ვერძი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. ხანდახან სხვას უნდა დაუთმოთ ლიდერობა. ზოგიერთმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტოთ.
კურო
თქვენი მთავარი საზრუნავი გუნება-განწყობა და სამსახურის საქმეებია. ყველაფერი უნდა მოასწროთ და შეიძლება სხვების მაგივრადაც მოგიწიოთ მუშაობამ. აიმაღლეთ იმუნიტეტი. საინტერესო ნაცნობობა გელით, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.
ტყუპი
განწყობა გაგიუმჯობესდებათ, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. თავისუფლებისადმი სწრაფვა გაგიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. ახალი კავშირი ამაღელვებელი იქნება, მაგრამ არაპერსპექტიული.
კირჩხიბი
სამსახურში ცვლილებებს მშვიდად შეხვდით. შეიძლება მოგემატოთ ვალდებულება. გამონახეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, შვილებთან ერთად სასეირნოდ. ახალგაცნობილებში გულახდილობა მოგხიბლავთ.
ლომი
მიუბრუნდით ძველ საქმეებს, ვალდებულებებს. შეიძლება გამოჩნდნენ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. ისწავლეთ "არას" თქმა და საკუთარი თავის დაფასება. სამსახურებრივი რომანი იმედგაცრების მეტს არაფერს მოგიტანთ.
ქალწული
კარგი პერიოდია საკუთარ თავში, სურვილებში გასარკვევად. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ახალ სასწავლო კურსებზე დასწრება. მოერიდეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას. საყვარელი ადამიანისთვის სურვილების ასრულება ძვირი დაგიჭდებათ.
სასწორი
თქვენი თამამი გადაწყვეტილება არ მოეწონებათ გარშემო მყოფებს. განსაკუთრებით, მათ, ვინც თქვენზე მატერიალურადაა დამოკიდებული. მოერიდეთ კონფლიქტს და ამბოხს ოჯახში. ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს.
მორიელი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზედმეტი ვალდებულება გაქვთ საკუთარ თავზე აღებული ან სხვების საქმეების შესრულება გიწევთ. დაუთმეთ მეტი დრო ჰობის, საყვარელ საქმიანობას. რომანტიკულ ურთიერთობაში სინაზე და ურთიერთგაგება დაისადგურებს.
მშვილდოსანი
ფინანსები გონიერად მართეთ, მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენას. კარგ შედეგს მოგიტანთ მეგობრებთან შეხვედრა. საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება უნდა მაინიჭოთ და მოერიდეთ მისთვის ჭკუის დარიგებას.
თხის რქა
სირთულეები ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ იყავით მიზანმიმართულ და ნუ დაივიწყებთ იმ გეგმებს, რომლებიც გსურთ მომავალში განახორციელოთ. ახლა მიუბრუნდით ძველ საქმეებს. ახალგაცნობილებთან დროს მხიარულად გაატარებთ, მაგრამ მეორე დღეს მათ არც კი გაიხსენებთ.
მერწყული
დაკვირვებას ითხოვს სამსახურის საქმეები, ფინანსური ხარჯი და დაკვირვება ნათესავებთან. ყურადღებით იყავით საბუთებთან, ციფრებთან მუშაობისას. საყვარელ ადამიანს თქვენი მზრუნველობა მოაკლდება, მაგრამ ხანდახან შეიძლება მარტოობაც კი შველა იყოს თქვენთვის.
თევზები
ყველაფერი გამოგივათ, რასაც ცოტა მეტ დროს დაუთმობთ და რაც მთავარია, მოინდომებთ. არ გირჩევთ ვალის აღებას, განსაკუთრებით, მეგობრებისგან. მოიმატებს სენტიმენტალურობა და მეტად რომანტიკული გახდებით საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელები ახალი გრძნობისთვის მოემზადეთ.