ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ბნელი მხარე, რომლის დამალვას საგულდაგულოდ ვცდილობთ, მაგრამ ის, დროდადრო, მაინც იჩენს თავს... ქვემოთ ვისაუბრებთ თითოეული ჩვენგანის ბნელ მხარეზე, იმის მიხედვით, თუ რა ზოდიაქოს ნიშნით დავიბადეთ და როგორ შეგვიძლია 2022 წელს ამ იმპულსების დათრგუნვა.
ვერძი
თქვენი მამაოძრავებელი ძალა ძლიერი კონკურენტული სულისკვეთებაა, თქვენ გინდათ იყოთ ყოველთვის პირველი, თუნდაც ეს პრინციპების საწინააღმდეგოდ წასვლას ნიშნავდეს. მეორე მხრივ, თუ ვინმე ცდილობს თქვენს დაიგნორებას, უგულებელყოფას, ამას დიდ შეურაცხყოფად იღებთ და იწყებს ამ ადამიანის სიძულვილს. 2022 წელს შეეცადეთ ისწავლოთ გუნდური მუშაობა და მაშინვე შეამჩნევთ, რომ პროფესიულად გაცილებით წარმატებული გახდებით.
კურო
ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს უყვართ ფული და ითვლებიან პლანეტის ყველაზე მატერიალისტ ადამიანებად. კურო ნივთებს ღირებულებით აფასებს. ისინი ასევე პერფექციონისტები არიან. ასე რომ, იმისთვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ, კურო ქალებს შეუძლიათ სარკის წინ დიდი დრო გაატარონ. ისინი სრულიად ნორმალურად თვლიან უზარმაზარი თანხების დახარჯვას ტანსაცმელსა და სილამაზის საშუალებებზე, რაც მათ ნაკლოვანებების დამალვაში დაეხმარება. წელს მათ სჯობს ფოკუსირება მოახდინონ ფულის დაზოგვაზე და შეწყვიტონ არასაჭირო ნივთების ყიდვა.
ტყუპები
ტყუპები ადამიანებს ყოველთვის კრიტიკულად უყურებენ და უყვართ სხვების განსჯა. ისინი წინასწარ არასდროს ფიქრობენ, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მათმა სიტყვებმა სხვას, ამიტომ ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ. თუ გსურთ 2022 წელს მეგობრებთან და ოჯახთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, იყავით უფრო თავშეკავებული და ტოლერანტული.
კიბო
ეს ადამიანები ნახევრად ცარიელ ჭიქას ხედავენ. ისინი პესიმისტები არიან. ისინი ასევე ძალიან მგრძნობიარენი არიან - უმცირესმა პრობლემამაც კი შეიძლება წონასწორობა დაურღვიოთ. სწორედ ამიტომ, კირჩხიბის მეგობრები ყოველთვის ფრთხილად ირჩევენ სიტყვებს, ეშინიათ მათი განაწყენების.თუ გსურთ მშვიდი 2022 წელი, შეეცადეთ შეხედოთ სამყაროს სხვა, პოზიტიური კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან.
ლომი
ლომები, ზოგადად, მომხიბვლელი და მზრუნველი პიროვნებები არიან, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ყურადღება სჭირდებათ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გამოირჩეოდნენ ბრბოსგან. ლომები თვლიან, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. 2022 წელს თქვენ უფრო მეტად უნდა დაეხმაროთ სხვებს. ეს მოგცემთ სიმშვიდეს, უფრო მეტად დააფასებთ გარშემომყოფებს და მეტად ლოალური გახდებით.
ქალწული
ქალწულები ყოველთვის ელიან, რომ მათ გასაკეთებელს სხვა გააკეთებს და როცა ასე არ ხდება, ისინი უზომო აგრესიას გამოხატავენ. თუ მათი აზრი სხვისას არ ემთხვევა, მაშინ ის სხვა ფუნდამეტურად არასწორია. შინაგანად არც ისე თავდაჯერებულები არიან, თუმცა გარეგნულად ეს არ ეტყობათ და, პირიქით, ამპარტავანი ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებენ. თუ 2022 წელს არ დაიწყებთ სხვა ადამიანების აზრების გათვალისწინებას და არ მიიღებთ მეგობრების დახმარებას, მაშინ მარტო მოგიწევთ პრობლემების მოგვარება, რაც ძალიან რთული იქნება.
სასწორები
სასწორები მიდრეკილნი არიან, აირჩიონ არასწორი ცხოვრებისეული პარტნიორები. და როდესაც ხედავენ, რომ ურთიერთობა არ მუშაობს, არ ჰყოფნოთ გამბედაობა, დაშორდნენ მას, ვინც ტკვილს აყენებთ. გარდა ამისა, სასწორი ქალწულის ღირსეული კონკურენტია ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნის სტატუსისთვის ბრძოლაში. ეცადეთ, ამ წელს თავი პირველ ადგილზე დააყენოთ და პირად ცხოვრებაში პრობლემები მოაგვაროთ. იპოვეთ პარტნიორი, რომელიც დაგაფასებთ.
მორიელი
მორელები თვლიან, რომ ყველაფერი ყოველთვის წესრიგში უნდა იყო. ისინი ეძებენ ხარვეზებს ნივთებში და ნაკლოვანებებს ადამიანებში. ისინი კონტროლის მოყვარულები არიან და გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებენ. თუ გსურთ, 2022 წელი მშვიად გაატაროთ, ეცადეთ, ზოგჯერ დათმოთ პოზიციები, გადაუნაწილოთ საქმე ოჯახში პარტნიორს, სამსახურში - თანამშრომლებს.
მშვილდოსანი
თქვენ შეგიძლიათ, შეედაროთ ქარიშხალს. არაფერია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი სურვილები. გინდათ, რომ ყველაფერი თქვენს ჭკუაზე იყოს, ზოგჯერ სხვა ადამიანების კეთილდღეობის ფასადაც კი. სხვისი ტანჯვა თქვენი პრობლემა არ არის. წელს გირჩევთ, დაიწყოთ სხვა ადამიანების სურვილების გათვალისწინება. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო მშვიდს გახდის. უფრო მეტიც, მეგობრები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან.
თხის რქა
თხის რქებს არ აქვთ იუმორის გრძნობა, რაზეც ზოგჯერ ძალიან წუხან და დარდობენ იმაზეც, რომ სიყვარულის სწორი გზით გამოხატვა არ შეუძლიათ. მთელი მათი გონება მიმართულია მსოფლიო ბატონობის სტრატეგიების შემუშავებაზე. თუ გსურთ, გახდეთ კარგი ლიდერი 2022 წელს, შეარბილეთ თქვენი სიმკაცრე და ეცადეთ, ადამიანებისადმი უფრო ლმობიერი იყოთ, ამით თქვენ მოიპოვებთ თქვენი ქვეშევრდომების აღიარებას და ერთგულებას, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ თქვენთვის.
მერწყული
მათ სჯერათ მათი უპირატესობის სხვა ადამიანებთან შედარებით. თვლიან, რომ ცოტას შეუძლია მათთან შედარება. მერწყულები ბევრს მუშაობენ საოცნებო ცხოვრების მისაღწევად. ამისთვის ისინი მზად არიან, გაიღონ ნებისმიერი მსხვერპლი, მათ შორის, გაწყვიტომ მეგობრებთან ურთიერთობა. 2022 წელი მათთვის იქნება განსაცდელების წელი ცხოვრების ყველა სფეროში, ამიტომ „მოწყენის“ საშუალება არ ექნებათ და მზად უნდა იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის.
თევზები
ამ ზოდიაქოს მატარებელ ადამიანში ერთდროულად ათი პიროვნება ცხოვრობს, ხშირად ეჩვენებათ, რომ ფსიქოზისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ. ეცადეთ, 2022 წელს უფრო გულახდილი იყოთ და საკუთარ პრობლემებზე სხვა ადამიანებს ესაუბროთ. ეს დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და დაბრკოლებებს უფრო მარტივად გაუმკლადვდეთ.
<div>
</div>