6-12 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

6-12 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, მოგინდებათ და წარმატებითაც დაიწყებთ ახალ საქმეებს. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, აიმაღლოთ იმუნიტეტი. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. ზოგიერთი შეიძლება შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.

კურო
მოიმატებს ოპტიმიზმი, ლამაზი ნივთების კეთების, შეძენის სურვილი. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები. გამონახეთ დრო და დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. უქმეები ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.

ტყუპი
სასიამოვნო საქმიანობაში იქნებით ჩართული და მიუხედავად ბევრი საქმისა, დაღლას ვერც კი იგრძნობთ. მოგინდებათ სახლის მოლამაზება, ავეჯისა და ინტერიერის განახლება. საყვარელი ადამიანი რომანტიკული
სიურპრიზებით გაგანებივრებთ.

კირჩხიბი
თამამად წამოაყენეთ ახალი იდეები. დაიწყეთ ახალი საქმეები. დაარეგულირეთ ურთიერთობა ნათესავებთან. მათთან შეთანხმებულად მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები. გაფრთხილდით, კვირის ბოლოსკენ მომატებულია საყოფაცხოვრებო ტრავმულობა.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრების შეძენას შეძლებთ. საქმიანი შეხვედრების დრო განიხილეთ ახალი პროექტები და თუ ხელს არაფერი გიშლით, დაიწყეთ მათი განხორციელება.

ქალწული
მოგემატებათ ოპტიმისტური განწყობა, ენერგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას საქმეები თქვენ უნდა შეასრულოთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ზოგიერთს მოგინდებათ საოჯახო ნივთების შეძენა, მაგრამ გაითვალისწინეთ საყიდლებისთვის არასასურველი დღეები.

სასწორი
მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, ფულის გამო. უმჯობესია, ერთად დაიწყოთ ახალ პროექტზე მუშაობა. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის, იმუნიტეტის ასამაღლებლად. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

მორიელი
გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან, ნათესავებთან. იყავით დაკვირვებული, ნებისმიერისგან შეიძლება მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. გააქტიურდით, თუ უკვე მზად ხართ ახალი საქმეების, ურთიერთობების დასაწყებად.

მშვილდოსანი
თქვენი გააქტიურების დრო დადგა. უნდა მოინდომოთ, რომ განახორციელოთ ჩანაფიქრი. იყავით მიზანმიმართული. ზოგიერთმა შეიძლება გარეგნობის, იმიჯის შეცვლა გადაწყვიტოთ. უქმეებზე შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ.

თხის რქა
გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. იყავით მომართული გამარჯვებაზე, ახალი საქმეების დაწყებაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლეგებთან შეხვედრა და ახალი პროექტების განხილვა. ამასთან, ნურც გართობაზე, ქალაქგარეთ გამგზავრებაზე იტყვით უარს.

მერწყული
ორიგინალური იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და გააქტიურდით. ზოგიერთს მოგინდებათ ლიტერატურაში საკუთარი ძალების მოსინჯვა. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას გარშემო მყოფებთან.

თევზები
გახშირდება მეგობრული შეხვედრები. საყვარელ ადამინათან ერთად დაესწარით წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. განსაკუთრებით, თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93