წლის ბოლო თვე საინტერესო მოვლენებითაა დატვირთული. წლის ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური დღესასწაული გველოდება, თუმცა, მანამდე უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმეები, გავიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა და ვიზრუნოთ პირად და ახლობლების ჯანმრთელობაზე. გაიგეთ, რა გელოდებათ დეკემბერში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით...
ვერძი
თვის პირველ ნახევარში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა. მაგრამ ამავე დროს მოერიდეთ კონფლიქტურობას, აგრესიის გამოვლენას გარშემო მყოფებთან. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ საახალწლო დღესასწაულის პროგრამა: სუფრა, საყიდლები, საჩუქრები, ქალაქგარეთ გამგზავრება და ა.შ. თვის ბოლოსკენ მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ნუ უგულებელყოფთ საშიშ სიმპტომებს. 14 დეკემბრამდე დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. აგრეთვე, მოაგვარეთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული საკითხი. 15-დან იზრუნეთ სამსახურის საქმეების მოგვარებაზე, შეიძლება წლის ბოლოს დაწინაურებასაც გამოჰკრათ ხელი ან პრემიის მიღებას. გამორიცხული არაა, კოლეგასთან გააბათ რომანი ან თანამდებობის პირთან. ზოგიერთს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფულადი პრემია მიიღოთ ადრე შესრულებული საქმისთვის. წლის ბოლოსთვის მოგინდებათ ბინისთვის ლამაზი, მდიდრული ნივთების შეძენა, ახლობლებისთვის - ძვირად ღირებული საჩუქრების. ასე, რომ ხარჯიც მოგემატებათ. შეიძლება აიმაღლოთ სოციალური სტატუსიც.
კურო
თვის დასაწყისი საქმიანი შეხვედრებით გექნებათ დატვირთული. ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას, ყველა წვრილმანში მარტივად გაერკვევით. ზედმიწევნითი სიზუსტით მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. გამორიცხული არაა, ახალი ბიზნესპარტნიორები გაიჩინოთ ან მატერიალური მხარდაჭერა მიიღოთ საკუთარი პროქეტების განსახორციელებლად. თვის ბოლოსკენ მიიღებთ სარგებელს საქმისგან. შეიძლება უცხოელი პარტნიორები მიიზიდოთ ან უცხოეთში გადაწყვიტოთ სამუშაოდ, გამგზავრება. თამამად ჩაერთეთ სარეკლამო კამპანიაში, პრეზენტაციების წაყვანაზე უარი არ თქვათ. იყავით ლიდეტი და ყურადღების ცენტრში. ურთიერთობაში მეტი რომანტიკა და თავგადასავლები გსურთ. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავროთ. მარტოხელები კი შეიძლება მოგზაურობის ან მგზავრობის დროს შეხვდეთ მეწყვილეს. დაწყვილებულებმა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ წვრილმანებზე მასთან კამათს. ფული ან ძვირფასი საჩუქარი შეიძლება მიიღოთ უცხოეთიდან. თვის ბოლოსკენ მოიმატებს სექსუალური ენერგია. მოგინდებათ ძირეული ცვლილებები. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას. ფიზიკურ გადაღლას და რაც მთავარია, მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.
ტყუპი
გახშირდება შეხვედრები, საქმიანი მოლაპარაკებები. გარშემო მყოფებს გულუხვად გაუზიარებთ საკუთარ ბიზნესიდეებს. შეიძლება გააფორმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, გაიჩინოთ ახალი კლიენტები, საქმიანი პარტნიორები. მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ, რომ აფერისტებთან არ დაიჭოთ საქმე. 14 დეკემბრის შემდეგ მოგიწეთ პარტნიორული ფინანსების განკარგვა. იყავით დაკვირვებული, არ გადავარდეთ ვალებში. სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან გახშირდება ეჭვიანობა და ეცადეთ, არ მისცეთ თქვენში დაეჭვების უფლება. იყავით მეტად მოსიყვარულე მის მიმართ. ამასთან, თვადაც გაფრთხილდით, რომ პარტნიორებმა, საქმიანმაც კი, არ მოგატყუონ, გიღალატონ. გამორიცხული არაა, საქმიან პარტნიორებთან, ან მათთან ვისთანაც ფინანსური საკითხები გაკავშირებთ, რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. მარტოხელებმა შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში მატერიალურ დახმარებას გაგიწევთ, დახმარებათ ბიზნესის დაწყებაში. გამორიცხული არაა, შეყვარებულებმა საახალწლოდ დაქორწინება გადაწყვიტოთ. ამასთან, დაქორწინებულები ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას, კამათს და დაშორებას.
კირჩხიბი
თვის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ დეტალებს, საქმეების დასრულებას, მომდევნო ორი კვირა კი - საქმიან შეხვედრებს, პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყველაფერზე თქვენ მოგთხოვენ პასუხს. იყავით მზად ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. შეიძლება ახალი პარტნიორი გამოგიჩნდეთ, რომელთან ერთადაც ახალ ბიზნესს დაიწყებთ. რომანტიკული განწყობა საქმეებს უკეთესად მოგაგვარებინებთ. საღამოები და უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ეცადეთ, მთელი თვე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. გახშირდება საინტერესო შეხვედრები. მარტოხელებმა შეიძლება რომანტიკული პარტნიორი საქმიან შეხვედრაზე გაიცნოთ. თვის დასაწყისში აქტიური და რომანტიკული იქნები. დრო შეიძლება ისე გაგაეპაროთ, რომ ვერც გაიგოთ. ამიტომ, მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. გაფრთხილდით, დეკემბრის მეორე ნახევარი ტრავმული პერიოდია, აგრეთვე მოერიდეთ აალებად ნივთებს.
ლომი
გახშირდება მიმოწერები, ზარები და გამორიცხული არაა, რომანტიკულიც იყოს ან რომანტიკული ურთიერთობა გააბათ საქმიან პარტნიორთან. ან კოლეგებს მოუწყოთ მხიარული სიურპრიზები. 15 დეკემბრიდან მეტი დრო უნდა დაუთმოთ ვალდებულებების შესრულებას, მათ სრულყოფილებსა და დასრულებას. მეტად გამოავლინეთ ინტერესი სამსახურის საქმეებისადმი, დაეხმარეთ კოლეგებსაც. უნდა იყოთ დაკვირვებული იმ პროცესების მიმართაც, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით. მაქსიმალურად მოერიდეთ შეცდომების დაშვებას და ეცადეთ, არსებულების გამოსწორებას. ზოგიერთს მოგიწევთ ინსტრუმენტებთან მუშაობა, ხელსაქმე. საყვარელ ადამიანს სიყვარული მზრუნველობით, საქმით უნდა დაუმტკიცოთ. ოჯახის წევრებისთვის შეიძინეთ სასარგებლო და გამოსადეგი საჩუქრები. მარტოხელები იმდენად იქნებით დატვირთული რუტინით, საოჯახო ვალდებულებებითა და სამსახურის საქმეებით, რომ რომანტიკისთვის ვერ მოიცლით. თვის ბოლოსკენ საკუთარ თავს ამოსუნთქვის, ქალაქგარეთ (თუნდაც რამდენიმე დღით) გასვლის უფლება მიეცით. კარგ შედეგს მოგიტანთ სპორტული აქტივობები.
ქალწული
თვის დასაწყისში მეტი დროის გატარება შინ მოგიწევთ, სიმშვიდეში. ზოგიერთს კი შინიდან მოგინდებათ მუშაობა. საქმიანი შეხვედრებიც კი შეგიძლიათ ოჯახურ გარემოში დაგეგმოთ. ხშირად შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს, მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. თვის მეორე ნახევარში მოიმატებს რომანტიკული განწყობა. შეიძლება რომანტიკული პროექტები განახორციელოთ. გამორიცხული არაა, მონაწილობა მიიღოთ სხვადასხვა კონკურსში. მთელი თვე სადღესასწაულო, რომანტიკული განწყობა გექნებათ. შეიძინეთ საჩუქარები ახლობლებისთვის. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული უქმეები. საქმეების პარალელურად არც გართობაზე თქვათ უარი, დაესწარით წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს. წაიყვანეთ შვილები მუზეუმში, კინოში. იმხიარულეთ მათთან ერთად, თავადაც - ბავშვურად. 15 დეკემბრიდან მიიღეთ ვიტამინები, შეიძლება მოგინდეთ სპორტის ზამთრის სახეობებში მონაწილეობის მიღება.
სასწორი
თვის დასაწყისში დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ახალი იდეები დაგებადებათ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციებს აყოლილი. დეკემბრის მეორე ნახევარს დაუთმეთ სახლის საქმეებს. შეიძინეთ საახალწლო ნივთები და პროდუქტები და ახალ წელი ოჯახის წევრების გვერდით გაატარეთ. კარგი პერიოდი დაუდგებათ მათაც, ვინც წერს, შემოქმედებით სფეროში საქმიანობს. ახალი იდეები გაგიჩნდებათ, მოიმატებს პოზიტიური ენერგია და არ გაგიჭირდებათ მათი განხორციელება. გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან, მეზობლებთან. ზოგიერთს გელით მივლინება, მეგობრული შეკრებები და პიკნიკები ქალაქგარეთ. შინ ყოფნის, საყვარელ ადამიანთან განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ. იყავით მზრუნველი, გაანებივრეთ პარტნიორი რომანტიკული საღამოებით. იზრუნეთ საოჯახო საქმეების შესრულებაზე. შეიძლება გაგიჩნდეთ ინტერიერის განახლების, მოლამაზების სურვილი. მარტოხელებმა სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება ოჯახის წევრების დახმარებით გაიცნოთ ან უბრალოდ, შინ მოგაკითხოთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და საჭესთან ნასვამი ნუ დაჯდებით.
მორიელი
4 დეკემბრიდან მოიმატებს მეტის გამომუშავების, ფულის დაგროვების, დაბანდების სურვილი. ამასთან, მოიმატებს საყიდლების რაოდენობაც. იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ მეტად დაფასებული გახდეთ. 14 დეკემბრიდან მეტი დრო დაუთმეთ საქმეების დასრულებას. სახლში ნივთების გადახარისხებას. მოიცილეთ ყველაფერი გამოუსადგეარი, რათა საახალწლოდ ახლები შეიძინოთ. კარგად შესრულებული საქმისთვის მიიღებთ მატერიალურ ჯილდოს; ზოგი კი გააფორმებთ ფინანსურ ხელშეკრულებას. მეტად დააფასეთ თქვენი თავი, ცოდნა და პროფესიონალიზმი. მთელი თვე განებივრებული იქნებით რომანტიკული მიმოწერებით, პაემნებით, სასიყვარულო სიურპრიზებით. საყვარელი ადამიანი ლამაზი, ძვირად ღირებული საჩუქრებით გაანებივრეთ. უქმეებზე მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და-ძმებთან, ნათესავებთან. გახშირდება მათთან მიმოსვლა, ზარები. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. არ დაიზარალოთ საკუთარი თავი ზედმეტი ფიზიკური გადაღლით, ცეცხლით ან მჭრელი საგნით. ეცადეთ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. დეკემბერში გამონახეთ დრო დაისვენებისთვის და ნაკლები ინერვიულეთ.
მშვილდოსანი
წარმართეთ საქმიანი შეხვედრები დიპლომატიურად. ისწავლეთ სხვების მოსმენა. ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით ჯიუტად საკუთარი აზრის მტკიცებას. 14 დეკემბრის შემდეგ მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეიძლება გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულება. დაიწყოთ ახალი ბიზნესი ან გააძვიროთ თქვენი საფასური, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მიიღებთ იმდენ ფულს, რამდენსაც მოისურვებთ. შეიძლება ფული მიიღოთ ადრე შესრულებული საქმისგან. გამორიცხული არაა, ფული დააბანდოთ საქმიან ბიზნესში ან შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. ზოგიერთი ბევრს ფულს დახარჯავთ საყვარელი ადამიანის გაბედნიერებაზე. მარტოხელები მომავალ პარტნიორს შეიძლება შეხვდეთ კვების ობიექტში ან საფინანსო დაწესებულებაში. მეტად მოუფრთხილდით თქვენს პირად ქონებას, იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია. აუცილებლად გაინებივრეთ თავი ძვირფასი პროცედურებით, ნივთებით. ჩაერთეთ სპორტის ზამთრის სახეობებში.
თხის რქა
თვის პირველ ნახევარში ხანმოკლე გზებზე სიარული გელით, შეხვედრები. შეიძლება საზოგადო ცხოვრებაშიც კი ჩაერთოთ, გარშემო მყოფებზე ზრუნვა გადაწყვიტოთ. თვის მეორე ნახევარში მოგინდებათ განმარტოებით ყოფნა, მუშაობაც კი. გაფრთხილდით, რომ განწყობის ცვალებადობამ სტრესამდე არ მიგიყვანოთ. მოერიდეთ მცირე ტრავმებს, რაც მოსალოდნელია გაუფრთხილებლობით. დეკემბერი ძალების აღდგენისთვის უნდა გამოიყენოთ. გამორიცხული არაა, მოგინდეთ განმარტოება, ჩრდილში ყოფნა. ეცადეთ, დაასრულთ დაწყებული საქმეები. აი, ახლებს კი ჯერ ნუ დაიწყებთ. უმჯობესია, მზის თქვენს ნიშანში გადასვლას დაელოდოთ. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. მარტივად ამოხსნით ყველა საიდუმლოს, ამოცანებს. თუ საშუალება გაქვთ, კარგია. ქველმოქმედება მომატებულია ქარიზმა და თუ მოგინდებათ, ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავთ. გამორიცხული არაა, ფარული რომანიც კი გააბათ. დაწყვილებულები შეიძლება პრეტენზიულები და მომთხოვნები გახდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ეცადეთ, მშვიდი ხმით ილაპარაკოთ და მეტად მოსიყვარულე იყოთ მის მიმართ. გაფრთხილდით, რომ განწყობის ცვალებადობამ სტრესამდე არ მიგიყვანოთ. მოერიდეთ მცირე ტრავმებს, რაც მოსალოდნელია გაუფრთხილებლობით.
მერწყული
თვის დასაწყისში უნდა დანიშნოთ საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, შეაჯამოთ მთელი წლის მოვლენები. თუ მარტოს გაგიჭირდებათ სირთულეებთან გამკლავება, დახმარება მეგობრებს ჰკითხეთ. ნუ დატოვებთ საქმეებში უზუსტობებს. თვის ბოლოს მოგინდებათ განმარტოება, სიმშვიდეში დასვენება. შეიძლება ოჯახის წევრებისგან შორს, განმარტოებით მოგინდეთ ახალი წლის შეხვედრა. ამასთან, მოერიდეთ პირადი საიდუმლოებების გამხელას. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით: შეიძლება ფარული რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. ან შეიძლება გაიგოთ, რომ საყვარელი ადამიანი რაღაცას გატყუებდათ, გიმალავთ. გამოავლინოთ მისი საიდუმლო. ზოგიერთს შეიძლება დაგიბრუნდეთ ყოფილი. მარტოხელები ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გაებათ მანიპულატორის მახეში. ამასთან, დეკემბერი არის თვე, როცა მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. თვის მეორე ნახევარი მეგობრებთან შეხვედრებს დაუთმეთ. შეიძლება მათთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ ახალი წლის შესახვედრად ან სპორტის გუნდურ სახეობებში ჩაერთოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით. მთავარია, არ იზარმაცოთ.
თევზები
4 დეკემბრიდან დაწინაურების, წინსვლის სურვილი გაგიჩნდებათ და უნდა გააქტიურდეთ. თქვენ გარშემო შეიძლება საინტერესო მოვლენები განვითარდეს და არ ჩამორჩეთ მათ. მომართული იქნებით არსებული საქმეების, თქვენი მდგომარეობის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 15 დეკემბრის შემდეგ დაგებადებათ ახალი იდეები. შეიძლება მოგინდეთ მეგობრებთან ერთად ახალი საქმეების დაწყება ან ახალი თანამოაზრეები გაიჩინოთ. ახალ მეგობრებსაც გაიჩენთ და ერთ-ერთთან შეიძლება რომანიც კი გააბათ. რაც მთავარია, სხვას არ უნდა დაელოდოთ, თავად უნდა გამოვალინოთ ინიციატივა და გაეცნოთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ. დეკემბერში მეგობრებთან გართობის შესაძლებლობა მოგეცემათ. თუმცა, ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ.