რა უნდა მოასწროთ ახალ წლამდე: რა უნდა შეიცვალოთ გარეგნობაში 31 დეკემბრამდე

რა უნდა მოასწროთ ახალ წლამდე: რა უნდა შეიცვალოთ გარეგნობაში 31 დეკემბრამდე
წლის მთავარ დღესასწაულამდე სულ ცოტა დრო დარჩა და გაიგეთ, როგორი უნდა მოაწონოთ გარშემო მყოფებს თავი საახალწლო დღესასწაულზე...

ვერძი
თუ რუტინული ვალდებულებების გამო დიდი ხანია, საკუთარი თავი არ გაგინებივრებიათ ნიღბებით, კარგი იქნება, თუ კოსმეტოლოგსაც ეწვევით. თუ მომვლილი და ლამაზი კანი გექნებათ, მაკიაჟი აღარც დაგჭირდებათ.

კურო
აღარ იფიქროთ ბევრი, ადექით და ტატუც გაიკეთეთ და პირსინგიც. განსაკუთრებით, თუ დიდი ხანია ოცნებობდით. ახალ წელს კი შეიძლება იმიჯიც კარდინალურად შეიცვალოთ.

ტყუპი
მოგინდებათ, ახალ წელს თმის ორიგინალური ფერით შეხვდეთ. გადახედეთ მოდურ
ფერებს და სათქვენო ამოირჩიეთ. რაც უფრო ხასხასა იქნებით, უფრო მეტად დაამახსოვრდებით ხალხს.

კირჩხიბი
მიაქციეთ ყურადღება მანიკიურს. თუ ადრე თავად იკეთებდით, ახლა პროფესიონალებს უნდა მიანოდოთ საკუთრი თავი. შეიცვალეთ ფრჩხილის ფორმა, ფერი.

ლომი
დახვეწილ და ელეგანტურ ლომს ვარსკვლავები გირჩევენ, ტუჩები გამოკვეთოთ. ეს შეიძლება იყოს ახალი პომადა, ბზინვარე საცხი ან სულაც ესთეტიკურ კლინიკაში - ფორმისა და ზომის შეცვლა.

ქალწული
თუ თვალები სულის სარკეა, წარბი მისი ჩარჩო უნდა იყოს. ამიტომ, განსაკუთრებლად უნდა მოუაროთ მათ. თავად ნუ შეიცვლით ფორმას, ენდეთ პროფესიონალებს.

სასწორი
ვარცხნილობა უნდა შეიცვალოთ, შეიძლება ფორმა ან სიგრძე, ან ორივე კარდინალურად. გამოიყენეთ ნიღბები, მკვებავი, ყველაფერი, რაც თქვენს თმას მეტ ბზინვარებას და სიჯანსაღეს შესძენს.

მორიელი
გაიხსენეთ, ფიზიკური ვარჯიშები და გირჩევთ, სახის ფორმაც კი შეიცვალოთ. ეს შეიძლება იყოს სახის მასაჟი, ფეის-ფიტნესი. შეიძინეთ სახის მასაჟორი და მიეცით სახეს სასურველი ფორმა.

მშვილდოსანი
თუ გგონიათ, რომ იდეალური გარეგნობი მხოლოდ მაკიაჟი და ვარცხნილობაა, ძალიან ცდებით, ახალ წლამდე კბილებს უნდა მიხედოთ. ეს შეიძლება იყოს ან ბრეკეტები, ან კბილების გათეთრება.

თხის რქა
მაქსიმალურად უნდა იზრუნოთ დატენიანებაზე: კანის, თმის, ფრჩხილების, იდაყვებისა და ქუსლებისაც. გამოიყენეთ ნატურალური ცხიმები, ზეთები.

მერწყული
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებით, საახალწლოდ თვალები უნდა გამოკვეთოთ ყველაზე მეტად. ეს შეიძლება იყოს კლასიკური მაკიჟი ან ექსტრაორიგინალური, - ფორმისა და ფერების გამოყენება, როგორც თქვენ გიყვართ.

თევზები
ვარსკვლავებს მოსწონთ თქვენი სტილი. უბრალოდ, გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ დეტალებს. ეცადეთ, უფრო მეტად გამოკვეთოთ ის, რაც თავად მიგაჩნიათ ლამაზად.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93