შემოდგომა დაიწყო: აგრილდება, უფრო მალე დაბნელდება. სექტემბერი ზამთრისთვის მოსამზადებელი თვეა. გირჩევთ, ჩაიხედოთ მთვარის კალენდარში, რათა გონივრულად დაგეგმოთ თითოეული დღე.
სექტემბერში გველოდება შემოდგომის დღეღამტოლობა და კოსმიური ენერგიაც მიმართულია თანასწორობის, ჰარმონიისთვის. აკონტროლეთ გრძნობები, ემოციები. მოიცილეთ პესიმიზმი და იყავით მეტად პოზიტიური.
1-6 სექტემბრის შუალედში მთვარე კლებადია. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, მთელი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, რა გაქვთ გამოსასწორებელი, რას უნდა მიუბრუნდეთ. ჩაიწერეთ ყველაფერი, რათა მომავალში გამოასწოროთ ან განახორციელოთ.
ამ დღეებში ენერგია ნაკლებია. მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო საუბრებს მეგობრებთან. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც განწყობას, სულიერ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ და ფიზიკურ ენერგიას შეგმატებთ.
7 სექტემბერს ახალმთვარეობას ველოდებით - 4:51-ზე ქალწულის ნიშანში. ქალწული არის წესრიგის მოყვარული - ყველა ნივთი, საბუთი და აზრიც კი მოწერიგებული აქვს. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, ვალდებულებებისგან, ადამიანებისგან, რათა ადგილი გამოუთავისუფლოთ ახალს. თქვენ კი გირჩევთ, თვის მბრძანებელს მიმართოთ და მასავით აკურატული გახდეთ.
ახალმთვარეობაზე ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. ეს დღე განმარტოებას, სიმშვიდეს დაუთმეთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს, სულში ჰარმონია უნდა გქონდეთ...
8-20 სექტემბერი - მთვარე მზარდია. გააქტიურდით ყველა სფეროში: საქმიან, სასიყვარულო, საოჯახო. იყავით მომართული ყველაფრის გაუმჯობესებაზე. ნუ გადადებთ მომავლისთვის დღეს გასაკეთებ საქმეებს. განსაკუთრებული დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი, ხარჯი შეგიძლიათ აღრიცხოთ კიდეც. ქალწულს უყვარს დეტალებზე მუშაობა და არ უყვარს ფულის უმიზნოდ ფლანგვა.
21 სექტემბერი - სავსემთვარეობა ველოდებით 3:55-ზე, ვერძის ნიშანში. მოიმატებს ემოციურობა და საკუთარი აზრის აგრესიულად დაფიქსირების სურვილი. ისწავლეთ საკუთარი თავის მოთოკვა, გაჯიუტებული ბავშვივით ნუ იმოქმედებთ.
სავსემთვარეობის დღეს (პლუს/მინუს 2 დღე) შეიძლება კონფლიქტებმა უკიდურეს წერტილს მიაღწიოს, გამჟღავნდეს ყველა საიდუმლო. ამ დღეს დამუხტეთ თქვენი საყვარელი მინერალი მთვარის ენერგიით. აუცილებლად მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი. სავსემთვარეობაზე სასიყვარულო ენერგია ძლიერია.
22-30 სექტემბერი - კლებადი მთვარის პერიოდი. 22-ში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება - მზე სასწორის ნიშანში გადადის 1 თვით და შემოდგომის ბუნიობა. ამ დღეს ემოციები მომატებულია. შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთან. უმნიშვნელო ნაპერწკალიც კი შეიძლება ცეცხლოვან კამათში გადაიზარდოს. ეს ეხება სასიყვარულო კავშირსაც.
სექტემბერი იმითაცაა გამორჩეული, რომ გონების მმართველი პლანეტა მერკური 27-დან რეტროგრადულ ფაზაში გადადის (18 ოქტომბრამდე), 20-დან კი შეანელებს სვლას. ეს პერიოდი დაუთმეთ წარსულში დაწყებული საქმეების მოგვარება-დასრულებას, გადახედვას, გამოსწორებას, გახსენებას. დაუბრუნდით ძელ პროექტებს, ურთიერთობებს. მთავარია, მომავალში წაიყოლოთ მხოლოდ მთავარი და ყველაფერი უსარგებლო დაასრულოთ.
სექტემბრის საუკეთესო დღეებია: 9, 12-14, 15, 17, 20 და 27. ყველა მნიშვნელოვანი საქმე და გადაწყვეტილების მიღება ამ დღეებში დაგეგმეთ.
კარგი დღეები თმის შესაჭრელად: 4, 6-8, 15, 16, 18 და 27 სექტემბერი.
კარგი დღეები კოსმეტიკური პროცედურებისთვის: 2, 4, 8, 10, 15, 16, 18, 19, 29 და 27 სექტემბერი.
კარგი დღეები საყიდლებისთვის: 8-12, 14-16, 20, 22, 23 და 25 სექტემბერი.
კარგი დღეები მგზავრობისთვის: 2, 4, 5, 7, 9, 11-14, 16, 17, 23, 26-28 და 30 სექტემბერი.
კარგი დღეები დღესასწაულის მოსაწყობად: 4, 8, 11-14, 17-20, 26-28 და 30 სექტემბერი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>