მარტის მთვარის კალენდარი - სიყვარულის, იმედებისა და ცვლილებების დროა

მარტის მთვარის კალენდარი - სიყვარულის, იმედებისა და ცვლილებების დროა
მარტი - სიყვარულის, იმედებისა და ცვლილებების თვეა. გავარკვიოთ, როგორ დავგეგმოთ თვე სწორად მთვარის ფაზების გათვალისწინებით, რომ მაქსიმალურად სასარგებლოდ და სასიამოვნო გავატაროთ.
გაზაფხულის პირველი თვე მშვიდია. ყველა პლანეტა სწორი მიმართულებით მოძრაობს. ერთმანეთს ცუდად არ უპირისპირდებიან, პირიქით სასიამოვნო მომენტები უფრო მეტი იქნება. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, გარდერობს გადახედოთ და მოიცილოთ ის, რაც ზედმეტია. თვის მეორე ნახევარში მეტად აქტიური უნდა იყოთ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ განახორციელოთ ჩანაფიქრი. მარტში მომატებულია სექსუალურობა, კარგი პერიოდია პაემნებისთვის. ახლა კი უფრო ვრცლად
და თვის დეკადების მიხედვით.
1-10 მარტი - მთვარე კლებადია. ახლა უმჯობესია, ახალი საქმეები არ დაიწყოთ. პირიქით, დაასრულოთ რაც ადრე დაიწყეთ. გადახედეთ განვლილ თვეს, გაანალიზეთ რამ მოგიტანათ შედეგი, რა გაქვთ გამოსასწორებელი.
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, დაალაგეთ სახლი. გათავისუფლდით იმ ნივთებისგანც კი, რომლებსაც მცირე დეფექტი აქვს. მოიცილეთ ყველაფერი, რაც უსიამოვნო მომენტებთან და ადამიანებთანაა კავშირში. გაათავისუფლეთ ადგილი ბედნიერებისთვის, ჰარმონიისა და მატერიალური კეთილდღეობისთვის.
ახალმთვარეობამდე 3-5 დღით ადრე ენერგიის ნაკლებობას განვიცდით. არსებობს გადაღლის, ავად გახდომის საშიშროება. მინიმუმამდე დაიყვანეთ რთული საქმეები, მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ და მოერიდეთ კონფლიქტებს. თავს სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვით. კარგი იქნება, თუ საღამოობით მიირთმევთ ბალახების ჩაის თაფლთან ერთად; აბაზანას - არომატული ზეთებით.
13 მარტი - ახალმთვარეობა - საუკეთესო დღეა სამომავლო გეგმების, იდეების, მიზნების ჩამოსაწერად. შეგიძლიათ შეადგინოთ სურვილების რუკა. გაყავით ის 9 ნაწილად: ჯანმრთელობა და სილამაზე, სიყვარული და ურთიერთობა, შემოქმედება, მოგზაურობა, კარიერა, ცოდნა, ოჯახი, ფინანსები, თვითრეალიზაცია. თითოეულ სექტორზე დააწებეთ შესაბამისი ფოტო წარწერით. მაგალითად ეიფელის კოშკის სურათი მოგზაურობის სექტორზე წარწერით: "პარიზის ქუჩებში დავსეირნობ". ან სასწორის ფოტო წარწერით: დავიკელი (რამდენიც გსურთ) კილო. რუკა აუცილებლად შეადგინეთ კარგ ხასიათზე მყოფმა.
ახალმთავრეობა თევზების ზოდიაქოში დგება. გაგვიმძაფრდება ინტუიცია, შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრებიც კი დაგვესიზმროს. თითოეული იგრძნობს თავს ჯადოქრად. შემოქმედებითი შესაძლებლობების მოსაზიდად ასეთი რიტუალი ჩაატარეთ: ძილის წინ, რამდენიმე წამით მთვარის ქვა სანთლის ალზე გადაატარეთ და რაფაზე დატოვეთ, რომ მთვარის ენერგიით დაიმუხტოს. ეს რიტუალი ყოველ ახალმთვარეობაზე ჩაატარეთ.
14-27 მარტი - მთვარე მზარდია. მოქმედების დროა. მთვარე იმატებს და ენერგიის მომატებას ვგრძნობთ ჩვენც. დაიწყეთ ჩანაფიქრების განხორციელება. ახალი პროექტების რეალიზება. გააკეთეთ ყველაფერი, რათა გაიუმჯობესოთ, შეიძინოთ, გაზარდოთ. ამ პერიოდში შეჭრილი თმა სწრაფად გაგეზრდებათ (სხვათა შორის, ჯენიფერ ლოპესი თმას მხოლოდ მთვარის კალენდრის გათვალისწინებით იჭრის). ამ პერიოდში ოფიციალურად გაფორმებული ქორწინება მყარი და ხანგრძლივი იქნება. გირჩევთ შეამციროთ ყველა პროცედურა, რაც კლებასთან, მოცილებასთანაა კავშირში. დიეტაც კი არაეფექტური იქნება.
28 მარტი - სავსემთვარეობა. ყველაფერი თავის პიკს აღწევს. ამ დღეს რთული და სერიოზული არაფერი დაგეგმოთ. ისეირნეთ, უყურეთ საყვარელ სერიალს, მიირთვით გემრიელი და სასარგებლო სადილი. მოერიდეთ იმიჯის, სტილის კარდინალურ ცვლილებებს.
29-31 მარტი მთვარე იკლებს, მასთან ერთად - ჩვენი ენერგიაც. რთულ პროექტებს ნუ შეეჭიდებით. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ დაპირისპირებას საყვარელ ადამიანთან, გარშემო მყოფებთან.
მარტის ყველაზე იღბლიანი დღეები: 4, 5, 11, 18, 19 და 30 მარტი. ყველა მნიშვნელოვანი საქმე და საპასუხისმგებლო ვალდებულების შესრულება ამ დღეს დაგეგმეთ.
კარგი დღეები თმის შესაჭრელად: 17, 18, 24 და 25 მარტი.
კარგი დღეები კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად: 3, 4, 8, 25, 26 და 30 მარტი.
კარგი დღეები საყიდლებისთვის: 14, 17, 18, 20, 22 და 27 მარტი.
კარგი დღეები მგზავრობისთვის: 7-9, 14, 15, 24, 26 და 31 მარტი.
კარგი დღეები დღესასწაულის მოსაწყობად: 5, 17-19, 22 და 28 მარტი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93