ივნისის მთვარის კალენდარი - იყავით მზად ცვლილებებისა და წარმატებისთვის

ზაფხულის პირველი თვე მაქსიმალურად ფრთხილად და დაკვირვებით უნდა გავატაროთ. ზოგადად ივნისი დატვირთულია ასტროლოგიური მოვლენებით. იმისათვის, რომ მზად იყოთ ცვლილებებისთვის და მომართული წარმატებაზე, ჩაიხედეთ მთვარის კალენდარში.

როგორი იქნება ივნისი მთვარის კალენდრის მიხედვით

10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით. გონების მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადულია. სიტუაციას ცოტათი განმუხტავს და კონფლიქტებს შეამცირებს ბედნიერების პლანეტა იუპიტერი, რომელიც ახლა თევზებში, თავის ნიშანში იმყოფება. თუმცა, მოერიდეთ გარისკვას, ექსპერიმენტებს, მეტად დაისვენეთ, რუტინული საქმეები შეასრულეთ.

რას მოგვიტანთ მთვარის თითოეული ფაზა

პირველი-9 ივნისი - მთვარე კლებადია.

მოემზადეთ ექსტრაორდინარულისთვის. გაერკვიეთ საკუთარ თავში - რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ და რაზე გააკეთოთ არჩევანი ცხოვრებაში. მოსალოდნელია კარმული შეხვედრები, შეიძლება დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო ადრე წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან. ეს შეხვედრა მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. დიდი დაკვირვებით აწარმოეთ საქმეები, მაგრამ რეტროგრადული მერკურის პერიოდში, 25 ივნისამდე, ახალი პროექტების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას არ გირჩევთ.

10 ივნისი - ახალმთვარეობა. ამ დღეს გველოდება მზის დაბნელებაც, რომელიც თბილისის დროით დაიწყება 13:49-ზე და დასრულდება 14:41-ზე. ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების ენერგიას 2-3 დღით ადრე შეიგრძნობთ. იმისათვის, რომ დადებითი ენერგია მიიზიდოთ ატარეთ ტოპაზის, სერდოლიკის, ვეფხვის თვალის, ციტრინისა და ზურმუხტის სამკაულები.

დააკვირდით, თუ დაბნელების დღეს გაიცნობთ ან შეხვდებით ადამიანებს ეს იქნება საბედისწერო შეხვედრა. რეტროგრადული მერკური კი გიბიძგებთ, რომ განაახლოთ ურთიერთობა ყოფილ შეყვარებულთან, საქმიან პარტნიორთან.

11-23 ივნისი - მზარდი მთვარე. ნუ იჯდებით შინ, გაისეირნეთ, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, ეკონტაქტეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს.

21 ივნისს ველოდებით ზაფხულის მზებუდობას. ეს არის წელიწადის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. იმისათვის, რომ მიიზიდოთ მზის ენერგია, ჩაიცვით ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ვარდისფერი ფერის სამოსი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამკაულებს. გამოიყენეთ ძოწი, ლალი, ვარდისფერი კვარცი, და ქარვა. ამ დღესვე მზე გადადის ტყუპის ზოდიაქოდან კირჩხიბში.

24 ივნისი - სავსემთვარეობა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დღეს ემოციები პიკს აღწევს. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ გააფორმებთ ფინანსურ ვალდებულებებს. ამ დღეს ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან. მოსალოდნელია შფოთიანი სიზმრები და ძილიც.

25-30 ივნისი - კლებადი მთვარე. ენერგეტიკის ნაკლებობას იგრძნობთ. მეტად დაისვენეთ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. თუ გაქვთ შესაძლებლობა დაესწარით სპექტაკლებს, გამოფენებს. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, ძველი ნივთები, საფუძლიანად დაალაგეთ სახლი, გაარემონტეთ ის, რაც გადასაგდებათ არ გემეტებათ. კარგ შედეგს მოგიტანთ ორგანიზმის გამწმენდი პროცედურების ჩატარება. განსაკუთრებით წყალთან დაკავშირებული.

მიუხედავად დაძაბული ასპექტებისა, კარგი, პოზიტიური ენერგიით დატვირთული დღეები მაინც გვექნება და ასეთებია: 2, 4, 5, 7, 8, 23-25, 29 და 30 ივნისი.

თმის შესაჭრელად კარგი დღეებია: 7, 14-16, 19 და 21 ივნისი.

კოსმეტიკური პროცედურებისთვის კარგი დღეებია: 12, 14, 16, 22 და 25 ივნისი.

საყიდლებისთვის კარგი დღეებია: 4, 11, 14, 17, 18, 20 და 26 ივნისი.

მგზავრობისთვის კარგი დღეებია: 2, 7, 8, 10, 15-17, 23 და 27 ივნისი.

დღესასწაულების მოსაწყობად კარგი დღეებია: 10-11, 15, 20-24 და 29 ივნისი.

პირველი-9 ივნისი - მთვარე კლებადია

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93