5-11 აპრილის სილამაზის კალენდარი - დაწმინდეთ ფანჯრები, რათა ახალმთვარეობიდან ახალი ენერგია შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში

5-11 აპრილის სილამაზის კალენდარი - დაწმინდეთ ფანჯრები, რათა ახალმთვარეობიდან ახალი ენერგია შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში
ამ კვირაში მთვარე კლებადია. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მოიცილეთ ყველა დაზიანებული ნივთი, დაალაგეთ სახლი, დაწმინდეთ ფანჯრები, რათა ახალმთვარეობიდან ახალი ენერგია შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მშვიდობიანად ჩამოიშორეთ ყველა ის ადამიანი, ვინც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. კარგი კვირაა დიეტისთვის, ორგანიზმის გამწმენდი პროცედურების ჩასატარებლად. ეცადეთ, ამ კვირაში არ ეკამათოთ გარშემო მყოფებს. ყურადღება გმართებთ საჭესთან, განსაკუთრებით, უქმეებზე.

5 აპრილი, 17:09-მდე მთვარე თხის რქაშია. მერე გადაინაცვლებს მერწყულში.

თხის რქაში მთვარე მკაცრი და ასკეტურია. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა
გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.

კარგია - პედიკიური, პილინგი
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
მთვარე მერწყულის ზოდიაქოში. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

8 აპრილი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

10 აპრილი, მთვარე 10:11-დან ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმურ მკურნალობას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93