გაზაფხულის ბოლო თვე - მაისი დატვირთულია ასტროლოგიური მოვლენებით. ჩაიხედეთ მთვარის კალენდარში, რათა თქვენი ყოველი დღე დამუხტული იყოს წარმატებით, პოზიტიური განწყობითა და ბედნიერებით.
რას მოგვიტანს მთვარის თითოეული ფაზა
11 მაისამდე მთვარე კლებადია. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გაისტუმრეთ ვალები. გაწყვიტეთ არაფრისმომცემი კავშირები და მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. რათა მაისის ახალმთვარეობისას ახალი ენერგიები მოიზიდოთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახალმთვარეობამდე ენერგიის ნაკლებობას, დაღლილობას განიცდით.
11 მაისი, ახალმთვარეობას კუროს ნიშანში ველოდებით. მეორე დღიდანვე გამონახეთ დრო მატერიალური, საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, სააგარაკო სამუშაოებისთვის: დარგეთ, გადარგეთ, დაბარეთ. ხშირად შეხვდით თქვენს ახლობლებს, გააანებივრეთ ისინი გემრიელობებით. საკუთარ თავსაც მიხედეთ კარგია მასაჟი, ლამაზი სამოსისა და აქსესუარების ყიდვა.
12-25 მაისი, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და რთული ვალდებულებების შესრულებაც არ გაგიჭირდებათ. განახორციელეთ ყველაზე თამამი ფანტაზიები და სურვილები. მოგინდებათ კარიერული წინსვლა, ფიზიკური აქტიურობა სიყვარულის შეგრძნება.
26 მაისი, სავსემთვარეობა - ემოციურად დატვირთული დღეა. ჩვენ გველის ყველაზე დიდი მთვარის ხილვა, ის მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწას. სავსემთვარეობა პიკს 15:18-ზე მიაღწევს, მაგრამ ზოგადად ამ დღეს ზედმეტი ემოციურობისგან თავი უნდა შეიკავოთ. აგრეთვე, გირჩევთ, შეამციროთ მიმოსვლა, კომუნიკაციები, ურთიერთობების გარკვევა და შეძლებისდაგვარად ოპერაციები.
სავსემთვარეობაზე შეგიძლიათ სასარგებლო რიტუალი ჩაატაროთ: აიღეთ ის ნივთი (სამკაული, აქსესუარი), რაც ყველაზე მეტად გიყვართ, დადებით ემოციებს აღძრავს თქვენში. საღამოს, როცა მთვარე გამოჩნდება, ჩადეთ ნივთი წყლიან ჭიქაში, ის მთვარის ენერგიით დაიმუხტება და შეგეძლებათ მომდევნო სავსემთვარეობამდე ატაროთ.
27-31 მაისი, კლებადი მთვარე. 26 მაისს მნიშვნელოვანი დღეა, დაბნელებების დერეფანი იხსნება, რომელიც 10 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მიიღებთ ნაყოფს, შედეგ ადრე შესრულებული საქმეებისგან. ის, ვინც სიკეთეს ქმნის, დიდი ბედნიერება ელოდება; ბოროტების მკეთებელს ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფებში მოიმატებს აგრესიულობა. მეუღლეებს შორის ბანალური ჩხუბი შეიძლება განქორწინებით დასრულდეს. გირჩევთ, ამ დღეს ჩაატაროთ წმენდა: ფიქრების, გარშემო სივრცის, ნივთების. გათავისუფლდეთ ტოქსიკური ადამიანების, შიშებისა და ვალებისგან. კარგი იქნება მედიტაცია, მთელი სამყაროსთვის და ადამიანებისთვის პოზიტივის გაგზავნა.
მაისის ყველაზე კარგი დღეებია: 12, 20, 25 და 27. პოზიტიური ენერგიით დამუხტულ დღეებში დაგეგმეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეები.
კარგი დღეები თმის შესაჭრელად: 12-13, 22 და 29 მაისი.
კარგი დღეები კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად: 15, 17, 24 და 28 მაისი.
კარგი დღეები საყიდლებისთვის: 12, 15-16, 18 და 20-23 მაისი.
კარგი დღეები მგზავრობისთვის: 12, 20, 25 და 27 მაისი.
კარგი დღეები დღესასწაულების მოსაწყობად: 16-17, 21, 23 და 27 მაისი.