ვერძი
ახალობლებმა შეიძლება რჩევებით ტვინი შეიჭამონ, მაგრამ ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, გაანალიზეთ რას გეუბნებიან. ზოგადად, ემოციური კვირაა და გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ხუთშაბათს არ დაგავიწყდეთ მომავალი მიზნების ჩამოწერა. უქმეებზე კარგია ფეხით სეირნობა.
კვირის საუკეთესო დღე: 10, 11 ივნისი.
კურო
ახლობლების ცხოვრებაში იქნებით აქტიურად ჩართული. ეცადეთ, მაქსიმალურად გადაანაწილოთ თქვენი დრო, რომ პირადი საქმეები არ დაგიზარალდეთ. ხუთშაბათამდე დაასრულეთ ყველა წვრილ-წვრილი საქმე. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან. უქმეები მშვიდ, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 10 ივნისი.
ტყუპი
მზის დაბნელება თქვენს ნიშანში ხდება. იყავით მზად სიახლეებისთვის, საკუთარი თავის მეტად წარმოჩენისთვის. ჩამოწერეთ მიზნები, რომელთა განხორციელებაც გსურთ. ზოგიერთმა შეიძლება იმიჯის, საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 12 ივნისი.
კირჩხიბი
მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ დაპირებების გაცემას. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, გადაიხადეთ ვალები.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 12 ივნისი.
ლომი
მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, ოჯახში. კარგი იქნება საბინაო საკითხების მოგვარება. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგია ჯანსაღი კვება, ფეხით სეირნობა და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 11 ივნისი.
ქალწული
დაარეგულირეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან: სასიყვარულოსთანაც და საქმიანთანაც. გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, გულდასმით წაიკითხეთ დოკუმენტები, სანამ ხელს მოაწერთ. სიფრთხილით მოეკიდეთ მათ, ვისაც უყვარხართ.
კვირის საუკეთესო დღე: 7, 12 ივნისი.
სასწორი
ნუ ღიზიანდებით წვრილმანების გამო. ახლობლები ვალების გადახდას, ვალდებულებების შესრულებას მოგთხოვენ. დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებს. უქმეებზე სიამოვნებას მიიღებთ აქტიური დასვენებისგან.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 13 ივნისი.
მორიელი
საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. შეიძლება ზედმეტი ვალდებულებების შესრულებამაც კი მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ რას გეუბნებათ და აკეთებს პარტნიორი. უქმეებზე რომანტიკული პაემანი გელოდებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 10 ივნისი.
მშვილდოსანი
ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას ახლობლებთან, მაგრამ დააკვირდით მათ ქმედებას, რათა არასწორმა საქციელმა თქვენ არ დაგაზარალოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ მოგზაურობა დაგეგმოთ, ზოგსაც საინტერესო ნაცნობობა ელის. უქმეები მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 7, 12 ივნისი.
თხის რქა
ხუთშაბათამდე მოიცილეთ ის, რაც მოძველებულია. გაერკვიეთ რა გსურთ სინამდვილეში და ჩამოწერეთ სამომავლო მიზნების სია. ახალი შესაძლებლობები კვირის ბოლოდან მოგეცემათ. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ პარტნიორი, რომელიც ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ გიბიძგებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 11 ივნისი.
მერწყული
ხუთშაბათამდე სიმშვიდე შინარჩუნეთ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იყავით მშვიდი, ნუ აჰყვებით ემოციებს. მზის დაბნელების დღეს ჩამოწერეთ ახალი საქმეების, სურვილების სია. კვირის ბოლოს შეიძლება გარშემო მყოფებს ახალებურად, ახალ ამპლუაში წარუდგეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 13 ივნისი.
თევზები
აქტიურობის, საქმეების დასრულების, რთული საკითხების მოგვარების კვირაა. მოერიდეთ ავანტიურას, ბუნდოვანებას, ილუზიებს. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, საეჭვო ადამიანებს. უქმეები, მშვიდ, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 10 ივნისი.