5-11 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

5-11 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
თავით უნდა გადაეშვათ მუშაობაში. აკონტროლეთ უარყოფითი ემოციები. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ეჭვიანობა, ეგოისტობა და ზედმეტი მოთხოვნები კარგს არაფერს მოგიტანთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 5, 10 აპრილი

კურო
მეტად იყავით მომართული საკუთარი თავის გაბედნიერებაზე. ცუდი განწყობის გამო ახლობლებს ნუ წაეჩხუბებით. კარგ შედეგს მოგიტანთ ბუნებაში სეირნობა, ხელსაქმე. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 8 აპრილი

ტყუპი
სამსახურში უამრავი საქმე გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ იმდენად აქტიური ხართ, რომ ყველაფერს მარტივად
გაართმევთ თავს. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან და მჭრელ საგნებთან. თავად უნდა გააქტიურდეთ, თუ პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გსურთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 8, 10 აპრილი

კირჩხიბი
სამსახურის და საოჯახო საქმეებსაც გააზრებულად მიუდექით, ნუ დახარჯავთ დროს არაფრისმომცემ ქმედებებზე. იყავით მომართული პირად კეთილდღეობაზე. კამათის დროს უმჯობესია დაუთმოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ. პარასკევს საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრა მოუწყვეთ და ძველ წყენას ნუ გაახსენებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 10 აპრილი

ლომი
ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, იმპულსურს, ემოციებზე აყოლილს. მოთმინება გმართებთ მშობლების მიმართ. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ და არ იცით, ვის დაუკავშიროთ პირადი ცხოვრება, შეისვენეთ და შორიდან დააკვირდით მოვლენებს, ადამიანებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
კვირის საუკეთესო დღე: 8 აპრილი

ქალწული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გამონახეთ დრო და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ ზომიერება კვებაში, ფიზიკური აქტიურობა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ცხოვრების შეცვლა განიზრახოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 11 აპრილი

სასწორი
საკუთარ თავზე იმუშავეთ, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები, დაასრულეთ დაწყებული პროექტები. კარგ შედეგს მოგიტანთ დღის რეჟიმის გაუმჯობესება. პარასკევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. შაბათს გულითადი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 10 აპრილი

მორიელი
თქვენი საუკეთესო მრჩეველი ინტუიციაა. გარშემო მყოფებს მოუსმინეთ, მაგრამ ყველაფერი მაინც თქვენ სასარგებლოდ უნდა გააკეთოთ. თუ გსურთ, არსებული სასიყვარულო კავშირი შეინარჩუნოთ, ჭორებს ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება. ხშირად შეაქეთ თქვენი საყვარელი ადამიანი; ნუ დაიშურებთ მზრუნველობას მის მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 5 აპრილი

მშვილდოსანი
მოთოკეთ ემოციები და წვრილმანების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან; აკონტროლეთ ემოციები. კვირის ბოლოს მეტად გაგიმართლებთ. იყავით მზად, რომ გაიუმჯობესოთ სამსახურის საქმეებიც და პირადი ცხოვრებაც. მოერიდეთ სიტუაციის ზედმეტ დრამატიზებას.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 8, 10 აპრილი

თხის რქა
სამსახურში დაწყებული საქმეების დასრულება და შექება გელოდებათ. თქვენი შრომა შესაბამისად დაგიფასდება. მოერიდეთ გარშემო მყოფების გადაკეთებას, მიიღეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. თუ ხვდებით, რომ ადამიანი აღარ გიყვართ, გაუშვით.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 10 აპრილი

მერწყული
მოთმინებით აღიჭურვეთ. ოფისში საქმეების წარმოებასთან მცირე ხარვეზებისა და კოლეგების გამო დაბრკოლებები იმატებს და ნუ აჰყვებით ემოციებს. ამასთან, ნურც შინ მიიტანთ სამსახურის უსიამოვნებებს. საყვარელ ადამიანს პრეტენზიებს უხეში ფორმით ნუ წარუდგენთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 8 აპრილი

თევზები
თუ სამსახურში რაღაც არ მოგწონთ, დაიცავით თქვენი უფლებები, გაჩუმება კარგ შედეგს არ მოგიტანთ. კონფლიქტური სიტუაციები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საყვარელ ადამიანთან ზედმეტ ეჭვიანობასა და კამათს არ გირჩევთ. აკონტროლეთ ემოციები და წვრილმანებზე ნუ ბრაზდებით.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 11 აპრილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93