ახალმთვარეობის ზოგად ტენდენციებზე მასალა უკვე დევს ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით გაეცანით ამ ახალი მთვარის პროგნოზს, რათა გაამახვილოთ ყურადღება მთავარზე და უკეთ შეძლოთ თქვენი მიზნებისა და ჩანაფიქრების განხორციელება.
ვერძი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, კლიენტებთან. თავადაც იცით, რომ ლიდერობა, პირველობა გიყვართ, მაგრამ ხანდახან პარტნიორის სურვილებიც უნდა გაითვალისწინოთ. ეს ეხება საქმიან და სასიყვარულო სფეროსაც. ძალის გამოყენებას დიპლომატია ამჯობინეთ. გამოიმუშავეთ მოთმინება; დაფიქრდით, რას მოგიტანთ ნათქვამი სიტყვა, გადადგმული ნაბიჯი. პარტნიორებთან შეხმატკბილებული მუშაობით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ, ვიდრე მარტო. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს.
კურო
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. შინაგანმა დაძაბულობამ ან კოლეგებთან კონფლიქტმა შეიძლება თქვენს გუნება-განწყობაზე იქონიოს გავლენა. საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. კონსტრუქციული დიალოგი და ვალდებულებების თანაბრად გადანაწილება მოწინააღმდეგეებთან საქმის ერთად და უკეთ კეთების შესაძლებლობას მოგცემთ. გამორიცხული არაა, მოგემატოთ ვალდებულებები, ყოველდღიური საზრუნავი.
ტყუპი
უნდა გამონახოთ დრო ბავშვებისა და საყვარელი ადამიანისთვის. ნუ ეცდებით მათ გაკონტროლებას, მათ ხელმძღვანელობას. დაუმეგობრდით, მოისმინეთ მათი პოზიცია, სურვილები. იმავეს გეტყვით თქვენს სასიყვარულო პარტნიორზეც. მოგინდებათ ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელება ან შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ ჰობის. გამარჯვება გელით სპორტთან, სცენასთან დაკავშირებულ ნიშნებს.
კირჩხიბი
სახლური თემები უნდა მოაგვაროთ; დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. მოიცილეთ მათ მიმართ პრეტენზიები. იყავით მშვიდობისმყოფელი და შეარიგეთ ერთმანეთზე განაწყენებული ნათესავები. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ, განსაკუთრებით, ოჯახურ-ნათესაურ თემებში და ისე უნდა იმოქმედოთ, რომ საკუთარი თავი არ დაიზარალოთ. მარსის ენერგია დაგეხმარებათ, ბინაში, აგარაკსა და მიწის ნაკვეთზე სასარგებლო საქმეები გააკეთოთ, თუნდაც ზამთრისთვის მოემზადოთ.
ლომი
გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას და-ძმებთან, მეზობლებთან. მოისმინეთ სხვათა აზრი და ეცადეთ, გაითვალისწინოთ, მოაგვაროთ კონფლიქტები დიპლომატიურად. კარგ შედეგს მოგიტანთ რეკლამა, პიარი. თუ საკუთარ თავს ღირსეულად წარმოაჩენთ, ახალ მეგობრებს, კლიენტებს გაიჩენთ. წარმატება გელით ყიდვა-გაყიდვის სფეროში. დაიწყეთ ახლის შესწავლა, ჩაეწერეთ თქვენთვის სასარგებლო კურსებზე.
ქალწული
მატერიალურ-ფინანსური საკითხები უნდა მოაგვაროთ, ოღონდ მშვიდად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. დააბალანსეთ, რას გასცემთ და რას იღებთ. ეცადეთ, თქვენი ნიჭის, ცოდნისა და გამოცდილების მონეტიზირება მოახდინოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რამდენი ვღირვარ?" და ამის მიხედვით იმოქმედეთ. განსაკუთრებით, როცა საკითხი ანაზღაურებას ეხება.
სასწორი
5-6-7 ოქტომბერს დაბადებულზე განსაკუთრებით იმოქმედებს ახალმთვარეობა. დაიწყეთ ახალი პროექტები, საქმეები, სწავლა. იმოძრავეთ წინ, მიზნების განხორციელებისთვის. ეცადეთ, სხვების საქმეები და ვალდებულებები კი არ მოაგვაროთ, არამედ საკუთარი. საკუთარი თავი დააყენეთ სხვებზე წინ. გაერკვიეთ საკუთარ თავში, მოაგვარეთ შინაგანი კონფლიქტები. შეინარჩუნეთ ბალანსი. ზოგიერთი გააკეთებს იმას, რის გაფიქრებასაც კი ვერ გაბედავდა ადრე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>