ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ეგზოტიკური ნივთების და კერძებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი. შეიძლება მოგინდეთ უცხო ენის შესწავლა, საზღვარგარეთ გამგზავრება. ან მოგინდეთ თავგადასავლები, მათ შორის, სასიყვარულოც. ზოგიერთი გააბამთ რომანს უცხოელთან. ახალ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ მგზავრობის, მოგზაურობის დროს. საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების გაფორმების თვეა. ყური დაუგდეთ თქვენთვის ავტორიტეტი ადამიანების რჩევებს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ. დებატებში მხოლოდ ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანებთან ჩაერთეთ. საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან ერთად ვარჯიში უკეთეს შედეგს მოგიტანთ. თუმცა, მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას, ზომიერება და ბალანსი დაიცავით ყველაფერში. მოერიდეთ სტრესულ
სიტუაციებს, კონფლიქტებს.

კურო
შეიძლება ფარული რომანი გააბათ და გაფრთხილდით სასიყვარულო სამკუთხედში არ აღმოჩნდეთ. მოერიდეთ რომანტიკულ თავგადასავალს ან ხანმოკლე ურთიერთობას. მომართული უნდა იყოთ სერიოზულ კავშირზე. თქვენ ერთგული და საიმედო პარტნიორი გჭირდებათ. დაწყვილებულებში მოიმატებს ეჭვიანობა და საყვარელ ადამიანს უმნიშვნელო დეტალებსაც კი გადაუმოწმებთ, რაც შეიძლება კამათში გადაიზარდოს და ხელი შეუშალოს თქვენს ბედნიერებას. საქმიანი მილაპარაკებები დაკვირვებით წარმართეთ. მუშაობისას იყავით დაკვირვებული დეტალებზე. არ გამოგრჩეთ უზუსტობა. არ გირჩევთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი პროექტების დაწყებას. ფული გაანგარიშებულად ხარჯეთ. ზოგიერთი ჩაერთვებით რუტინულ საქმიანობაში, რაც მთელ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ჩაიტარეთ მკურნალობის, მასაჟის კურსი. შეიძლება დაგჭირდეთ დიეტის დაცვა, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა.

ტყუპი
პარტნიორულ ურთიერთობებს ყველაზე წინ დააყენებთ. მარტოხელები მომართული იქნებით დაწყვილებაზე. დაწყვილებულები - ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. შეიძლება ოფიციალურად დაქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. ოჯახში დაისადგურებს სიმშვიდე და ჰარმონია. შეიძლება ორიგინალური იდეები საყვარელ ადამიანთან ერთად განახორციელოთ ან მისი ხელშეწყობით. ფული ძირითადად საჩუქრებსა და სიურპრიზებში დაგეხარჯებათ. მოგინდებათ საყვარელი ადამიანის ან შვილების გახარება. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ოქტომბერი ელით (მატერიალური მხრიდანაც) ხელოვნების, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს. მოიმატებს სექსუალურობა, ვნება. მომართული იქნებით შექმნათ რაღაც ახალი, ორიგინალური. გააქტიურდებით სპორტში. ნუ უგულებელყოფთ ორგანიზმის სიგნალს, თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ ან რამე გაწუხებთ, მიმართეთ სპეციალისტს.

კირჩხიბი
სიყვარულისა და გართობის თვე დაგიდგათ. თვის დასაწყისში მოგინდებათ მხიარულება. რომანტიკული კავშირების გაბმა და თავგადასავლები. თუ აქამდე საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, ახლა სიტუაცია დატკბება. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით. დაინტერესდით მათი ცხოვრებით, დაუმეგობრდით მათ. გამოიკვლიეთ საგვარეულო დაავადება ხომ არ გაწუხებთ ან ხომ არ გემუქრებათ ქრონიკული დაავადების გამწვავება. კარგი იქნება, თუ სახლისთვის შეიძენთ ტენაჟორს. ან სახლში ივარჯიშებთ. თვის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ კვებას. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ კარიერაში. ზოგიერთი შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩაერთოს ან ოჯახის წევრებთან ერთად დაიწყოს ახალი საქმე; განაახლოს ძველი ოჯახური ტრადიცია. გამონახეთ დრო საინტერესო ფილმებისა და წიგენებისთვის.

ლომი
ოქტომბრის პირველ კვირას ისევ საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, დანარჩენ დროს კი საკუთარ თავს, გართობას, დასვენებასა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმობთ. იყავით რომანტიკულ განწყობაზე, ამ თვეში დაწყებული ურთიერთობა დიდხანს გასტანს. დაწყველებულების ცხოვრებაში კი მოიმატებს ვნება, ერთად ყოფნის სურვილი. საქმიანი შეხვედრების პერიოდია, ახალი კონტაქტების დამყარების. მეტად მოგიწევთ ლაპარაკი და ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. თუ ხვდებით, რომ კარიერული წინსვლისთვის რამის შესწავლა გჭირდებათ, ამ თვეში უნდა გააქტიურდეთ. ოქტომბერში გაქვთ შანსი, სხვებისგან გამორჩეულად წარმატებული გახდეთ. მარტივად მოაგვარებთ ყველა დასახულ საქმეს, მაგრამ გაფრთხილება გმართებთ, ხშირად დაისვენეთ, ნუ გადახტებით ერთი საქმიდან მეორეზე. მომატებულია ტრავმულობა და მცირე იარების ალბათობა. იყავით ფრთხილად საჭესთან.

ქალწული
ოქტომბერში სულ უფრო მეტად დააფასებთ ოჯახურ გარემოს, სიმყუდროვეს. შეიძლება მოალამაზოთ სახლი, შეიძინოთ ახალი და ლამაზი ნივთები. მოგინდებათ მეგობრების შინ მიპატიჟება. საყვარელ ადამიანთან ერთად დააწესეთ ახალი ტრადიციები, მოაწყვეთ სიყვარულის დღესასწაული. შეიძლება ნათესავებმა დაგპატიჟონ საოჯახო დღესასწაულზე და არ გამოაკლდეთ. მარტოხელებმა შეიძლება გაიცნოთ ადამიანი და გეგონებათ, რომ მას მთელი ცხოვრება იცნობდით. გრაფიკითა და განრიგით მოგიწევთ მუშაობა. დეტალებში და წვრილმანებში მოგინდებათ გარკვევა. მცირე უზუსტობასაც კი არავის აპატიებთ. დაკვირვებით შეარჩევთ პარტნიორებს, ვისთან ერთადაც სამომავლო პროექტებზე იმუშავებთ. ზედმიწევნით ზუსტად შეადგინეთ საბუთები, დოკუმენტები და გააფორმეთ ხელშეკრულებები. ფიზიკურ ტკივილსაც კი აიტანთ, ოღონდ უფრო მეტი ფული გამოიმუშაოთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია საწარმოო ტრავმა. ამავე პერიოდში გაუფრთხილდით ყელს და ხმის იოგებს. საღამოობით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სასწორი
გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად უქმეები რომანტიკულად გაატაროთ, გახშირდება პიკნიკების, ექსკურსიების მოწყობის სურვილი. ზოგიერთები შეიძლება ერთდროულად ორი და მეტი რომანის გმირი აღმოჩნდეთ. თუ მუდმივი პარტნიორი გყავთ, ხშირად გამოუტყდით სიყვარულში. თვითგამოხატვის სურვილი მოგეძალებათ. მოგინდებათ იდეების განხორციელება, ახალი ბიზნესის დაწყება. გახშირდება საქმიანი შეხვედრები. გააქტიურდით ინტელექტუალურ საქმიანობაში. წაიკითხეთ საინტერესო წიგნები, ეწვიეთ საგანმანათლებლო ცენტრებს. ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. გსურთ, მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ ყველაფერში საუკეთესო ხართ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მომატებულია ტრავმულობა. ეცადეთ, არ გადაიღლოთ ფიზიკურად, გონებრივად.

მორიელი
გაგიჩნდებათ მატერიალური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილი. კომფორტსა და ფუფუნებაში მოგინდებათ ცხოვრება. ამის გამო შეიძლება კრედიტით/ვალით შეიძინოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთები. ფულის გამო გახშირდება კინკლაობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, თუ მასზე ხართ მატერიალურად დამოკიდებული. ზოგიერთი გაიგებს, რომ მშობელი გახდება. გამორიცხული არაა, გაგიჩნდეთ ფარული მისწრაფებები და მიზნები, რომელთა შესახებაც გარშემო მყოფებისთვის გამხელა არ მოგინდებათ. მაქსიმალურად ეცადეთ, ოქტომბერში დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, საქმე. აასრულოთ დანაპირები. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. მეტი დრო დაუთმეთ ძველი ნივთების, მომაბეზრებელი ურთიერთობების მოცილებას. დაკავდით ქველმოქმედებით. იმოქმედეთ სამართლიანად, არ გირჩევთ მტრების გაჩენას, ვინმესთან კონფლიქტს. გამონახეთ დრო სულიერი პრაქტიკებისა და მედიტაციისთვის.

მშვილდოსანი
პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იქნებით ორიენტირებული. გამორიცხული არაა, რომ მეტი ფული დააბანდოთ საკუთარ გარეგნობაში, შეიძინოთ ახალი სამოსი, მოდური აქსესუარები. აუცილებლად იაქტიურეთ, რომ მოხიბლოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები, მეუღლეც კი, რომლის გვერდითაც 20 წელი გაატარეთ. მარტოხელების უმეტესობა მომართული იქნებით სერიოზულ კავშირზე. გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. მოგინდებათ მეგობრებთან ერთად ახალი იდეების განხორციელება. სასურველია, ზუსტად იცოდეთ რა გსურთ და მეგობრების "დახმარებამ" კიდევ უფრო არ გაგირთულოთ საქმე. იაქტიურებთ სოციალურ ქსელებშიც და ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. გამორიცხული არაა, ჩაერთოთ პოლიტიკურ საქმიანობაში, რეფორმებში, დებატებში. რაც შეეხება ჯანმრთელობას, თუ ზომიერად იკვებებით და სპირტიან სასმელებს არ მიიღებთ, კარგად იქნებით.

თხის რქა
მოგინდებათ სხვებისთვის უხილავი გახადოთ თქვენი პირადი ცხოვრება, აღარ ჩაახედოთ საკუთარ საქმეებში გარშემო მყოფები. ურთიერთობაში მოიმატებს რომანტიკულობა. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავროთ. გამორიცხული არაა, მოიმატოს მელანქოლიურობამ. მომართული იქნებით გამარჯვებაზე, წარმატებაზე. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, განიხილეთ სამომავლო გეგმა. შეთანხმდით ახალ ვალდებულებებზე. თუ უფროსი ხართ, ეცადეთ, საქმეები ისე გადაანაწილოთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. მოსალოდნელია ახალი თანამდებობის დაკავება და არ გაგიჭირდებათ ახალ გარემოში ადაპტაცია. დაგეგმეთ პირადი ბიზნესი, აი, დაწყება კი ნოემბრის ბოლოსთვის გადადეთ. კარიერულ საკითხებზე ხართ მომართული. ამბიციურობა და ლიდერის თვისებები მეტად უნდა გამოავლინოთ. არ მოგინდებათ სხვების წესებზე დამორჩილება. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, დაიწყოთ ზედმეტი წონის დაკლება.

მერწყული
გამოიყენეთ ოქტომბერი ახლის შესასწავლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე ან სამოგზაუროდ გაემგზავრეთ. თვის დასაწყისში კარიერული საკითხების მოგვარებით უფრო იქნებით დაკავებული. მერე კი მეგობრებთან ერთად გართობა მოგინდებათ და შეიძლება სამეგობროში შეხვდეთ ახალ სიყვარულს. ან სულაც, მეგობართან გააბათ რომანი. ყურადღებით იყავით მათ მიმართ, ვინც თქვენს პირად ცხოვრებაში უშნოდ ყოფს ცხვირს. მოერიდეთ სხვა ადამიანებისთვის ჭკუის დარიგებას და საკუთარ თავს მიხედეთ. მოგინდებათ ლიტერატურული ნაწარმოების დაწერა, ან უცხო ენის შესწავლა, უცხოლებთან კონტაქტი. დილაობით ვარჯიში და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება საუკეთესოა თქვენთვის.

თევზები
სასიყვარულო ურთიერთობის მაღალ საფეხურზე, სერიოზულ დონეზე გადაყვანა მოგინდებათ. შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერაში წარმატების მიღწევაში. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი გააბათ კონკრეტული სარგებლის გამო. მარტოხელების ყურადღებას მიიქცევენ მხოლოდ ავტორიტეტული ან გაცილებით ასაკიანი ადამიანები. ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში, ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. უნდა დაამარცხოთ სტრესები და შიშები. ისწავლეთ საკუთარი თავის განებივრება სასიამოვნო წვრილმენებით. კარგ შედეგს მოგიტანთ ეზოტერიკა, მედიტაცია, იოგა. გათავისუფლდით ყველაფერი იმისგან, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. რათა გაუთავისუფლოთ ადგილი თქვენთვის ნამდვილად საჭიროსა და აუცილებელს. მოერიდეთ შიშებზე აყოლას, დეპრესიაში ჩავარდნას. გათავისუფლდით ფსიქოლოგიური ბლოკებისგან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93