როდის ღალატობს ვერძი, კურო... ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როდის ღალატობს ვერძი, კურო... ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რო­გორ გგო­ნი­ათ, არ­სე­ბობს კი ბუ­ნე­ბა­ში ერ­თგუ­ლი მა­მა­კა­ცი? ან იქ­ნებ თა­ვად სი­ტყვა "ერ­თგუ­ლე­ბის" არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს­მის თი­თო­ე­ულ მათ­განს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად და თა­ვი­სე­ბუ­რად? მო­დით მა­მა­კა­ცუ­რი ღა­ლა­ტის პრინ­ცი­პებ­ზე, მი­ზე­ზებ­ზე და შე­დე­გებ­ზე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც ვიმ­სჯე­ლოთ და გა­ვი­გოთ რა აი­ძუ­ლებთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს უღა­ლა­ტონ ერთი შე­ხედ­ვით იდე­ა­ლურ და საყ­ვა­რელ პარტნი­ორს.

რო­დის ღა­ლა­ტობს ვერ­ძი
შეყ­ვა­რე­ბულ ვერძს ღა­ლატ­ზე ფიქ­რიც კი ამო­რა­ლუ­რად მი­აჩ­ნია, ამი­ტომ სა­ნამ იგი ყუ­რე­ბამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მის­თვის ქალ­თა სქე­სის არ­სე­ბო­ბა გარ­შე­მო ბინ­დით მო­ცუ­ლი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად მა­ნამ, სა­ნამ ვერ­ძი საყ­ვა­რელ ქალს ხე­ლის გულ­ზე
ატა­რებს, სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს და მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს, მის ერ­თგუ­ლე­ბა­ში ეჭვი არა­ვის უნდა შე­ე­პა­როს. პრობ­ლე­მე­ბი მა­შინ იწყე­ბა, როცა თქვე­ნი მარ­სი­ა­ნე­ლი ბიჭი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მსოფ­ლიო-ლა­მაზ­მა­ნე­ბის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას აღ­მო­ა­ჩენს და აღ­ნიშ­ნავს. ამი­ტომ დღეს თუ იგი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლით ან ენ ჰე­ტუ­ე­ით და­ინ­ტერსდა, მე­ზობ­ლის ირინ­კამ­დე სულ ორი ნა­ბი­ჯია. ხოლო თა­ვად ღა­ლა­ტის ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ვერ­ძის­გან­ვე მი­ი­ღებთ ექ­სკლუ­ზი­უ­რად, რო­გორც წესი ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს ტყუ­ი­ლის თქმა გულ­ზე არ ეხა­ტე­ბათ და დი­დად არც გა­მოს­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ თქვენ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წუ­წუ­ნით და ჭკუ­ის სწავ­ლე­ბით, ცხოვ­რე­ბას ჯო­ჯო­ხე­თად არ უქ­ცევთ, ვერ­ძის მხრი­დან ღა­ლა­ტის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. თუმ­ცა თუ მა­ინც ასე მოხ­და, მერ­წმუ­ნეთ ამას პირ­ვე­ლი თა­ვად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ და დი­დად არც იმა­ზე შე­ი­წუ­ხებს თავს, რას იგ­რძნობთ ამ დროს თქვენ, რად­გან ჩათ­ვლის რომ "შეც­დო­მა" ხართ მის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ამ დროს არც კი და­ფიქ­რდე­ბა იმა­ზე, რომ ის ვის­თა­ნაც გი­ღა­ლა­ტათ, შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ, "ორ­მა­გი შეც­დო­მა" აღ­მოჩ­ნდეს მის­თვის.

რო­დის ღა­ლა­ტობს კურო
სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რულ კუ­როს, რო­გორც წესი იშ­ვი­ა­თად უწევს გული საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ღა­ლა­ტის­კენ. ამი­ტომ თუკი თქვენ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ კუ­როს­თვის იმ "ერ­თა­დერ­თის და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლის" სტა­ტუს­ზე პრე­ტენ­ზი­ას სხვა ქა­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად აცხა­დე­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­დან­ვე "სა­თა­და­რი­გო­თა" რი­გებ­ში გა­ნი­ხი­ლავ­და ეს მა­მა­კა­ცი თქვენს კან­დი­და­ტუ­რას. ყო­ვე­ლი­ვე ამის მიხ­ვედ­რას კი დიდი გა­მომ­ძი­ებ­ლო­ბა და შერ­ლოკ ჰოლმსო­ბა სუ­ლაც არ დას­ჭირ­დე­ბა თქვე­ნი მხრი­დან, თუკი მა­მა­კა­ცი კურო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის პერ­სო­ნის მი­მართ გა­და­მე­ტე­ბულ ინ­ტე­რესს არ იჩენს, ასე ვთქვათ "ლუ­პით არ აკ­ვირ­დე­ბა" ამ უკა­ნას­კნე­ლის ქცე­ვებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის სტილს, არ ცდი­ლობს რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბით ჩა­ე­რი­ოს მის ცხოვ­რე­ბა­ში და მო­ი­თხო­ვოს მის­გან გა­მუდ­მე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს რომ მის­თვის ეს ქალი ცხოვ­რე­ბის ნა­წილს არამც და არამც არ წარ­მო­ად­გენს. ამას­თან ერ­თად, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ისიც ავღ­ნიშ­ნოთ, რომ კურო მა­მა­კაცს (ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­ჩო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით) სუ­ლაც არ ეა­მა­ყე­ბა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, გულ­გა­ტე­ხი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მი­ის ყოლა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. ეს ხომ იმას ნიშ­ნავს, რომ მან ჯერ კი­დევ ვერ შეს­ძლო ეპოვ­ნა ის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­თა­ნაც მშვი­დი, მყუდ­რო ოჯა­ხის შექ­მნა და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა პენ­სი­ის ასა­კამ­დე.

რო­დის ღა­ლა­ტობს ტყუ­პე­ბი
არას­ტა­ბი­ლუ­რი ტყუ­პე­ბის მხრი­დან კი, ღა­ლა­ტის ფაქ­ტის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მყა­რი არ­გუ­მენ­ტი ეს მისი ხა­სი­ა­თის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­ეჭ­ვო დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბაა. თუკი აქამ­დე იგი, თით­ქმის ყო­ველ დღე გაკ­ვირ­ვებ­დათ სა­კუ­თა­რი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რო­ბით და ნაირ-ნა­ი­რი (ხან­და­ხან არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო) სი­ურპრი­ზე­ბით, სწო­რედ ეს იყო მისი მხრი­დან თქვენს მი­მართ, უდაო სიყ­ვა­რუ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რად­გან ზუს­ტად ამ გზით ცდი­ლობ­და ის, მხო­ლოდ თქვენ­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბი, იდე­ე­ბი და გეგ­მე­ბი. ხოლო თუკი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩენთ, რომ იგი სე­რი­ო­ზუ­ლი, ზედ­მე­ტად "ნორ­მა­ლუ­რი" და პა­ტი­ო­სა­ნი გახ­და, ჩათ­ვა­ლეთ რომ მან სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის აფიშ­რე­ბის­თვის, გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი აუ­დი­ტო­რია იპოვ­ნა სხვა მან­დი­ლოს­ნის სა­ხით. თუმ­ცა თუ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი სა­ხე­ზეა, ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას მი­ანც ნუ იჩ­ქა­რებთ, რად­გან გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა პრობ­ლე­მა ღა­ლატ­ში კი არა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­დეს, რომ თქვე­ნი თავ­ქა­რი­ა­ნი ტყუ­პი უბ­რა­ლოდ გა­და­ი­ღა­ლა ამ­დე­ნი ტა­კი­მას­ხა­რო­ბის­გან და ძა­ლებს იკ­რებს სიმ­შვი­დე­ში, მო­მა­ვა­ლი ტრი­უ­კე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

რო­დის ღა­ლა­ტობს კირჩხი­ბი
ტი­პი­ურ კირჩხიბს, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ღა­ლა­ტი საკ­მა­ოდ ძნე­ლად ეხერ­ხე­ბა. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მას ძა­ლი­ან უნდა "სა­ნი­მუ­შო მე­ო­ჯა­ხის" როლი რაც შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვად და ამა­ყად ატა­როს. ამას­თან ერ­თად, კი­ბო­ზე უკეთ არა­ვის ეს­მის ღა­ლა­ტით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის არსი და რა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად იგი მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა, სხვა­საც მი­ა­ყე­ნოს მსგავ­სი დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა თუკი მა­ინც ისე მოხ­და რომ და­კა­ვე­ბულ კირჩხიბ მა­მა­კაცს, რა­ღაც სა­ში­ნე­ლი, "ფა­ტა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი" და­ე­ჯა­ხა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, სა­წყის ეტაპ­ზე იგი ბევ­რს ინერ­ვი­უ­ლებს და შე­ეც­დე­ბა შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი მო­ნა­ხოს და­ნა­შა­უ­ლის ე,წ "Femme fatale"-სთვის გა­და­საბ­რა­ლებ­ლად. სა­ვა­რა­უ­დო ღა­ლა­ტის სიმპტო­მებს კი კი­ბოს მხრი­დან, ამ ცხოვ­რე­ბის უსა­მარ­თლო­ბა­ზე და ზო­გა­დად ადა­მი­ან­თა მოდ­გმის სი­მუხ­თლე­ზე ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­უბ­რე­ბის სიხ­ში­რით მიხ­ვდე­ბით.

რო­დის ღა­ლა­ტობს ლომი
ფაქ­ტობ­რი­ვად არ გა­აჩ­ნია ნიჭი, ღა­ლა­ტის ფაქ­ტი ოდ­ნავ მა­ინც შე­ნიღ­ბოს, სა­წყის ეტაპ­ზე მა­ინც. ამის მი­ზე­ზი, პირ­ველ რიგ­ში ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა, ია­მა­ყოს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­პა­ტიო დიპ­ლო­მი­ვით აუფ­რი­ა­ლოს თვალ­წინ ყვე­ლას ის, თუ რა­ო­დენ ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლია მისი მო­რი­გი, "ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა". ღა­ლა­ტის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ძი­ე­ბით თა­ვად რომ არ და­ი­ღა­ლოთ გო­ნე­ბა, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი" რომ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­გა­ტყო­ბი­ნე­ბენ, თქვე­ნი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ლო­მის რბი­ლად, რომ ვთქვათ "არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის" შე­სა­ხებ. გა­საკ­ვი­რი ამ ფაქ­ტში არც არა­ფე­რია, ლომს ხომ ყო­ველ­თვის ყოფ­ნის ჭკუა, სა­კუ­თა­რი მე­ფურ-არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მტრე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით მო­იმ­რავ­ლოს. თუმ­ცა თუკი ოჯახ­ში ანო­ნი­მურ ზა­რებს გა­მოვ­რი­ცხავთ, მო­ღა­ლა­ტე ლო­მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა თა­ვა­დაც მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ. და­აკ­ვირ­დით, რაც უფრო ხში­რად იმე­ტებს იგი თქვენს მი­მართ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებს, გა­და­რებთ სხვა გა­ცი­ლე­ბით უფრო "სრულ­ყო­ფილ" სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და არა­სო­დეს ელე­ვა სა­ჯი­ჯღი­ნო სა­ბა­ბი, დროა გან­გა­შის ზა­რებს ჩა­მოკ­რათ და მაქ­სი­მა­ლუ­რად იზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ თქვე­ნი დიდი ფისო სხვა უფრო მო­სიყ­ვა­რუ­ლე პატ­რონ­თან არ გა­გე­პა­როთ.

რო­დის ღა­ლა­ტობს ქალ­წუ­ლი
სი­მარ­თლე ით­ქვას, მარ­თლაც უნდა მო­ინ­დო­მოს ქალ­მა სა­ი­მი­სოდ, რომ ქალ­წუ­ლის­ნა­ირ სტა­ბი­ლურ, ერ­თგულ და მო­ნო­გა­მი­ურ პერ­სო­ნას ღა­ლატ­ზე წას­ვლა აი­ძუ­ლოს. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ხომ რო­გორც წესი, ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურს ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის, ფიქ­რის და აწონ-და­წო­ნის შე­დე­გად ირ­ჩე­ვენ, რომ­ლის შემ­დე­გაც ოჯა­ხის დან­გრე­ვის ალ­ბა­თო­ბის რის­კი მი­ნუ­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ ქალ­წულ­მა ღა­ლა­ტი გა­და­წყვი­ტა, ამას იგი ისე გა­ა­კე­თებს, რომ მე­უღ­ლეს შერ­ლოკ ჰოლმსის ჭკუა და ოს­ტა­ტო­ბა დას­ჭირ­დე­ბა მისი მხრი­დან ამ ფაქ­ტის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად. თუკი ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლი "იმ ერ­თა­დერ­თს" ცო­ლის მოყ­ვა­ნის შემ­დეგ გა­და­ე­ყა­რა, ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ზე იგი მა­ინც უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­რდე­ბა, ისიც თუ მა­ნამ­დე თა­ვად ამ "ერ­თა­დერ­თმა" არ მოს­დო მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მათი რო­მა­ნის შე­სა­ხებ. რაც რა თქმა უნდა ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის "ერ­თა­დერ­თის" სტა­ტუ­სის სა­მუ­და­მო ჩა­მორ­თმე­ვით დას­რულ­დე­ბა.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93