ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ამჯერად ეკო გამომწერებს საინტერესო ინფორმაციას უზიარებს და ამბობს, რომ მთვარის დაბნელების ფაზა დაიწყო: „დღეს არის მთვარის დაბნელება, 19 ნოემბრიდან ახალი მთვარეა. საქართველოს დროით, დაბნელება არის შუადღეს. დღევანდელი დღე გავატაროთ სიმშვიდეში, ნაკლები აგრესია გამოვუშვათ და რაც გვაქვს ცუდი დაგროვილი, ამ დღეს უნდა გავატანოთ, დავივიწყოთ და შემდეგ შევუდგეთ ახალ საქმეებს. ყველას გისურვებთ წარმატებას“ - ამბობს ეკო ფანგანი.