ვერძი
მოიმატებს ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯი. ოთხშაბათი კარგი დღეა საბუთებთან სამუშაოდ, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. ისწავლეთ საყვარელი ადამიანის მოსმენა და გაგება. მარტოხელებს იმედგაცრუება გელით: ახალგაცნობილი სერიოზულ ურთიერთობაზე მომართული არ იქნება.
კურო
ამ კვირაში საოჯახო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ფრთხილად, ელექტროტექნიკასთან. ახალმთვარეობამდე მოიცილეთ მავნე ჩვევები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ბუტიაობა საყვარელ ადამიანთან კარგს არაფერს მოგიტანთ.
ტყუპი
შეამცირეთ კავშირები. განსაკუთრებით მათთან, ვინც არ გესიმპათიურებათ. მოსალოდნელია კონფლიქტები. აკონტროლეთ ემოციები. ოთხშაბათი კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრების. მარტოხელებმა შეამსუბუქეთ მოთხოვნები პოტენციური პარტნიორების მიმართ.
კირჩხიბი
კვირის დასაწისში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ამით შემოსავალი არ მოგემატებათ. ზოგიერთს გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით ელექტრონივთების დაზიანების გამო. უქმეებზე გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით.
ლომი
რაც უფრო მეტად გსურთ მიზნების განხორციელება, მით მეტი უნდა იშრომოთ. იყავით მეტად მიზანმიმართული. ეცადეთ, საკუთარმა სურვილებმა თავადვე არ დაგაზარალოთ. ახალგაცნობილებს გულს ნუ გადაუშლით და პირად საიდუმლოებებს ნუ გაუმხელთ.
ქალწული
შეამცირეთ საქმეები, მეტად დაისვენეთ. უმჯობესია, ახალი საქმეები მომავალი ორშაბათიდან დაიწყოთ. არ გირჩევთ ახალი ელექტრონივთების შეძენას. საყვარელი ადამიანის მიმართ უსაფუძვლო ეჭვიანობა უსიამოვნებას და წყენას მოგიტანთ. მარტოხელებს ახალგაცნობილების დიდი იმედი ნუ გექნებათ.
სასწორი
იყავით მშვიდი და თავაზიანი. მიიღეთ საჩუქრები და კომპლიმენტები. მოერიდეთ მეგობრებთან უსიამოვნებას და კონფლიქტს. ოთხშაბათს სასიამოვნო ამბები განწყობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელი ადამიანისთვის გამოითავისუფლეთ უქმეები. მარტოხელებს მეწყვილის მოძებნა გაგიჭირდებათ.
მორიელი
სხვას გადააბარეთ ინიციატივა და თავად მეტად დაისვენეთ. იყავით მომართული შინაგან სიმშვიდეზე. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გირჩევთ, ჩაიტაროთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პროცედურები, აიმაღლოთ იმუნიტეტი.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას პარალელურ რეჟიმში. გახსოვდეთ, რომ თქვენი ენერგია უსაზღვრო არაა. ისწავლეთ დასვენება, საკუთარი თავის განებივრება სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ მეტად ყურადღებიანი და მზრუნველი გახდება.
თხის რქა
საკუთარ თავზე, სურვილებზე ხართ ორიენტირებული და გარშემო მყოფების აზრს არც კი ითვალისწინებთ, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. ნუ გაამწვავებთ დამოკიდებულებას მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან. მარტოხელები ნუ ააჩქარებთ მოვლენებს.
მერწყული
სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებს პრეტენზიები დელიკატურად გაუზიარეთ. არც გაჩუმება და არც უხეშობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გაგიჩნდებათ სწავლის, მოგზაურობის სურვილი. კარგი პერიოდია გამოცდების, ტესტების ჩასაბარებლად. მარტოხელებს პირადი თავისუფლება ყველაფერს გირჩევნიათ.
თევზები
იშრომეთ, მაგრამ ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ; მოიწყვეთ პაუზები, დატკბით სასიამოვნო წუთები. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ახლობლებთან კონტაქტი ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ზოგიერთი ფარულ ინტიმურ კავშირს გააბამს.