6-12 დეკემბრის სილამაზის კალენდარი

6-12 დეკემბრის სილამაზის კალენდარი
მთვარე მზარდია, შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები. სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა 5 დეკემბრიდან თხის რქაში იქნება. მეტად პრაქტიკულები და გააზრებულები გავხდებით. მოგვინდება ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, სარფიან ბიზნესში, მაგრამ 7-სა და 12-ში არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, ტექნიკა. აგრეთვე მოგვინდება გრძნობების სანდოობაზე გამოცდა. საფრთხილო დღეა 11 დეკემბერი (პლუს მინუს 2 დღე). ამ დღეს არ გირჩევთ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირებას. უსაფუძვლო ეჭვიანობა კარგს არაფერს მოგიტანთ.

6 დეკემბერი, მთვარე თხის რქაშია. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი.
ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
კარგია - პედიკიური, პილინგი
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

7 დეკემბერი, მთვარე 15:53-ზე ესტუმრება მერწყულს. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

9 დეკემბერი, მთვარე 18:59-ზე გადავა თევზებში. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

12 დეკემბერი, მთვარე 01:48-დან მთვარე ვერძში იქნება. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. გაუფრთხილდით თავს.
კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93