, რომ ნელ-ნელა განვითარდეს.

დაწყვილებულებისთვის: არაფერი გრანდიოზული არ მოიმოქმედოთ. უბრალოდ, მოინდომეთ, რომ არსებული კავშირი მეტად თბილი და ტკბილი გახდეს. იყავით საყვარელი მამაკაცისთვის ოცნების ქალი.

რჩევა: სანამ ერთად ხართ, საფრთხე არ გემუქრებათ. ერთად ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებთ.


თხის რქა
მარტოხელებისთვის: სასიყვარულო ისტორია იმდენად ჰარმონიული და მსუბუქი იქნება, რომ გარშემო მყოფები ვერც კი შეამჩნევენ. ახლა არც ვნებიანი პარტნიორი გსურთ და არც სამომავლო გეგმების ჩამოწერა, მაგრამ თვის ბოლოს უკვე მიხვდებით, რომ ურთიერთობა სერიოზულ იერს იღებს.

რჩევა: არაფერი შეცვალოთ ძალით. იყავით მსუბუქი, რომანტიკული, მოერიდეთ სიტყვებს "უნდა", "ვალდებულება".

დაწყვილებულებისთვის: მიზანდასახული და რქებით გამტანი სამსახურში უნდა იყოთ. შინ - მოსიყვარულე, მზრუნველი, ტკბილად მოსაუბრე. მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორთან ურთიერთობის დასტაბილურებას.

რჩევა: მეტად დაუთმეთ მამაკაცს. გახსოვდეთ, რომ ქალის სიძლიერე მის სისუსტეშია.


მერწყული
მარტოხელებისთვის: ყველა მნიშვნელოვანი საქმეები აპრილისთვის გადადეთ, რადგან მარტი სიყვარულს უნდა დაუთმოთ.

რჩევა: ნაკლები სერიოზულობა და მეტი სპონტანურობა, ნუ ნერვიულობთ, თუ სიტუაციის შეუსაბამოდ გეცმევათ ან ურთიერთობა როგორ აეწყობა. მთავარია, კარგად ისიამოვნოთ.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის "მზრუნველობისგან", რომელიც უკვე კონტროლში გადაიზარდა, შორს გაქცევა მოგინდებათ.

რჩევა: ნუ მოგერიდებათ და საყვარელ ადამიანს მშვიდად აუხსენით, რაც არ მოგწონთ. სთხოვეთ, რომ არ დაარღვიოს თქვენი პირადი სივრცე. თუ უარს გეტყვით, დაფიქრება გმართებთ.

თევზები
მარტოხელებისთვის: ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ის სამსახურის საქმეებშიც დაგეხმარებათ და სასიყვარულოშიც. ახალგამოცენილ თყვანისმცემელს გულისთვალით შედეგეთ. თუ ხვდებით, რომანი კვირაზე მეტ ხანს არ გასტანს, არც დაიწყოთ.

რჩევა: შიშის გამო კომპრომისზე წასვლას არ გირჩებთ. თქვენნაირი გოგონა დიდი ხნით არ დარჩება მარტო.

დაწყვილებულებისთვის: დატკბით ცხოვრებით, ერთად ყოფნით. უსიამოვნებები და ვალდებულებები იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე საჭიროა. უფრო მეტად მოესიყვარულეთ საყვარელ ადამიანს.

რჩევა: ისე მოექეცით საყვარელ ადამიანს, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცეთ. თუმცა, მის ამბიციებს, საქმეებსა და მოთხოვნებს საკუთარ თავს მსხვერპლად ნუ შესწირავთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93