ასტროლოგიისა და მაგიური პრაქტიკის ბევრ მიმდევარს სჯერა „მთვარის წყლის“ ძალის. ფაქტობრივად, ეს არის სუფთა წყალი მთვარის შუქის ქვეშ. ითვლება, რომ დედამიწის კოსმოსური თანამგზავრის ენერგია სასარგებლო გავლენას ახდენს ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე შეუძლია სხეულისა და სახლის განწმენდა.
„მთვარის წყლის“ შექმნა უძველესი ალქიმიური რიტუალია, რომელიც წყლის მოლეკულების მთვარის გამოსხივებით გააქტიურებას გულისხმობს. მთვარის წყალი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ეზოთერულ პრაქტიკაში“, - განმარტავს მარია ლიონსი.
მოდით ვისაუბროთ ამ სასწაულებრივი სითხის მომზადების ნიუანსებზე.
უმჯობესია, მოამზადოთ „მთვარის წყალი“ ახალ მთვარეზე. ამ ფაზას აქვს განწმენდის, განახლებისა და აღორძინების ენერგია. ახალი მთვარე ძალიან მალე, 4 დეკემბერს იქნება. შეავსეთ გამჭვირვალე შუშის კონტეინერი (ქილა ან ჭიქა) სუფთა სასმელი წყლით და მოათავსეთ მთვარის პირდაპირი შუქის ქვეშ (ამისთვის თქვენ უნდა დაადგინოთ თქვენი სახლის რომელი ფანჯრიდან ხედავთ მთვარეს საუკეთესოდ). რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, წყლიანი ჭურჭელი ღია სივრცეში უნდა მოთავსდეს, თუ საკუთარი სახლი გაქვთ, დადგით ის ეზოში, თუ ბინაში ცხოვრობთ, მაშინ - ფანჯარასთან ახლოს. ასტროლოგები, ასევე, გირჩევენ წყალში კრისტალების ან ქვების დამატებას: სელენიტი, გამჭვირვალე კვარცი, ამეთვისტო ან ციტრინი.
დატოვეთ კონტეინერი მთვარის შუქის ქვეშ ღამით და აიღეთ დილით ადრე, მზის ამოსვლამდე. წყალი შეინახეთ იმავე მინის ჭურჭელში.
ეს რიტუალი არ უნდა შეასრულოთ მთვარის დაბნელების დროს. „მთვარის მაგიის წიგნის“ ავტორის, სემრა ჰაქსევერის თქმით, მისი ენერგია „ზედმეტად ცვალებადი და ქაოტურია“.
„მთვარის წყლის“ გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. თქვენ შეგიძლიათ მასში გარეცხოთ კრისტალები, რითაც დატენოთ ისინი. შეგიძლიათ დაიბანოთ სახე, თმა, ან უბრალოდ დალიოთ. ზოგიერთი ასტროლოგი გვირჩევს მცენარეების მორწყვას „მთვარის წყლით“ უკეთესი ზრდისთვის. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეურიოთ დამუხტული ნივთიერება თქვენს საყვარელ ეთერზეთებს, გადაიტანოთ ყველაფერი სპრეის ბოთლში და გამოიყენოთ, როგორც სახლის სურნელი.