3-9 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

3-9 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ განაახლებთ დიეტას. ოჯახში მეუღლის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. უქმეებზე მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას, აგრესიულობას.
კვირის საუკეთესო დღე: 3 მაისი.

კურო
ფორტუნა გიღიმით ცხოვრების ყველა სფეროში. იყავით მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. მიზეზი შეიძლება თქვენი სიჯიუტე გახდეს.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 6 მაისი.

ტყუპი
საოჯახო საქმეები მთელ თავისუფალ დროს წაგართმევთ. კვირის დასაწყისში იყავით კეთილგანწყობილი საყვარელი ადამიანის მიმართ. უქმეებზე მეგობრული შეხვედრა დაპირისპირებაში რომ არ გადაიზარდოს დელიკატური იყავით.
კვირის
საუკეთესო დღე: 5, 6 მაისი.

კირჩხიბი
თვითგანვითარების, სწავლის, თვალსაწიერის გაფართოების კვირაა. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან. კარგად აწონ-დაწონეთ თითოეული სიტყვა. უქმეებზე შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ.
კვირის საუკეთესო დღე: 4, 8 მაისი.

ლომი
დაუვიწყარი შეხვედრა გელით; გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ გაიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა. დამუხტეთ გარშემო მყოფები პოზიტივით. უქმეებზე აქტიურობის საშუალება მოგეცემათ, მაგრამ გარისკვას არ გირჩევთ.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 7 მაისი.

ქალწული
ზოგიერთმა შეიძლება ძველი კავშირების (სასიყვარულო, საქმიანი) აღდგენა გადაწყვიტოთ. იყავით დელიკატური. ჩამოწერეთ საზაფხულო დიეტა, დაიწყეთ ვარჯიში. პარასკევს კარგია საყიდლები, მაგრამ მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 8 მაისი.

სასწორი
აქტიური და ენერგიული ხართ. ვალდებულებების მიუხედავად რელაქსაციას ნუ დაივიწყებთ. გამოჩინეთ ინიციატივა, აიყოლიეთ გარშემო მყოფები, რათა დაასრულეთ დაწყებული საქმეები, პროექტები. პარასკევს რომანტიკული საღამოზე უარი არ თქვათ.
კვირის საუკეთესო დღე: 9 მაისი.

მორიელი
ცოტა ხნით განმარტოება და საკუთარ თავში გარკვევა კარგი იქნება. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო; სასურველის მიღწევის შესაძლებლობა. უქმეებზე მოერიდეთ რისკსა და ექსტრიმს. საყვარელი ადამიანის მოთხოვნებისადმი ყურადღება გმართებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 6 მაისი.

მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ეს კვირა შეგიძლიათ, ადამიანის ფსიქოლოგიაში გარკვევას დაუთმოთ. უქმეებზე ყურადღების ცენტრში მოექცევით. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 6 მაისი.

თხის რქა
უამრავი საქმე გექნებათ დასასრულებელი, საკითხები - მოსაგვარებელი. იყავით დაკვირვებული. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. უქმეები სუფთა ჰაერზე გაატარეთ. კარგი იქნება სააგარაკო სამუშაობის შესრულება. ან საყვარელ ადამიანთან ერთად ექსკურსიის მოწყობა.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 8 მაისი.

მერწყული
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით ბევრ საქმეს დაუსვამთ წერტილს, კითხვას გასცეთ პასუხს. უქმეებზე, მიზნების განსახორციელებლად, მცირედით უნდა გარისკოთ. ეს კვირა გაძლევთ შანსს, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 6, 7 მაისი.

თევზები
შეადგინეთ განრიგი და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. სიფრთხილე გმართებთ მოგზაურობისას. კვირის ბოლოს აქტიურობა მოიმატებს. თქვენ არ გჭირდებათ ფორმალობა ურთიერთობაში. გსურთ გულწრფელობა, სიხარულის შეგრძნება.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 8 მაისი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93