27 სექტემბრის-3 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი -შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ

27 სექტემბრის-3 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი -შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ
მთვარე კლებადია, კარგია დაწყებული საქმეების დასრულება. დაზიანებული, ძველი და უსარგებლო ნივთების მოცილება. პლანეტა მერკური რეტროგრადულია (უკანმავალი). ამიტომ მოერიდეთ გეგმიური ოპერაციების ჩატარებას. ამ პერიოდში ნუ შეიძენთ ელექტრონივთებს, გაჯეტებს. მიუბრუნდით დაწყებულ საქმეებს. გადააკეთეთ სამოსი, დაზიანებული ნივთები. ნუ შეიძენთ ავიაბილეთებს, დოკუმენტები/საბუთები კი დაკვირვებით შეადგინეთ. გამორიცხული არაა შეგეხმიანოთ ყოფილი.

27 სექტემბერი, მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია -
მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

28 სექტემბერი, მთვარე 17:32-ზე გადავა კირჩხიბში. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა ან სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

პირველი ოქტომბერი, 04:53-ზე მთვარე ლომის ზოდიაქოს ესტუმრება. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ). თმის შეჭრა მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გასაზარდელად.
ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

3 ოქტომბერი, 12:32-დან მთვარე ქალწულში იქნება. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.
კარგია - სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93