ერთი თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით - ვის აუსრულდება სურვილი, ვინ იპოვის სიყვარულს და ვინ მიიღებს ახალ სამსახურს

ერთი თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით - ვის აუსრულდება სურვილი, ვინ იპოვის სიყვარულს და ვინ მიიღებს ახალ სამსახურს
გაეცანით ახალმთვარეობის პროგნოზს - მზის, ასცენდენტისა და მთვარის ნიშნის მიხედვით, თუ, რა თქმა უნდა, პირადი რუკა შედგენილი გაქვთ და იცით ამ ორი უკანასკნელის მდებარეობა.

ვერძი
ახალმთვარეობა მოგიტანთ სასიამოვნო ცვლილებებს, გამოჯანმრთელდებით, გაგიუმჯობესდებათ განწყობა, შესახედაობა, გააქტიურდებით სოციალურად. იყავით მეტად მიზანმიმართული, მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები, "გამოდით სცენაზე". იყავით კონცენტრირებული საკუთარი თავის, საქმეების წინსვლაზე. ზოგიერთს შეიძლება აგისრულდეთ ის, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით.


კურო
მეტად დაისვენეთ, დაფიქრდით, რა გსურთ, რა მოგიტანთ პირად ბედნიერებას, ჰარმონიას, სიმშვიდეს. კარგი
პერიოდია, რომ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, ზედმეტი წონისგან, ნივთებისგან, ადამიანებისგან. ზოგიერთმა შეიძლება იზოლირებულად მუშაობა გადაწყვიტოთ, მეტად მოგინდეთ ხალხისგან განმარტოება. გამორიცხული არაა, დაამყაროთ კარგი კავშირი საზღვარგარეთ, - გადახვიდეთ საცხოვრებლად ან ქორწინების, ან საქმეების გამო. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გვერდით. მეტად ჩაუღრმავდით თქვენს შინაგან სამყაროს.


ტყუპი
კარგად შესრულებული საქმისთვის ჯილდოს მიღების დრო დაგიდგათ; ეს შეიძლება იყოს ფულადიც. აღიარება, დაფასება და სურვილების ასრულება გელით. მეტად გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. შეიძლება ახალი გვერდი გააკეთოთ და თავად იაქტიუროთ. განსაკუთრებით, თუ რაღაცას აწარმოებთ და მის გაყიდვას დაიწყებთ ინტერნეტით. თანამოაზრეებთან, მეგობრებთან ერთად შეძლებთ ახალი პროექტების დაწყებას, იდეების განხორციელებას. მარტოხელებს ვენერა გაძლევთ საშუალებას, რომ ახალ სიყვარულს ინტერნეტით ან მეგობრების დახმარებით შეხვდეთ. საყვარელ ადამიანს შეიძლება საერთო საქმემ დაგაკავშიროთ. ზოგიერთმა კი შეიძლება მეგობრობა სიყვარულში გადაზარდოს.


კირჩხიბი
გააქტიურდით, თუ კარიერაში წარმატების მიღწევა გსურთ. იყავით დაკვირვებული, რომ "კეთილისმსურველებმა" არ დაგაზარალონ. ზოგიერთმა შეიძლება ძველი საქმეები მიატოვოთ და სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოთ ძალები. გაიმარჯვებთ, მაგრამ უნდა იბრძოლოთ, მარტივად ვერაფერს მიიღებთ და ეს ასე იქნება მთვარის ამ თვეშიც და წლის განმავლობაშიც. განავითარეთ პირადი ბიზნესი, თუ გაქვთ, გაიუმჯობესეთ სოციალური სტატუსი, იბრძოლეთ, რომ დაწინაურდეთ. გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ, რომ არ დაზარალდეთ და მოგებული დარჩეთ.


ლომი
გახშირდება შეხება საზღვარგარეთთან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს უმაღლესი განათლების მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება. გახშირდება განათლებულ, განსწავლულ ადამიანებთან კონტაქტი. ზოგიერთი შეეცდება თვალსაწიერის გაფართოებას. სურვილი გაგიჩნდებათ, ჩაერთოთ საზოგადო ცხოვრებაში, სხვებსაც დაეხმაროთ და ამით თქვენი სტატუსიც აიმაღლოთ. შეხება სახელმწიფო სტრუქტურებთან, დოკუმენტების გაფორმება კარგ შედეგს მოგიტანთ.


ქალწული
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. შეიძლება მსხვილი ფინანსების მართვა განდონ. სწრაფად უნდა რეაგირებდეთ და მოქმედებდეთ. ამასთან - დაკვირვებულადაც. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენადაც პასუხისმგებლიანი იქნებით, იმდენად წარმატებული გახდებით. შეიძლება მიიღოთ კრედიტი, მემკვიდრეობა; მოგეცემათ შანსი, რომ გადაიხადოთ ვალები. თქვენს პარტნიორს გაუუმჯობესდებათ შემოსავალი და თქვენც ისარგებლებთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ფსიქოლოგიური პრაქტიკები. გააქტიურდება თქვენი სექსუალური ცხოვრება.


სასწორი
შანსი გეძლევათ, გააუმჯობესოთ არსებული პარტნიორული კავშირები, დაამყაროთ ახალი. საინტერესო ისაა, რომ ინიციატივა სხვა ადამიანებისგან წამოვა. შემოგთავაზებენ ახალ პროექტებში ჩართვას, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას. იქნება რომანტიკული შემოთავაზებებიც. მთვარის ამ თვეში და ზოგადად მთელი წლის განმავლობაში ხშირად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მოუნდება თქვენთან დაწყვილება. ეცადეთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ, მყარი, ჰარმონიული კავშირი შექმნათ და გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. უკვე არსებული კავშირები კი უკეთესი გახდება.


მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ მუშაობას, ყოველდღიურ ვალდებულებას. თუ არ გქონდათ სამსახური, მთვარის ამ თვეში მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, გამოჩნდებიან ახალი კლიენტები. მიიღებთ ფულს შესრულებული საქმისგან. სასიამოვნო მუშაობაც გექნებათ, თავადაც კმაყოფილი იქნებით თქვენი მუშაობით და დამკვეთიც. გამონახეთ თქვენი რიტმი, რათა რუტინული საქმეები, საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტული გაიხადოთ. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, ჯანმრთელობა. შეიძლება მიაგნოთ მკურნალობის ახალ მეთოდს, ექიმს, რაც გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას.


მშვილდოსანი

სასიყვარულო და დღესასწაული გსურთ და ადვილი შესაძლებელია, მთელი თვე და წელი ასე გაატაროთ. იყავით მზად, რომ განახორციელებთ შემოქმედებითი იდეებს. მოგინდებათ მეტი დრო გაატაროთ შვილების გვერდით; ისინი გაგახარებენ თავიანთი წარმატებით. ზოგი კი შვილის გაჩენას გადაწყვეტს. მზად იქნებით რომანტიკული კავშირებისთვის, ფლირტისთვის. თქვენს ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც ცხოვრებას დღესასწაულად გიქცევთ. გახშირდება ქალაქგარეთ გასვლა, სუფთა ჰაერზე სეირნობა.
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93