2-8 აგვისტოს სილამაზის კალენდარი - შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ

2-8 აგვისტოს სილამაზის კალენდარი - შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ
მთვარე კლებადია და კარგი პერიოდია დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ზედმეტის მოსაშორებლად (წონა, ნივთები, კოსმეტიკური პროცედურები). სიყვარულის პლანეტა ვენერა გადარეულ ურანს უმეგობრდება. მოგინდებათ დამოუკიდებლობის, თავისუფლების შეგრძნება. არსებული კავშირის გადახალისება, მარტოხელებს - ახალი სიყვარულის მოძებნა. თავადაც იქნებით მონდომებული, რომ არსებული რომანი მეტად საინტერესო გახადოთ. გაფრთხილება გმართებთ გზაში, ფრენისას. მოერიდეთ არადეკვატურობას, უხეშობას.

კვირას, 17:51-ზე ველოდებით ახალმთვარეობას ლომში. მოემზადეთ სიყვარულისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სურვილების ჩამოსაწერად, თუმცა, ამაზე მოგვიანებით მოგიმზადებთ სტატიას...

2 აგვისტო, მთვარე 12:46-ზე ტყუპს ესტუმრება, მანამდე იქნება კუროში. კარგია
სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

5 აგვისტო, მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.

კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

7 აგვისტო, მთვარე 11:31-ზე გადაინაცვლებს ლომში, სადაც დარჩება კვირის ბოლომდე. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.

კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ). თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.

ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93