ნოემბერში კარიერა და სოციალური სტატუსი იქნება თქვენი ინტერესის სფერო. გააქტიურდით, თუ პროფესიული განვითარება, დაწინაურება გსურთ. შეიტანეთ კორექტივები თქვენს გეგმაში, რათა უფრო მეტი დრო დაუთმოთ სარფიან და პერსპექტიულ პროექტებს. შეიძლება გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება მოგიწიოთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება, უცხო ენის გაუმჯობესება. ან სულაც თავად გადაწყვიტოთ პედაგოგობა. თვის ბოლოსკენ მოგინდებათ ახალი ბიზნესის დაწყება და შეიძლება სასურველს მეგობრებთან ერთად ან მათი დახმარებით მიაღწიოთ. გირჩევთ, აქტიური იყოთ, სწრაფად გაერკვეთ სიტუაციაში და თქვენ სასარგებლოდ იმოქმედოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას უსარგებლო ნივთებზე.
ფული და სიყვარული
მოგიწევთ ზრუნვა მათზე, ვინც თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს. ეს შეიძლება თქვენი საყვარელი ადამიანი იყოს. ზოგიერთმა შეიძლება ფარული სასიყვარულო კავშირი გააბას ან გაუმიჯნურდეს ადამიანს, რომელიც დახურული ტიპის დაწესებულებაში იმყოფება (სამკურნალო, საპატიმრო).
ჯანმრთელობა
აქტიური და ენერგიული ხართ. მოიმატებს ამბიციურობა და მეტის მიღწევის სურვილი გაგიჩნდებათ. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე, ახალ პერსპექტიულ პროექტებში ჩართვაზე. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას სახელმწიფო უწყებებთან. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა. მოსალოდნელია ტრავმა.
გააგრძელეთ კითხვა