არ გაანაწყენოთ მორიელი ქალი - ის თქვენს თვალებს ამოგკაწრავთ, ხოლო კურო არასდროს გაპატიებთ დამცირებას...
პატიება ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძალიან განაწყენებულები ვართ. ჰოროსკოპში ნათქვამია, რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი საკუთარი განსაკუთრებული თვალთახედვით უყურებს ცხოვრებას და იმას, რაც მასში ხდება. ამიტომ, შეურაცხყოფას, ყველა ნიშანი ასევე სხვადასხვა გზით პასუხობს.
ვერძი აერთიანებს ცეცხლოვან ვნებას, სისასტიკეს, სიჯიუტესა და იმპულსურობას.
თუ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, მაშინ უყოყმანოდ შეგიძლიათ თქვათ ბევრი რამ, მკაცრად და უხეშად.
თქვენი პრობლემა ის არის, რომ თქვენ ხშირად არ იცით თქვენი ქმედებების დამანგრეველი ზეგავლენის შესახებ, ასე რომ, როდესაც მოგვიანებით მიგითითებენ, ვერ ხვდებით, რაშია საქმე.
რაც შეეხება პატიებას ჰოროსკოპის თანახმად, ვერძის რისხვა დიდხანს არ გრძელდება და სწრაფად ემხრობა ზავს.
კუროსგან პატიების მიღება ადვილი არ არის. ვენერას გავლენა ამ ადამიანებს ძალიან ვნებს, ამიტომ მათ გარკვეულ სირთულეებთან უწევთ გამკლავება.
კუროს შეუძლია დიდი ხნის შემდეგ გააკეთოს რაღაც ძალიან ცუდი, რადგან ის მიდრეკილია ადამიანების კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფით.
მათზე რეაგირებაც მათი კლასიფიკაციის შესაბამისად ხდება. უბრალოდ, ეცადეთ განიტვირთოთ და შეეცადეთ ისწავლოთ პატიება.
ტყუპები არიან კომუნიკაციის შესანიშნავი უნარის მქონე ადამიანები, რასაც ისინი იყენებენ მაშინ, თუ ხვდებიან რომ რაღაც ისე არ არის. კონფლიქტის შემთხვევაში, ისინი ყოველთვის ტოვებენ კომუნიკაციისთვის რაიმე საშუალებას. ტყუპები ნამდვილად ცდილობენ სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენას და ბარიერების დანგრევას ცდილობენ.
კირჩხიბი მშვიდი და საკუთარი თავის მოყვარული ადამიანია. ხშირად, მან არც იცის როგორ მოიცილოს ცუდი განწყობა, რომელიც მას დაეუფლა.
მისი განწყობა იმდენად ხშირად იცვლება, რომ ეს იწვევს მასში განსაკუთრებული ჰიპერმგრძნობელობის გაჩენას, რაც ხელს უშლის პატიებაში.
მაგრამ, კირჩხიბებს აქვთ კარგი თვისებაც - თანაგრძნობის უნარი. თუ ისინი თავს თავს სხვის ადგილზე დააყენებენ, სწრაფად აპატიებენ ამ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ჰოროსკოპი.
ლომი ძალიან ცეცხლოვანი და პომპეზურია. ვერძის მსგავსად, ზოგჯერ მან არ იცის რას ამბობს, რა მოუტანს ტკივილს სხვა ადამიანებს.
შემდეგ კი უკვირს, რატომ დაიწყეს გარშემომყოფებმა მისი თავიდან მოცილება. უნდა გადააბიჯოთ საკუთარ თავს და ჰკითხოთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენს საქციელზე. იყავით ღია- კრიტიკისთვის და ისწავლეთ პატიება, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების.
ქალწული ბევრად უფრო მარტივად პატიობს, ვიდრე ყველა დანარჩენი, რადგან ეს მის სისხლშია. მას სურს სწრაფად გადაჭრას ყველა პრობლემა და გააუმჯობესოს ურთიერთობები. მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, რადგან ქალწულის იდეალები და მოლოდინები ძალიან მაღალია.
ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები შეიძლება კრიტიკულები იყვნენ და სხვებისგან მოითხოვონ ის, რაც მათ, სავარაუდოდ არ გააჩნიათ. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე მთავარია, იყოთ მომთმენი.
სასწორს სურს მშვიდობა და იდილია, მაგრამ რის ფასად? ზოგჯერ ეს ადამიანები ბოდიშს იხდიან და პატიებას ითხოვენ, თუმცა თავს არ მიიჩნევენ რაიმეში დამნაშავედ.
დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია პატიების თხოვნა, მაგრამ არა საკუთარი თვითშეფასების განადგურებით.
რაც შეეხება სხვების პატიებას, სასწორი ყოველთვის ცდილობს, რომ ადამიანებს მეორე შანსი მისცეს. სასწორის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა- საკუთარ თავში მშვიდობის და პატიოსნების წონასწორობის მოპოვება.
მორიელი ყოველთვის ფრთხილი და იდუმალია. მორიელს შეუძლია მთელი ცხოვრება იწუწუნოს და შეეცადოს შური იძიოს, რადგან მათ უბრალოდ არ იციან პატიება. და ვინც არ იცის პატიება, ამ ტვირთს თან ატარებს, რაც დროთა განმავლობაში იმოქმედებს მის სულზე, ჯანმრთელობაზე და სიცოცხლისუნარიანობაზე. აიძულეთ საკუთარ თავს, აპატიოთ სხვა ადამიანებს, თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავის გამო.
მშვილდოსანი ყოველთვის მზად არის აპატიოს და დაიწყოს ურთიერთობა. მისი კეთილშობილი და გულუხვი ჟესტების ნიღბის მიღმა იმალება ცეცხლოვანი ტემპერამენტი, რომელში არსებული მთელი ძალაც ადვილად შეიძლება მოემართოს თქვენს წინააღმდეგ. თუ თქვენ მოლაპარაკებისა და პატიების სურვილი გაქვთ, სწორი მიდგომაა საჭირო. მიეცით საშუალება იუპიტერს (თქვენს მფარველ პლანეტას) აღადგინოს კავშირი ადამიანთან და გააღვიძოს თქვენს შორის არსებული სიყვარული.
სატურნის მფარველობაში ყოფნის გამო, თხის რქისთვის ძნელია პატიება. ბუნებით, ის ძალიან ფრთხილია, ამიტომ იშვიათად იხსნება მასთან, ვინც გაანაწყენებს. თხის რქა ასე იქცევა ცხოვრების პირველი ნახევრის განმავლობაში, მაშინ როდესაც ის მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნებას სწავლობს. შემდეგ გამოდის, რომ მან კარგად ისწავლა შეცდომებზე და უკვე თავს არიდებს იმ ადამიანებთან კონტაქტს, რომელთა კომპანიაშიც თავს არასასიამოვნოდ გრძნობს.
როდესაც საქმე მიტევებას ეხება, სატურნის პოზიციას და თქვენს დაბადების დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თხის რქებს არ მოსწონთ შეცდომების გამეორება.
მერწყულებს საკმაოდ მხიარული გზა აქვთ არჩეული, ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ეს ადამიანები, ცოტა არატრადიციულები არიან. ვერასდროს გაიგებ, გაპატიებენ თუ არა. მერწყულებმა ჯერ თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა და ზოგადად შეუძლიათ თუ არა პატიება. ზოგჯერ მათ გარკვეული დასკვნების გაკეთება ესაჭიროებათ.
უბრალოდ მოიხსენით ემოციური ტვირთი და აპატიეთ.
თევზები ყველაზე სიმპატიური და თავმდაბალია ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის. ის ყველაფრის მიმართ პატიების უნარით გამოირჩევა.
ოღონდ, სხვას ნუ აპატიებთ, თუ ეს მსხვერპლად გადაგაქცევთ. და არ აპატიოთ ერთი და იგივე შეცდომები, რადგან ეს აღარ არის უპირობო პატიება, არამედ უკვე სისულელეა.
თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი შეცდომებზე და შეწყვიტოთ ხალხისთვის ამდენი შანსის მიცემა. დროა დაადგინოთ, როდის უნდა აპატიოთ და როდის არა.