ივლისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - მზიანი ივლისი რომანტიკულ სიურპრიზებს გვიმზადებს: ნახეთ, ვის ელის მგზნებარე რომანი და ვის ცრემლები - Marao

ივლისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - მზიანი ივლისი რომანტიკულ სიურპრიზებს გვიმზადებს: ნახეთ, ვის ელის მგზნებარე რომანი და ვის ცრემლები

2021-06-27 21:07:11+04:00


მომავალში ფრაზებს: "ერთმანეთი არდადეგებზე (შვებულების დროს) გავიცანით" ხშირად გაიგონებთ. მზიანი ივლისი რომანტიკულ სიურპრიზებს გვიმზადებს. ნახეთ თქვენი ნიშნის პროგნოზი.

ვერძი

მარტოხელებისთვის: ახალი რომანის დაწყებისთვის მოემზადეთ. იყავით მოსიყვარულე ახალგაცნობილის მიმართ. თავიდანვე პრეტენზიებით ნუ გააგიჟებთ.

რჩევა: თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენგ სურდათ, ამოისუნთქეთ, გვერდიდან შეხედეთ მოვლენებს და დასკვნებიც ობიექტურად გამოიტანეთ.

დაწყვილებულებისთვის: ნუ იქნებთ მასზე მიწებებული. მას თავისი ფიქრები და საქმეები აქვს და თქვენ თქვენი უნდა გქონდეთ.

რჩევა: გაიხსენეთ თქვენი ჰობი, შეხვდით მეგობრებს. შეგიძლიათ მეუღლეს უჩვეულო პაემანიც კი დაუნიშნოთ.

კურო

მარტოხელებისთვის: გლობალურად უნდა იფიქროთ. მცირედს ნუ დათანხმდებით.

რჩევა: თუ პრინცი გამოჩნდება ჰკითხეთ რამხელა სასახლე აქვს, რა შემოსავლის მფლობელია.

დაწყვილებულებისთვის: უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის დრო საერთოდ არ დაგრჩეთ.

რჩევა: დრო ისე გადაანაწილეთ, რომ შინ მხოლოდ დასაძინებლად არ ბრუნდებოდეთ. გაიხსენეთ, როგორი იყავით შეყვარებულობის პერიოდში და განაახლეთ სიტუაცია.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: მიმზიდველი და სასურველი ხართ. თუმცა, ნუ ეცებით ვინმესთან გაჯიბრებას. იყავით, ვინც ხართ და დატკბით ცხოვრებით.

რჩევა: მთავარია, არ გაეჯიბროთ მოწონებულ მამაკაცს სიგიჟეების ჩადენაში. ერთად რომანტიკულად უნდა იყოთ და არა გიჟურად.

დაწყვილებულებისთვის: დროა გაიხსენოთ, რომ რომანტიკული წყვილი ხართ. გაიხსენეთ კომპლიმენტები, რომანტიკული უქმეები, სასიამოვნო სიურპრიზები.

რჩევა: დაწყვილებულებს არ გირჩევთ ფლირტს ახალ თაყვანისმცემელთან.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: მზე თქვენს ნიშანშია, უამრავი შანსი გეძლევათ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. მთავარია, ენერგია ტყუილად არ გაფლანგოთ.

რჩევა: მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე, ჯანმრთელობაზე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაინებივრეთ თავი გემრიელობით.

დაწყვილებულებისთვის: ჰარმონიული და მშვიდი პერიოდი დაგიდგათ. ოჯახური იდილია, კინოების ერთად ყურება, ხელჩაკიდებული სეირნობა.

რჩევა: აიყოლიეთ საყვარელი ადამიანი რომ ფიზიკურად გაჯანსაღდეთ. აიღეთ ფიტნეს აბონემენტი.

ლომი

მარტოხელებისთვის: მზე ენერგიით აგავსებთ (განსაკუთრებით, თვის ბოლოს). მზად იქნებით წარმატების მისაღწევად კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.

რჩევა: ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა გეძლევათ და არ იზარმაცოთ.

დაწყვილებულებისთვის: ერთად დაგეგმეთ გიჟური უქმეები, თავგადასავლები. იყავით მოსიყვარულე და ბავშვური საყვარელი ადამიანის მიმართ.

რჩევა: გაიხსენეთ ის დრო, როცა ახალგაცნობილები იყავით და ეცადეთ, თავიდან და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროთ ერთმანეთს თავი.

ქალწული

მარტოხელებისთვის: რომანტიკულ ელფერში გაეხვევით, შეიძლება გათხოვებაზეც კი დაფიქრდეთ. გააანალიზეთ, რა შეიძლება მოგიტანოთ ახალმა რომანმა, მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ნუ იფიქრებთ.

რჩევა: საყვარელი ადამიანის გვერდით თავს ბედნიერდა მაშინ იგრძნობთ, თუ მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე არ იქნებით ჩაციკლული.

დაწყვილებულებისთვის: საყავრელ ადამიანს, სურს, რომ გარკვეული დრო მასაც დაუთმოთ. მხოლოდ სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებზე ნუ ხართ მომართული.

რჩევა: ეცადეთ, საყვარელი ადამიანიც ჩართოთ საოჯახო საქმეში. თუ უსაქმურადაა, დაეხმარეთ სამსახურის მოძიებაში.

სასწორი

მარტოხელებისთვის: თუ თავად ცივი იქნებით თაყვანისმცემლებთან, ნუ გაგიკვირდებათ სიმარტოვე.

რჩევა: განავითარეთ ურთიერთობები ნუ მოგერიდებათ გრძნობებზე საუბარი.

დაწყვილებულებისთვის: ზედმეტად მომთხოვნი ხომ არ ხართ საყვარელი ადამიანის მიმართ?.. ხშირად შეაქეთ, გაუხალისეთ განწყობა მეუღლეს. ერთად უფრო მეტად იმხიარულებთ.

რჩევა: დროა, შეიცვალოთ იმიჯი გარეგნობა, სტილი. თანაც, ფინანსებიც ხელს გიწყობთ.

მორიელი

მარტოხელებისთვის: რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება საინტერესო თაავგადასავლში გადაიზაროდს, თუ კლასიკურ შეცდომებს არ დაუშვებთ.

რჩევა: მოერიდეთ მანიპულირებას, იყავით გულწრფელი. ისტორიების შელამაზება თუ გსურთ, დაქალებს შეხვდით.

დაწყვილებულებისთვის: დაგროვილ ნეგატივს შეგიძლიათ სპორტდარბაზში ებრძოლოთ. გამონახეთ დრო უქმეების ქალაქგარეთ გასატარებლად. სასიამოვნო მომენტებისთვის საყვარელ ადამიანს მადლობა გადაუხადეთ.

რჩევა: იყავით მეტად რომანტიკული, გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: მხიარულება და წვეულებები კარგია, მაგრამ ხანდახან სიმშვიდე და განმარტოებაც კარგია. ივლისი საუკეთესო თვეა განმარტოებისა და ფიქრების დალაგებისთვის.

რჩევა: იყავით მეტად მობილიზებული საკუთარ თავზე. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ და როგორ უნდა იმოქმედოთ.

დაწყვილებულებისთვის: სამსახურში გვიანობამდე გაჩერება კარგი იდეა არაა, თუ საყვარელი ადამიანი გელოდებათ. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ რომანტიკა დაიბრუნოთ ურთიერთობაში.

რჩევა: კარგი იქნება უქმეების ქალაქგარეთ გატარება, თვალსაწიერის გაფართოება. გამორთეთ მობილური.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: პაემანზე სიარული, უინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და დაქალებთან პირად ცხოვრებაზე წუწუნი წარსულში უნდა დარჩეს.

რჩევა: იყავით მომართული საკუთარი თავის განვითარებაზე, კარიერულ წინსვლაზე.

დაწყვილებულებისთვის: ბოლო დროს ყველაფერი იდეალურად გამოგდით, ვალდებულებებს მარტივად უმკლავდებით. დროა, ერთი ნაბიჯით მაღლა ახვიდეთ. ურთიერთობაშიც და კარიერაშიც.

რჩევა: ნუ შეუშინდებით სირთულეებს. თქვენ ყველაზე კარგად რთული საკითხების მოგვარება გამოგდით სამსახურშიც და სამზარეულოშიც.

მერწყული

მარტოხელებისთვის: ხელი დაუქნიეთ წარსულ უსიამოვნებებს და თავაწეულმა წინ იარეთ მიზნების განხორციელებისკენ. დაფიქრდით, ვისთან ერთად გსურთ ყველაზე მეტი დროის გატარება, ვის უნდა გაუღოთ გულის კარი.

რჩევა: სანამ თავით სასიყვარულო ავანტიურაში გადაეშვებით, დაწყებული საქმეები დაასრულეთ.

დაწყვილებულებისთვის: იზრუნეთ საკუთარ თავზე. გარშემო ყველა თქვენს გაბედნიერებაზე უნდა ფიქრობდეს და არა პირიქით. რაც უფრო მეტად შეიყვარებთ საკუთარ თავს, მით მეტად ეყვარებით მეუღლეს.

რჩევა: დასვენება, გამოძინება, ჯანსაღი საკვები, შოპინგი და ბიუთი პროცედურები გჭირდებათ. და რაც მთავარია, მოგზაურობა.

თევზები

მარტოხელებისთვის: თუ ერთი და იმავე მამაკაცს სხვადასხვა ადგილას "შემთხვევით" ხვდებით, იქნებ დაფიქრდეთ, რომ იღბალი შანსს გიგზავნით.

რჩევა: შემთხვევით არაფერი ხდება, რაც უფრო ადრე გაიგებთ ამას, მით უკეთესია.

დაწყვილებულებისთვის: მშვიდად ლივლივებთ თქვენს აკვარიუმში. შეიძლება მოწყენილობისგან წარმოქმნათ კიდეც მცირე ტალღები (კამათს ვგულისხმობთ), მაგრამ ცუნამი არ გელით.

რჩევა: მთავარია, სადამდე მიგიყვანთ ჩხუბი და შერიგება თუ იქნება ტკბილი და ვნებიანი.