ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მარტოობა სიამოვნებას ანიჭებთ

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მარტოობა სიამოვნებას ანიჭებთ
მათ სულაც არ სჭირდებათ ის, რომ მუდმივად ადამიანებით იყვნენ გარშემორტყმული.
პირიქით, ძალიანაც მოსწონთ მარტოობა, რაც საშუალებას აძლევთ თავი უკეთ იგრძნონ და ამით სიამოვნება მიიღონ...
ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სულაც არ არიან მარტოხელები, თუმცა ზოგიერთ მათგანს მაინც მარტო ყოფნა ურჩევნია.
უფრო მეტიც, მათ უბრალოდ უყვართ საკუთარ აზრებთან მარტო დარჩენა.


თევზები

თევზებს უყვართ საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრება. ისინი ალერსიანები არიან და ყურადღების მიქცევა უყვართ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
მარტოობისკენ ხშირი მიდრეკილების გამო, თევზებს ზოგჯერ
რეალობიდან გაქცეულებსაც უწოდებენ. სინამდვილეში ისინი უაღრესად ღრმა სულიერების მქონე ადამიანები არიან და საოცრად მდიდარი წარმოსახვით გამოირჩევიან. მათთვის მარტო ყოფნა განტვირთვაა.
ისინი ხშირად მიდიან საგანმანათლებლო სფეროში. ცდილობენ სხვების მიმართ კიდევ უფრო მოსიყვარულე და გულმოწყალე ადამიანები გახდნენ, ვიდრე ახლა არიან.


მორიელი

მორიელებს ყველაფერზე მეტად უყვართ, ფიქრებთან ერთად დროის მარტო გატარება. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან ბევრი ფიქრისკენ, რითიც შეიძლება ითქვას, რომ შეპყრობილები არიან. ამიტომ სჭირდებათ სიჩუმე და ადგილი, სადაც მათ არავინ შეაწუხებს. განმარტოებით მორიელები ცდილობენ გაარკვიონ სიტუაცია - ისინი აანალიზებენ, იკვლევენ და გეგმავენ.


კირჩხიბი

კირჩხიბები ცნობილი არიან სხვა ადამიანებზე ზრუნვის მიმართ სიყვარულით. მაგრამ მათ დრო სჭირდებათ საკუთარი თავის მოვლისთვისაც. კირჩხიბები თვითკმარი ინდივიდები არიან, რომლებსაც არ სჭირდებათ მუდმივ კომპანიაში ყოფნა.
მათ აქვთ უაღრესად განვითარებული ფანტაზია, ამიტომაც უყვართ ფიქრებთან ერთად მარტო დარჩენა. კირჩხიბები ხშირად ფიქრობენ იმაზე, რისი გაკეთება შეიძლება სხვებისთვის და როგორ უნდა გახადონ საკუთარი სახლი კიდევ უფრო კომფორტული.


ქალწული

ქალწულები ანალიტიკოსი ადამიანები არიან. იმისთვის, რომ რამე საფუძვლიანად შეაფასონ, მათ ჯერ უნდა მიატოვონ ხმაური და ყველანაირ ყურადღებას გაექცნენ. ისინი წყნარ კუთხეში მოეწყობიან, სადაც შეუძლიათ მშვიდად გააანალიზონ კონკრეტული ინფორმაცია. კიდევ ერთი ვარიანტია, ხმაურიანი სახლის დატოვება- სამუშაოდ წასვლის მომიზეზებით, ან ბაღში რამის ამოჩიჩქვნა... სადაც მათ არავინ უშლის ხელს იმაში, რომ იფიქრონ.
როგორც წესი, ქალწულებს ეფექტური გეგმის დასახვა შეუძლიათ, რათა გაიუმჯობესონ თავიანთი კარიერა, სახლი, ჰობი და ურთიერთობები.

წყარო: Cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93