დაბნელების დერეფანი 19 ნოემბერს იწყება და 4 დეკემბერს დასრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა როგორც ეზოთერიკოსებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც უყვარს ლამაზი ზეციური მოვლენები. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს დრო განსაკუთრებულია. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში წარმატებისა და იღბლის მოსაზიდად, ქვემოთ წაიკითხავთ.
ეზოთერიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ დაბნელების დერეფანში ჩვენი სამყაროს მატერიალური ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება ჩვენი აზრების მიმართ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, პირდაპირ გავლენას ახდენს რეალობაზე. რა თქმა უნდა, ძნელია, აკონტროლო ყველა შენი აზრი, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში ღირს ძალისხმევის გაწევა. 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უმჯობესია, არ შეჩერდეთ ნეგატივზე, წყენაზე ან აგრესიულ აზრებზე.
შეეცადეთ არ იფიქროთ იმაზე, რაც ნამდვილად არ იცით. მიიღეთ რეალობა ისეთი, როგორიც არის. დაბნელების დერეფნის დროს არ უნდა დაიწყოთ ახალი ურთიერთობები ან გაწყვიტოთ არსებული. სასურველია, მოიქცეთ რაც შეიძლება მეგობრულად ან ნეიტრალურად.
შესაძლოა, ამ რთულ პერიოდში თქვენი გრძნობები გაძლიერდეს. ნებისმიერ ნეგატიური სურვილი სჯობს, დამალოთ და უგულებელყოთ. თუ შეგექმნათ კონფლიქტური სიტუაციები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია, სწრაფად გაასუფთავეთ თქვენი გონება არასაჭირო ფიქრებისგან, ამოისუნთქეთ და ეცადეთ, მარტივად აპატიოთ ადამიანს.
ეს არის უმოკლესი გზა ბედნიერი ცხოვრებისკენ. რაც უფრო კარგად აკონტროლებ იმას, რაც შენს თავში ხდება, მით უფრო ადვილი ხდება შენი არსებობა. თუ ადვილად გაიგებთ თქვენი ემოციების ნამდვილ მიზეზებს, არ გაგიჭირდებათ დაბნელების დერეფნის სათანადოდ გავლა უსიამოვნო შედეგების გარეშე. ექსპერტები გვირჩევენ, დერეფანში დაისვენოთ სოციალური ქსელებისგან და გააკეთოთ მცირე დეტოქსი.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავში წესრიგი, არამედ ფიზიკურ დონეზე ქაოსის აღმოფხვრაც. იზრუნეთ საკუთარ თავზე: შეცვალეთ ძილის რეჟიმი და ყურადღება მიაქციეთ ხილსა და ბოსტნეულს თქვენს რაციონში. ძნელია, გააკონტროლო ემოციები, თუ ფიზიკურად თავს ცუდად გრძნობ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს, რომელსაც არ სძინავს და მშიერია, არასტანდარტულ სიტუაციებზე განსაკუთრებით აგრესიულად რეაგირებს. კარგი იქნება, ცოტა ვიფიქროთ წარსულზე. დაფიქრდით და გააანალიზეთ, არ გაიჭედოთ წარსულში. დროა, მიიღოთ, ისწავლოთ და გააანალიზოთ ცხოვრებისეული გაკვეთილები.
დაიმახსოვრეთ, რომ ყველას არ შეუძლია კარგად გააკონტროლოს თავისი ემოციები. მოემზადეთ ბევრი ცდუნებისა და პროვოკაციისთვის. მაგალითად, ყოფილს, რომელიც მოულოდნელად გადაწყვეტს მოგწეროთ ან მოგიწყოთ დაუგეგმავი შეხვედრა. თქვენ იცით, რომ ახლა დადგება პერიოდი, როდესაც თქვენი შინაგანი სამყარო განსაკუთრებით დაუცველი იქნება. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ შეგიძლიათ იყოთ ნეიტრალური კომუნიკაციაში, მაშინ, ჯობია, საერთოდ არ დაამყაროთ კომუნიკაცია.