ვერძი
ყურადღებით დაითვალეთ ფული, ოჯახური ბიუჯეტი თუ არ გსურთ, მომავალში ვალები აიღოთ. ნუ აქცევთ ყურადღებას ჭორიკანებს. ეცადეთ, ეს კვირა თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. მეტი დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დათბება და დატკბება. გულახდილი საუბრები კი კიდევ უფრო დაგაახლოებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 31 მარტი, 3 აპრილი.
კურო
იყავით მზად ახალი ნაცნობობისთვის, ილაპარაკეთ საინტერესო ადამიანებთან. უსიამოვნებების მოგვარებაში გავლენიანი მეგობრები დაგეხმარებიან. უქმეები ბავშვებთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ მათ დღესასსწაული, შეგიძლიათ კულტურულ ღონისძიებებსაც დაესწროთ.
კვირის საუკეთესო დღე: 30 მარტი, პირველი აპრილი.
ტყუპი
მეგობრებთნ მხიარულება და გართობა გელით. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. ერთადერთი თემა, სადაც სიფრთხილე გმართებთ, ფინანსური საკითხებია. რჩევისთვის მშობლებს, გამოცდილ ახლობლებს მიმართეთ. უქმეებზე საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 3 აპრილი.
კირჩხიბი
ნუ გარისკავთ, თუ საქმე ფულს ეხება. დასასრულისკენ წაიყვანეთ დაწყებული საქმეები. შეიძლება ოქროს მთებს დაგპირდნენ, მაგრამ სინამდვილეში წაგებული აღმოჩნდეთ. სხვა დროისთვის გადადეთ ახალი პროექტების დაწყება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს. უქმეებზე საყიდლები და ოჯახური წვეულება დაგეგმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 30 მარტი.
ლომი
მატერიალური საკითხები გახდება მნიშვნელოვანი. კარიერული რჩევებისთვის ერთგულ და გამოცდილ ნათესავებს მიმართეთ. ოთხშაბათს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ხუთშაბათს დაუყოვნებლივ მოაგვარეთ წამოჭრილი პრობლემები, ნუ გადადებთ მათ მომავლისთვის. უქმეები საყვარელი ადამიანების გვერდით, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 31 მარტი.
ქალწული
ენერგიის მომატებას იგრძნობთ და აზარტით შეუდგებით მოქმედებას. საქმიანობის გაფართოების, მატერიალური საკითხების მოგვარების კვირა დაგიდგათ. თავისუფალ დროს მეგობრებს უმასპინძლეთ შინ. უქმეებზე საყვარელ ადამიანს გულახდილად ესაუბრეთ, ეცადეთ, გააუმჯობესოთ მასთან ურთიერთობა.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი აპრილი.
სასწორი
ახლა ფულის ფლანგვის დრო არაა. მეტად იზრუნეთ საკუთარი თავის წარმოჩენაზე. წამოაყენეთ ახალი იდეები, დააინტერესეთ გავლენიანი ადამიანები. უქმებისთვის მოიფიქრეთ თავგადასავალი, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად კარგად გაგართობთ.
კვირის საუკეთესო დღე: 2, 3 აპრილი.
მორიელი
ისწავლეთ დროისა და ფინანსების სწორად გადანაწილება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. უქმეებზე ქალაქგარეთ, ექსკურსიაზე გაემგზავრეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 29 მარტი, პირველი აპრილი.
მშვილდოსანი
გაამჯობესეთ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან, კოლეგებთან, ვისთან ერთადაც საერთო პროექტზე მუშაობთ. საინტერესო იდეები გააცანით გავლენიან სპონსორებს. კარგ შედეგს მოგიტანთ ხელშეკრულებების გაფორმება. უქმეებზე მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 3 აპრილი.
თხის რქა
თქვენი შრომისუნარიანობა დასაფასებელია, მაგრამ ნურც დასვენებას და საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ. ნაკლები ყურადღება დაუთმეთ გარშემო მყოფების აზრებს, ჭორებს და იბრძოლეთ გამარჯვების მისაღწევად. საიმედო ადამიანებს დაუმეგობრდით. უქმეები მათ გვერდით გაატარეთ, ვისაც უყვარხართ და ვინც თქვენგან საჩუქრების ღირსია.
კვირის საუკეთესო დღე: 30 მარტი.
მერწყული
დაიწყეთ პროექტების განვითარება, დასასრულისკენ წაიყვანეთ დაწყებული საქმეები. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ახლა გაცივების დრო არაა. უქმეები ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გვერდით გაატარეთ, დაიმუხტეთ მათგან პოზიტივით.
კვირის საუკეთესო დღე: 30 მარტი, პირველი აპრილი.
თევზები
მოაგვარეთ ფინანსებთან, გადასახადებთან, ბანკებთან დაკავშირებული საკითხები. გონივრულად შეადგინეთ და ხარჯეთ ოჯახის ბიუჯეტი. ხუთშაბათიდან შეიძლება ახალი გატაცებები, თავგადასავლები გაგიჩნდეთ და საიდუმლოდ შეინახეთ, ქვეყანას ნუ მოსდებთ. უქმეები ოჯახის წევრებითან ერთად გაატარეთ, მათ თქვენი დახმარება და მზრუნველობა სჭირდებათ, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი აპრილი.