26 ივლისის-პირველი აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ კვირის საუკეთესო დღე

26 ივლისის-პირველი აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ კვირის საუკეთესო დღე
ვერძი
ადვილად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, გაითვალისწინოთ სასარგებლო რჩევები. შუა კვირა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. შეყვარებულებმა უქმეები ერთად გაატარეთ, მარტოხელებმა გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 27 ივლისი და პირველი აგვისტო

კურო
საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. იზრუნეთ სახლის კეთილმოწყობაზე. შინ უმასპინძლეთ მეგობრებს. უქმეებზე საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 28, 29 ივლისი

ტყუპი
კვირა შეხვედრებით და მიმოსვლებით დაგამახსოვრებთ თავს. ყოფილთან შეხვედრის მიზეზი
გამონახეთ და შეურიგდით. უქმეებზე მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები.
კვირის საუკეთესო დღე: 30 ივლისი

კირჩხიბი
რომანტიკული ნაცნობობა ყოველდღიურ ვალდებულებებს დაგავიწყებთ. დაწყველებულებმა უქმეები სასიამოვნოდ გაატარეთ. საყვარელი ადამიანი ძვირფასი საჩუქრით გაანებივრეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 28 ივლისი

ლომი
თუ დრო და შესაძლებლობა გაქვთ, ნივთები ჩაალაგეთ და დასასვენებლად გაემგზავრეთ. შეყვარებულებს ახალი გარემოში ერთმანეთის უკეთ გაცნობის მეტი შანსი გაქვთ. ნუ ელოდებით მომენტალურ გამარჯვებას. იყავით მზად შეცდომების გამოსასწორებლად.
კვირის საუკეთესო დღე: 26 ივლისი

ქალწული
არ დაკარგოთ დრო ტყუილ საქმეებზე, საუბრებზე. სამსახურში დაასრულეთ დაწყებული საქმეები. სახლში გადაადგილეთ ავეჯი. საყვარელი ადამიანი მეგობრებს გააცანით და უქმეები ერთად და მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 28 ივლისი

სასწორი
დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით მოფენილი არ იქნება და ეს გაითვალისწინებთ. სამსახურში აიმაღლებთ ავტორიტეტს. სასიყვარულო ავანტიურა მარტოხელებისთვის სასიამოვნო მოსაგონარი იქნება, დაწყვილებულებისთვის - უსიამოვნება.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 27 ივლისი

მორიელი
გარშემო მყოფები თქვენგან კეთილშობილურ და თამამ ნაბიჯებს ელიან. აკონტროლეთ გამონათქვამები. თავგადასავლების, მოგზაურობის კვირაა, იყავით დაინტერესებული სიახლეებისადმი.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 28 ივლისი

მშვილდოსანი
ნეტად იზრუნეთ ბინაში კომფორტის შექმნაზე. ნუ გაირთულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. იყავით მზად რომანტიკული თავგადასავლებისთვის. დაწყვილებულებმა გაიმრავალფეროვნეთ უქმეები.
კვირის საუკეთესო დღე: 28 ივლისი, პირველი აგვისტო

თხის რქა
თქვენი საქმეები იდეალურად შეასრულეთ და სხვის კრიტიკას ყურს ნუ დაუგდებთ. საინტერსო ადამიანები შეიძლება შვებულების ან მივლინების დროს გაიცნოთ. დაქორწინებულებმა უქმეები მაინც გაატარეთ ქალაქგარეთ და რომანტიკულად.
კვირის საუკეთესო დღე: 26 ივლისი

მერწყული
სამსახურში დაკვირვებული და აქტიური უნდა იყოთ. გადაუდებელი საკითხების მოგვარებას შეუდექით. მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ხანგრძლივ რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. დაწყვილებულებს მოულოდნელი სიურპრიზები და საჩუქრები გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 26 ივლისი

თევზები
არ იკამათოთ ნათესავებთან. ეცადეთ, მშვიდად მოისმინოთ კრიტიკა. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. იყავით მზრუნველი მათ მიმართ. რომანტიკული თავგადასავალი თქვენს ცხოვრებას ჯადოსნურ ზღაპრად გადააქცევს.
კვირის საუკეთესო დღე: 30 ივლისი, პირველი აგვისტო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93