ვერძი
სამსახურში საკუთარი პოზიცია დიპლომატიურად დაიცავით. დაფიქრდით დიეტასა და ვარჯიშზე. მშვიდად მოაგვარეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, განმუხტეთ დაძაბულობა.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 8 აგვისტო
კურო
ეცადეთ, სამსახურის საქმეები მხიარულად მოაგვაროთ. კონკურენებთან უსიამოვნებების მოგვარებამდე ნუ დაითრგუნებით, გამონახეთ კომპრომისი. უქმეები რომანტიკისთვის გამოითავისუფლეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 2, 6 აგვისტო
ტყუპი
საქმეების მარტივად გაართმევთ თავს. სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება მეგობრულში გადაიზარდოს. თუმცა, მეგობართანაც შეიძლება გააბათ რომანი.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 8 აგვისტო
კირჩხიბი
კვირის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. გამონახეთ დრო ნათესავებისთვის, შინაური ცხოველებისთვის. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ და მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 7, 8 აგვისტო
ლომი
იყავით მეტად ეკონომიური და აკონტროლეთ ხარჯი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. უქმეები დაუთმეთ საყვარელ ჰობის ან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 6 აგვისტო
ქალწული
სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. გახსოვდეთ საკუთარი ვალდებულებები და იდეალურად შეასრულეთ საქმეები. ახალგაცნობილებთან ურთიერთობა შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაში გადაიზარდოს.
კვირის საუკეთესო დღე: 2, 8 აგვისტო
სასწორი
მშვიდად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იყავით თვითკრიტიკული. შუა კვირაში გამონახეთ დრო ურთიერთობისთვის. საყვარელი ადამიანი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. დაგეგმეთ რომანტიკული უქმეებზე.
კვირის საუკეთესო დღე: 3, 5 აგვისტო
მორიელი
ახალი სამსახურის მოძიება ან ახალი ვაკანსის დაკავება მოგიწევთ. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. მეტად დაისვენეთ სუფთა ჰაერზე, გაიუმჯობესეთ ემოციური მდგომარეობა. თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მოგეცემათ.
კვირის საუკეთესო დღე: 2, 6 აგვისტო
მშვილდოსანი
სასურველის მისაღწევად მოთმინებით აღიჭურვეთ და მიზანმიმართული იყავით. მოერიდეთ დაპირებების გაცემას. დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. დაფიქრდით, როგორ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 8 აგვისტო
თხის რქა
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, უამრავი დაბრკოლება გადასალახავი, მაგრამ ყველაფერს იდეალურად გაართმევთ თავს. ოჯახის წევრბზე ნუ დაანთხევთ თქვენს დაძაბულობას. საყვარელ ადამიანს კრიტიკული შენიშვნების გამო თავს ნუ შეაძულებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 7, 8 აგვისტო
მერწყული
აზარტულად შეუდგებით საქმეების მოგვარებას, მაგრამ სირთულეებსაც ვერსად გაექცევით. საყვარელ ადამიანს ქცევით, მზრუნველობით უნდა დაუმტკიცოთ თქვენი გრძნობები. მარტოხელები გაფრთხილდით ახალგაცნობილებთან.
კვირის საუკეთესო დღე: 6, 7 აგვისტო
თევზები
ნუ ააგებთ ბროლის კოშკებს, ნუ გააიდეალებთ ახალგაცნობილს. ნუ გგონიათ, რომ სხვა თქვენს ნაცვლად რამეს გააკეთებს. იყავით მომართული, რომ თავად, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფების მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: აგვისტო