ვერძი
აქტიურად განახორციელეთ იდეები. იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსვალის დამატებითი წყარო. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას, სასიყვარულო ავანტიურას. პარასკევი და კვირა საუკეთესო დღეებია რომანტიკული შეხვედრებისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 20 აპრილი.
კურო
გააქტიურდით, რომ გახდეთ პოპულარული, მიაღწიოთ კარიერულ მწვერვალს, მატერიალურ კეთილდღეობას. ზოგიერთს მოგინდებათ გარეგნობის შეცვლა და ეს შეიძლება იყოს გიჟური ექსპერიმენტი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად დათბება.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 20, 24 აპრილი.
ტყუპი
ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით, ბიძგით, მეტის მიღწევას მოისურვებთ. შეიძლება ახალი საქმეები ძველ მეგობრებთან ერთად დაიწყოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22 აპრილი.
კირჩხიბი
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. შეიძლება ონლაინ მოგიწიოთ გააქტიურებამ. გაფრთხილდით, თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად არ ისარგებლონ. არ გამოაკლდეთ თათბირს, განხილვებს. უქმეები საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21, 24 აპრილი.
ლომი
გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ დასკვნები და ეცადეთ, შეცდომების გათვალისწინებით განვითარდეთ, განახორციელოთ არსებული პროექტები. ზოგიერთს ახალი რომანტიკული პერიოდი, ზოგსაც - მეორე თაფლობის თვე დაგეწყებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 22 აპრილი.
ქალწული
სამსახურში მეტი თავდაჯერებულობა და ზოგჯერ სიმკაცრეც უნდა გამოავლინოთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. იყავით მიზანმიმართული, პირველი და საუკეთესო უნდა გახდეთ. ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. საყვარელი ადამიანის მიმართ კი, მოსიყვარულე და უკონფლიქტო იყავით.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 24 აპრილი.
სასწორი
სამსახურის საქმეების სიმრავლის გამო პირად ცხოვრებაში წარმოქმნილ უსიამოვნებებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. შეიძლება შემოსვალის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ, უქმეები აქტიურად გაატარეთ, აღიდგინეთ ძალები.
კვირის საუკეთესო დღე: 20 აპრილი.
მორიელი
გაფრთხილდით, განწყობის ცვალებადობამ თქვენს საქმეებზე, გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებაზე არ იმოქმედოს. საკუთარ უსიამოვნებებს სხვებს ნუ მოახვევთ. ყურს ნუ დაუგდებთ ჭორებს. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 20, 22 აპრილი.
მშვილდოსანი
მშობლების ან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა შეუძლებელს შეგაძლებინებთ. სამსახურში იყავით დაკვირვებული და ვალდებულებების შესრულებას ნუ თაკილობთ. სანამ საყვარელ ადამიანს რამეს ეტყვით, დაფიქრდით. ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული მის მიმართ. უქმეებზე დაკავდით სპორტით.
კვირის საუკეთესო დღე: 22 აპრილი.
თხის რქა
მოერიდეთ ზედაპირულ კონტაქტებს, დაუმეგობრდით ადამიანებს, ვისთან ერთადაც მუშაობას აპირებთ. ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს. განსხვავებული მოსაზრებების გამო ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. დაეხმარეთ მას უსიამოვნებების, კარიერული საკითხების მოგვარებაში
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21, 24 აპრილი.
მერწყული
ახალი იდეების განხორციელების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. ნუ აჰყვებით წუთიერ გატაცებას და ნუ გაფლანგავთ ფულს ძვირად ღირებულ, ფუფუნების საგნებზე. არ გირჩევთ სასიყვარულო ავანტიურაში გახვევას. მეტი დრო დაუთმეთ ცხოვრების გამხიარულებას.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 22, 23 აპრილი.
თევზები
მოქმედების, აქტიურობის კვირაა. შეგეძლებათ ორიგინალური, შემოქმედებითი პროექტების რეალიზება. სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობაში - მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა; დაქორწინებულებს - რომანტიკა და აღმოჩენები. თუმცა, ღრუბლებში ფრენაც კი გააზრებული უნდა გქონდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 25 აპრილი.