ახალმთვარეობას ველოდებით 5 ნოემბერს, 01:16-ზე, მორიელის მეცამეტე გრადუსში. ახლა მზე მორიელშია, ახალმთვარეობაზე მას შეუერთდება მთვარეც; მარსი და მერკურიც იქაა. მათ უპირისპირდება კუროს მე-13 გრადუსში მყოფი თავისუფლებისა და რევოლუციის პლანეტა ურანი.
მორიელი არის სიღრმისეული, ტრანსფორმაციული, დამანგრეველი, ინტუიციური, ექსტრემალური, ფსიქოლოგიური ნიშანი. არის ეჭვიანი, რამაც პარანოიამდე შეიძლება მიიყვანოს. გარდა ამისა, მორიელი არის წყლის ნიშანი. მთვარის მმართველი ნიშანიც არის წყლის. წყალი კი ყველაზე ემოციურია. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. უმჯობესია, დაივიწყოთ წარსული წყენა, გულისტკენა, გათავისუფლდეთ ფსიქოლოგიური წნეხისგან, უარყოფითი ემოციებისგან.
ახალმთვარეობის დღეებში ემოციურობა და კონფლიქტურობა მომატებული იქნება, განსაკუთრებით, 4-5 ნოემბერს. მოგინდებათ ყველაფერ ძველის დანგრევა, ბუნტი, ცვლილება. ზოგიერთმა შეიძლება ამოხსნათ საიდუმლო, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ურანი მართავს ელექტროობას, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ამიტომ გამორიცხული არაა მათი წყობიდან გამოსვლა. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახალმთვარეობის დღეებში უძილობა შეგაწუხებთ. კარგი იქნება, თუ მოუსმენთ წვიმის, მდინარის, ოკეანის ხმას. ეს დამამშვიდებლად იმოქმედებს თქვენზე. კარგი იქნება წყლის პროცედურებიც. არ გირჩევთ შორ მანძილზე მგზავრობას. უფრო მეტიც, შეიძლება სირთულე შეგექმნათ საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით.
საფრთხილოა 4 ნოემბერიც. ეს არის ახალმთვარეობის წინა დღე. მთვარე უკვე მორიელშია. მომატებულია ემოციურობა. ფრთხილად იყავით მჭრელ და ბასრ საგნებთან. ნუ გარისკავთ, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. მოიმატებს აგრესიულობა. ამიტომ მოერიდეთ ხალხის დიდ მასებთან ურთიერთობას. ყურადღებით იყავით გადაადგილებისას, საჭესთან. კარგი იქნება სახლის დალაგება, გაწმენდა უარყოფითი ენერგიისგან.
ახალმთვარეობაზე კარგია სამომავლო გეგმის, პერსპექტივის შედგენა (ერთთვიანი). ჩამოწერეთ ის, რისი გაკეთებაც, მიღწევაც გსურთ. კარგი იქნება, თუ სასურველ სურვილს ჩაიფიქრებთ წყალზე - წყალს მოუყევით თქვენი ნატვრა, გააჩერეთ ცოტა ხანი და მერე ან მცენარეს დაუსხით ეს წყალი, ან შეგიძლიათ დალიოთ. ნუ ჩაიფიქრებთ სურვილს სხვისთვის (შვილი, საყვარელი ადამიანი). მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად?
მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს პირველი-7 ნოემბრის შუალედში; ელოდეთ ცვლილებებს. იშრომეთ, გწამდეთ და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ყურადღება გმართებთ ცხოვრებისეული მინიშნებების მიმართ მათ, ვინც დაიბადეთ 29 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.
გააგრძელეთ კითხვა