2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: ტყუპს დაოჯახება, თევზებს კი რომანტიკული თავგადასავალი ელით მალდივებზე

2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: ტყუპს დაოჯახება, თევზებს კი რომანტიკული თავგადასავალი ელით მალდივებზე
2022 წლის მფარველი შავი წყლის ვეფხვია, ძლიერი, თამამი, ენერგიული და გულუხვი და ამასთან, მომთმენი. თუ დიდხანს ელოდით ცვლილებებს, უნდა გააქტიურდეთ. თუ ურთიერთობებმა ამოწურა თავი, დაემშვიდობეთ პარტნიორს; თუ შეყვარებული ხართ, დაქორწინდით. მეტად გამოავლინეთ სექსუალურობა. ერთი სიტყვით, 2022 წელს შავი წყლის ვეფხვი ყველას მოგიწოდებთ ექსპერიმენტებისთვის.

ქალი ვერძი
ამოისუნთქეთ, სტრესული სიტუაცია დასრულდა. ახლა პირად ცხოვრებაზე უნდა იყოთ კონცენტრირებული. მარტოხელებს უამრავი რომანტიკული ნაცნობობა გელით. დაწყვილებულებმა უნდა იმუშაოთ არსებული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. პერიოდულად მეტად იმპულსური და ფეთქებადი ხართ. შინაგანი ძლიერების მიუხედავად,
სიყვარულში სინაზე უნდა გამოავლინოთ. თქვენისთანა ვნებიან ქალბატონს ნამდვილი სიყვარული სჭირდება და არა ხანმოკლე რომანები.

ქალი კურო
სასიყვარულო ცხოვრება ცვლილებებით იქნება აღსავსე. მომაბეზრებელი კავშირისგან თავის დაღწევა და ახალ რომანში, ვნების მორევში თავით გადაშვება მოგინდებათ. მარტოობის დასაძლევად შეიძლება შეუფერებელ ადამიანთანაც კი გააბათ რომანი. აკურატულობა არ გაწყენთ. დაქორწინებულებს ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მეუღლისგან კი საჩუქრებსა და სიყვარულის გამოხატვას ელოდებით.

ქალი ტყუპი
თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, დროა, გაასერიოზულოთ კავშირი, შექმნათ ტკბილი ოჯახი. გამორიცხული არაა, შეყვარებულმა რომანტიკულად გთხოვოთ ხელი. ნუ შეგეშინდებათ სირთულეების, მოსიყვარულე წყვილი ყველაფერს დაძლევს. პარტნიორში ვნების გარდა გსურთ, მეგობარი დაინახოთ. ამასთან, თავადაც არ იცით, რომ ამოუცნობი და ფეთქებადი ხართ და პარტნიორს ამითაც ატყვევებთ, არასდროს იცის, თქვენგან რას უნდა ელოდოს.

ქალი კირჩხიბი
დაქალების რჩევებს ყურადღებას ნუ აქცევთ, საკუთარ გულის ხმას მოუსმინეთ და ინტუიციას. თუ არსებული ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მეტი რომანტიკა გამოავლინეთ. დაუნიშნეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი და ვნებიანი კოცნებითაც დააჯილდოეთ. თუ უფლისწულს ჯერ არ შეხვედრიხართ, ხშირად გადით საზოგადოებაში, ისიც მოუთმენლად ელოდება თქვენთან შეხვედრას. თქვენ გიყვართ შინ ჰარმონიის შექმნა, იდეალური დიასახლისი ხართ. მიიზიდეთ მამაკაცები თქვენი ქალურობით, მშვიდი ხასიათით.

ქალი ლომი
თუ მოისურვებთ, მომაბეზრებელ კავშირს მარტივად დააღწევთ თავს ან გამოასწორებთ შეცდომებს და გააგრძელებთ ერთად ყოფნას. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი ყველა დაბრკოლებას გადაგალახვინებთ. თქვენ კარგი თვითშეფასება გაქვთ და მარტოხელებს არ გირჩევთ გვერდით უღირსი ადამიანის გაჩერებას. მოგინდებათ ემოციით, ვნებით, ნათელი მომენტებით აღსავსე სასიყვარულო ურთიერთობა და ასეთს მიიღებთ.

ქალი ქალწული
თქვენი პრობლემა იმაშია, რომ იდეალურ მამაკაცს ეძებთ, ყველას კი თავისი ნაკლი აქვს. ნუ გექნებათ სასწაულის მოლოდინი, მიიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიცაა. დაეხმარეთ განვითარებაში და თქვენს წყვილს სასიამოვნო ცვლილებები ელის. გაუღეთ გულის კარი ადამიანს და ნაკლებად მომთხოვნი იყავით. უამრავ ადამიანს სურს თქვენთან დაახლოება, მაგრამ ყინულის დედოფალთან მოახლოების ეშინიათ.

ქალი სასწორი
თუ ქმარი საჩუქრებითა და ყვავილებით აღარ განებივრებთ, დროა, თავად დააბრუნოთ რომანტიკა ურთიერთობაში. მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი, აანთეთ სანთლები, ჩაიცვით მიმზიდველად. თუმცა, თუ ხვდებით, რომ ურთიერთობის გადარჩენას აზრი არა აქვს, თუ ვნების ცეცხლი დიდი ხნის ჩამქრალია, თავისუფლება არჩიეთ. თუ მოინდომებთ, რომ კარდინალურად შეცვალოთ პირადი ცხოვრება და გვერდით საყვარელი ადამიანი გყავდეთ, თავად გააქტიურდით.

ქალი მორიელი
გაურკვეველი ურთიერთობა უნდა დაასრულოთ და თავისუფლად ამოისუნთქოთ. გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ადამიანთან, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობის შენარჩუნება ისევ შესაძლებელია. თუ ქორწინება გსურთ, განუცხადეთ პარტნიორს. თავადაც იცით, რომ უსაზღვრო სექსუალური ენერგეტიკით გამოირჩევით. გიყვართ მამაკაცზე დომინირება. სასურველის მისაღწევად მისი მანიპულირება გსურთ, მოგწონთ, როცა მამაკაცი სრულად გეკუთვნით.

ქალი მშვილდოსანი
ნუ დაუჯერებთ ტკბილ კომპლიმენტებს, პირიქით, ყურადღებით იყავით, რომ არავინ არაფერი მოგატყუოთ. ახალი მამაკაცი კარგად შესწავლისა და დიდი დაკვირვების შემდეგ მიიღეთ. თუ მიხვდით, რომ ადამიანი გატყუებთ, გვერდით არ დაიყენოთ. მარტოხელებს 2022 წელს გელით ცდუნება, რომელსაც შეიძლება ვერ გაუძლოთ. თუმცა გონიერება არ გაწყენთ. გარშემო მყოფებს თქვენი პოზიტივით აღავსებთ. ეცადეთ, რომ საყვარელი მამაკაცისთვისაც იყოთ მოტივატორი, თბილი და მოსიყვარულე მის მიმართ.

ქალი თხის რქა
ტრანსფორმაციის წელი გელით. საყვარელ ადამიანს იდეებსა და სურვილებს თუ გაუზიარებთ, ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. თუ მარტოხელა ხართ, ჩამოყალიბდით, როგორი მამაკაცი გსურთ გვერდით. მთავარია, მამაკაცი საიმედო იყოს და უსაფუძვლო ეჭვებითა და ზარებით არ მოგაცდინოთ. თავად იდეალურად უთავსებთ ერთმანეთს კარიერასა და პირად ცხოვრებას და გსურთ, თქვენი მეწყვილეც რეალიზებული იყოს.

ქალი მერწყული
სიახლეები და შთაბეჭდილებები გსურთ. ნუ იჩქარებთ არსებული ურთიერთობების დასრულებას. ეცადეთ, მშვიდად გარკვიოთ, რა გსურთ თქვენ და რა სურს პარტნიორს იდეალური ურთიერთობისთვის. მარტოხელებს ახალი სიყვარული ახალი ენერგიით აგავსებთ. სასურველია, საყვარელი ადამიანი თქვენი მეგობარიც იყოს, იზიარებდეს თქვენს ინტერესებს და ერთად ქმნიდეთ თქვენს თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას.

ქალი თევზები
სიყვარული ყოველთვის შემოქმედებით განწყობაზე გაყენებთ, აღგაფრთოვანებთ, შთაგაგონებთ. როცა შეყვარებული ხართ, ანათებთ და ბრწყინავთ. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე წელი გელით. საყვარელი ადამიანი ძვირფასი საჩუქრებით გაგანებივრებთ - ავტომობილი, რომანტიკული შვებულება მალდივებზე. სიყვარული კარგია, თუმცა, ნურც კარიერულ წინსვლაზე იტყვით უარს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93