სოციალურ ქსელში ტაროს კარტის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტაროს კარტს სამკითხაოდ გამოიყენებენ, მან ისეთ კითხვაზეც შეიძლება მოგვცეს პასუხი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით. სწორედ ამიტომ ტაროს სპეციალისტები ხშირად უზიარებენ საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში სასარგებლო ინფორმაციას. ამჯერად კი „ტაროს სახლი“ საზოგადოებას პირველი ნოემბრის მნიშვნელობაზე ესაუბრება:
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, 12 საათს როცა გადასცდება, დგება სამაინის დღესასწაული. ეს არის ის კონკრეტული დღე, პირველი ნოემბერი, როდესაც მიწის სტიქია იძინებს, ანუ იძინებს ბუნება. ძველად ადამიანები გარკვეული რიტუალებით ხვდებოდნენ ამ დღეს. პირველი ნოემბერი ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი წინაპრების მომადლიერებისთვის. მე მინდა, გაგიზიაროთ მარტივი რიტუალი ამისთვის. ეცადეთ, რომ თუ გაქვთ რაიმე თემა, რაც ჯერ კიდევ არ გადაგიჭრიათ, გადაჭრათ, დააბრუნოთ თქვენი ვალები, გააკეთოთ ის, რაც თქვენი გასაკეთებელია და გაიყვანოთ ფინალში ყველა დაწყებული საქმე. უნდა გავიაზროთ ის, რომ შევდივართ ენერგეტიკულად რთულ პერიოდში. შეიძლება გაიღვიძოს ქრონიკულმა დაავადებებმა, ამ პერიოდში განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ყველა ადამიანს აქვს თავისი საგვარეულო დაცვა. შესაბამისად, როცა ადამიანები თავს გრძნობენ უსუსურად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაცვა ჩვენი წინაპრებისგან წამოსული დაცვაა, ამას ვერავინ შეგიცვლით. ეს არის ის ენერგია, რომელიც მონატრებულია თქვენგან ყურადღებას და პატივისცემას. რაც შეეხება რიტუალს, რიტუალი არის ძალიან მარტივი - ქალებო, ეცადეთ დღის პირველ ნახევარში გამოაცხოთ პური. თუ ვერ ახერხებთ გამოცხობას, შეიძლება შეიძინოთ, მაგრამ უფრო დიდი ძალა და ენერგია საკუთარი ხელით გამომცხვარს აქვს. გაამზადეთ სახლში ერთი ბატონი პური, მოათავსეთ ერთი ჩვეულებრივი ცვილის სანთელი პურის შუაგულში და აცადეთ, რომ ჩაიწვას. სანამ სანთელი ჩაიწვება, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს წინაპრებს, რაც გსურთ.
პური უმჯობესია, აჭამოთ ფრინველებს. ფრინველებს გადააქვთ ინფორმაცია მატერიალური სამყაროდან მიღმიერ სამყაროში. ადამიანები თავად რომ მიირთმევენ და ამბობენ, მიუვათო, ეს არასწორია. რამდენად კარგადაც მიიღებს და აიღებს ფრინველი საკენკს, იმდენად კარგად ჩაიარა რიტუალმა.“