დეკემბერი წლის ყველაზე ჯადოსნური თვეა. ყველა ელოდება საჩუქარს, სიურპრიზს. საინტერესოა, რას გიმზადებენ ვარსკვლავები?
ვერძი
მარტოხელებისთვის: მაქსიმალურად მოერიდეთ საქმეების გარკვევას გარშემო მყოფებთან. შეურიგდით მათ, ვინც დიდი ხნის წინ "შავ სიაში" შეიყვანეთ. ინტერესის ობიექტისთვის დეტექტივივით მოგიწევთ თვალთვალი.
რჩევა: ჯერ არ გათქვათ საკუთარი თავი. საახალწლო სიურპრიზად შემოინახეთ თქვენი გრძნობების გამჟღავნება.
დაწყვილებულებისთვის: ახალ წლამდე დღეებს თითებზე დაითვლით. საქმეებით დატვირთული თვეების შემდეგ რამდენიმე დღის გატარება საყვარელ ადამიანთან განმარტოებით მოგინდებათ.
რჩევა: ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს და ნუ იკამათებთ საყვარელ ადამიანთან.
კურო
მარტოხელებისთვის: თუ მუხლი გეკვეთებათ და გული მიგდით, ეს ავადმყოფობის კი არა, შეყვარებულობის ბრალია.
რჩევა: ნუ აჩქარდებით გრძნობების გამოხატვაში. ჯერ დარწმუნდით, რომ ნამდვილად გიყვართ და მერე გააქტიურდით.
დაწყვილებულებისთვის: რაც უფრო მოგიახლოვდებათ სადღესასწაულო დღეები, მით მეტად მოგინდებათ სახლში სიმყუდროვის შექმნა, ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა და გემრიელობების მომზადება.
რჩევა: მხოლოდ სახლურ ამბებზე რომ არ იყოთ გადართული, უქმეები მაინც გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ და რომანტიკულად.
ტყუპი
მარტოხელებისთვის: აციება ცოტათი შეანელებს თქვენს ცხოვრებას, მაგრამ არ მოდუნდეთ, 19 დეკემბრის მერე რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
რჩევა: კარგი წიგნებით, ფიტნესითა და მეგობრებთან შეხვედრებით გაიმრავალფეროვნეთ დეკემბერი.
დაწყვილებულებისთვის: მოგინდებათ ცხოვრების, იმიჯის შეცვლა. თუ საჩუქრად რამის მიღება გსურთ, დელიკატურად უთხარით თქვენს საყვარელ ადამიანს.
რჩევა: ახალი წლის ღამეს სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეთ, მაგრამ დამატებით სამსახურზე ნუ იოცნებებთ.
კირჩხიბი
მარტოხელებისთვის: უფროსის მითითებებიც უნდა შეასრულოთ, ნათესავების დავალებებიც და პაემანზეც უნდა ირბინოთ.
რჩევა: სანამ სხვებისთვის შეიძენთ საჩუქრებს, ჯერ საკუთარი თავი გაიბედნიერეთ.
დაწყვილებულებისთვის: ფიზიკური და სულიერი დასვენება თვის ბოლოსთვის მოიტოვეთ. დათოვლილ ადგილას გაემგზავრეთ საყვარელ ადამიანთან ერთად, სადაც ვერავინ მოგაგნებთ და ერთმანეთთან ყოფნით დატკბებით.
რჩევა: რომანტიკული სურვილები ერთად ჩაიფიქრეთ.
ლომი
მარტოხელებისთვის: 5 დეკემბრიდან ემოციები ჩაცხრება და ახალ საქმეებს შეუდგებით. არავის მისცეთ უფლება, იდეების, პროექტების განხორციელებაში შეგიშალოთ ხელი.
რჩევა: თუ სახალხოდ გამოსვლას შემოგთავაზებენ ან კორპორატიულ საღამოზე წამყვანობას, უარი არ თქვათ.
დაწყვილებულებისთვის: თავგადასავლებით, მოულოდნელი შეხვედრებით, მხიარულობით დატვირთული თვე გელოდებათ.
რჩევა: ვინც კარგად იმუშავა, მან კარგად უნდა დაისვენოს. არაფერზე უთხრათ საკუთარ თავს უარი.
ქალწული
მარტოხელებისთვის: დაივიწყეთ სხვების დახმარება ან უფრო მეტი, სხვისი საქმეების გაკეთება. უმჯობესია, ყველა თქვენ დაგეხმაროთ.
რჩევა: ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. არც აჩქარება იქნება კარგი.
დაწყვილებულებისთვის: სანამ ყველა მუშაობს ან საჩუქრებზე დარბის, თქვენ გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის - სპა, იოგა, აბაზანა არომატული ზეთებით და რომანტიკული საღამოები საყვარელ ადამიანთან ერთად.
რჩევა: მხოლოდ საკუთარ თავსა და პარტნიორზე იფიქრეთ. არავითარი ვალდებულება და დედლაინები.
სასწორი
მარტოხელებისთვის: რეტროგრადული ვენერა ძველ სიყვარულთან შეგახვედრებთ. შეიძლება მეგობრებთანაც. თუ მოინდომებთ, ურთიერთობების აღდგენას მარტივად მოახერხებთ.
რჩევა: მოაწყვეთ შეხვედრების საღამო, მოიწვიეთ ყველა ის, ვისი ნახვაც გაგიხარდებათ.
დაწყვილებულებისთვის: პარტნიორული ურთიერთობები სულ უფრო მეტად იძაბება. საახალწლოდ უსიამოვნებები არაფერში გარგიათ.
რჩევა: ახალი წლის დღესასწაულს საყვარელ ადამიანთან და ახლობლებთან ერთად მხიარულად შეხვდით.
მორიელი
მარტოხელებისთვის: საქმეებიც დასასრულებელი გაქვთ და საინტერესო შეხვედრებიც გელით. ზოგიერთი ზუსტად შეესაბამება თქვენს გემოვნებას.
რჩევა: მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ, რომ წვეულებების მერე შელახული რეპუტაციის აღდგენა არ გაგიჭირდეთ.
დაწყვილებულებისთვის: მუდამ უფრო მეტს მოითხოვთ საკუთარი თავისგან. ახლა დროა, დაისვენოთ და დატკბეთ ოჯახური იდილიით.
რჩევა: მოამზადეთ საჩუქრები, გემრიელობები, არ დაგავიწყდეთ სახლის მორთვა. შინ ნამდვილი დღესასწაული უნდა გქონდეთ.
მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: ჩამოწერეთ საქმეების, საყიდლების, სტუმრების სია. წლის ბოლოს კი ჩამოწერეთ ყველა ის შედეგი, რასაც 2021-ში მიაღწიეთ და ნახავთ, რომ უქმად არ გაგიტარებიათ დრო.
რჩევა: გართობისა და ფლირტისთვისაც უნდა მოიტოვოთ დრო. 4-ში ახალმთვარეობაა და არ დაგავიწყდეთ რომანტიკული სურვილის ჩაფიქრება.
დაწყვილებულებისთვის: მთელი თვე აქტიური უნდა იყოთ. საქმეების პარალელურად ნურც ოჯახს დაივიწყებთ. საჩუქრებსაც მიიღებთ და არამარტო საყვარელი ადამიანისგან.
რჩევა: იმისათვის, რომ ახალი წელი თქვენებურად, მეფურად აღნიშნოთ, მანამდე ყველა საქმე დასრულებული უნდა გქონდეთ.
თხის რქა
მარტოხელებისთვის: დეკემბერში ყველაზე მეტად თქვენ გაგიმართლებთ. საქმე იმაშია, რომ ვენერა უკვე თქვენს ნიშანშია, 13-ში მერკური გესტუმრებათ და 21-ში - მზე. იყავით მზად სასიამოვნო ცვლილებებისთვის. კარიერაშიც და სიყვარულშიც.
რჩევა: იმისათვის, რომ თავი ნამდვილ დედოფლად იგრძნოთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და კაბით უნდა "შეიარაღდეთ".
დაწყვილებულებისთვის: სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება ძვირად ღირებული საჩუქრების ყიდვის საშუალებას მოგცემთ.
რჩევა: რამე დასამახსოვრებელი და ძვირად ღირებული შეიძინეთ თქვენი თავისთვის, რაც მომავლ წელსაც გაგიხალისებთ.
მერწყული
მარტოხელებისთვის: თქვენნაირ დატვირთვას ყველა ვერ გაუძლებს, მაგრამ როგორც კი ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ, მუცელში პეპლები კვლავ აგიფართხალდებიან.
რჩევა: სავსემთვარეობის მერე მოიცილეთ უსარგებლო, ძველი ნივთები, ყველაფერი ის, რაც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს.
დაწყვილებულებისთვის: არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ კერძს დაალაგებთ სუფრაზე. მთავარია მხიარულება და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა.
რჩევა: მეტი იმპროვიზაცია და სპონტანურობა უფრო გაგახალისებთ.
თევზები
მარტოხელებისთვის: თვის დასაწყისში მუხლჩაუხრელად უნდა იმუშაოთ. აი, მეორე ნახევარი კი მეგობრებთან ერთად გართობას, მხიარულებას და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას დაუთმოთ.
რჩევა: ერთადერთი რჩევაა ვარსკვლავებისგან, რომ ფული გააზრებულად ხარჯოთ.
დაწყვილებულებისთვის: სანამ სურვილებისა და საჩუქრების სიას შეადგენთ, ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა შეძლოთ.
რჩევა: ჰკითხეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, რა მოსწონს თქვენში და რა აღიზიანებს. კრიტიკა მშვიდად მოისმინეთ და უსიამოვნებები მომავალ წელს არ გადაიტანოთ.