ვერძი
გიყვართ და საყვარელი ადამიანიც სიყვარულით გპასუხობთ. სამშაბათიდან სამსახურის საქმეების მოგვარებას შეუდექით. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ზოგიერთი საკითხი მომავლისთვის არ გადადოთ, დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს.
კვირის საუკეთესო დღე: 9 მარტი
კურო
გაანებივრეთ ოჯახის წევრები დღესასწაულებით, გემრიელობებით. კვირის მეორე ნახევარი საქმიანი შეხვედრებით გექნებათ დატვირთული და დაკვირვებული იყავით.
კვირის საუკეთესო დღე: 8 მარტი
ტყუპი
მთელი ყურადღება ბავშვებს უნდა დაუთმოთ. მათი მეგობარი და დამხმარე უნდა გახდეთ. ოთხშაბათს მიხედეთ ჯანმრთელობას. კარგ შედეგს მოგიტანთ წყლის პროცედურები. ხუთშაბათი და პარასკევი საუკეთესო დღეებია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 11 მარტი
კირჩხიბი
უარს ნუ იტყვით გართობაზე, მხიარულება არ გაწყენთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ნათესავებთან. უქმეებზე სამომავლო გეგმა ჩამოწერეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 10, 14 მარტი
ლომი
ორშაბათს ყველა მამაკაცის გულს მოიგებთ. თავდაჯერებულობა მოგემატებათ და მეტად პროდუქტიული იქნებით. ახალი საქმეები მომავალი კვირიდან დაიწყეთ, მანამდე სამოქმედო გეგმა შეადგინეთ. სირთულეებს მოაგვარებთ, მთავარია, არ ჩაიციკლოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 11 მარტი
ქალწული
საქმეებს სხვების დახმარების გარეშეც იდეალურად დაასრულებთ. მეტად იყავით მომართული საკუთარი თავის განვითარებაზე. პირადი ცხოვრება რომ გაიუმჯობესოთ, გააქტიურდით. ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მომავლისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 12 მარტი
სასწორი
საყვარელ ადამიანს, მისი ქცევიდან გამომდინარე, სულ სხვანაირად დაინახავთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. უქმეები ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 9 მარტი
მორიელი
საყვარელი ადამიანისგან თუ სიცივეს იგრძნობთ, ნუ გაგიკვირდებათ, გაიხსენეთ საკუთარი თავი, ქცევა. შეიძლება ცოტა ხნით ერთმანეთისგან უნდა დაისვენოთ. უქმეებზე მცირე სასიყვარულო სასარგებლოდ წაგადგებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 9 მარტი
მშვილდოსანი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. მიმართეთ მთელი ყურადღება დაწყებული საქმეების დასრულებაზე. საქმიან პარტნიორებთან თავშეკავება და მცირე სიცივე გმართებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მომთმენი, კრიტიკა კარგს არაფერს მოგიტანთ.
კვირის საუკეთესო დღე:
თხის რქა
პირად ცხოვრებაში სიმშვიდე გექნებათ, თუ გააკონტროლებთ ემოციებს და მოერიდებით კავშირის გაწყვეტას. გაემგზავრეთ მივლინებაში, დრო სასიამოვნოდ. სასიამოვნოდ ჩაივლის. უქმეებზე ყველაფერი ოჯახის წევრებთნ ერთად გააკეთეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 10, 14 მარტი
მერწყული
სამშაბათს აქტიურად ჩაერთეთ სამსახურის საქმეებში. საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. დააკვირდით დეტალებს; შეიძლება ძველმა პრობლემებმა იჩინოს თავი.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 11 მარტი
თევზები
კვირის დასაწყისში სკრუპულოზური საქმეების მოგვარებას შეუდექით. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით. ისე ილაპარაკეთ და იმოქმედეთ, რომ არავის ატკინოთ გული. ყოველი დღე პირად დღესასწაულად აქციეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 14 მარტი
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>