კარიერა
ქალწულებისთვის შავი წყლის ვეფხვის წელი მოულოდნელობებით იქნება სავსე. 2022 წელს ქალწულები კარიერაში წარმატებებს მიაღწევენ. გამოცდილება, რომელიც ქალწულებმა წლების განმავლობაში დააგროვეს, შედეგს ვეფხვის წელიწადში გამოიღებს.
წელი წარმატებული იქნება როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის, თუმცა, 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საქმისადმი დიდ შრომისმოყვარეობა მოეთხოვებათ.
მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვეფხვი მოუტანს დიდ წარმატებას და ხელმძღვანელობა შეამჩნევს მათ ნიჭსა და მონდომებას.
ფინანსები
მიუხედავად იმის, რომ ქალწულებს მთელი წელი წარმატებული ექნებათ, ფინანსური მდგომარეობა, შესაძლოა, ცვალებადი იყოს. ამიტომ მათ მართებთ მატერიალური სახსრების გონივრული განაწილება. ასევე, ვეფხვის წელი კარგი იქნება გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად.
სიყვარული
ქალწულებისთვის 2022 წელი პირადი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი იქნება. ვეფხვის წელიწადი ცვლილებების დროა, რომელიც მარტოხელა ქალწულებს ვნებიან რომანსა და საინტერესო შეხვედრებს ჰპირდება.
ჯანმრთელობა
ქალწულები არცთუ ისე ენერგიულები იქნებიან, თუმცა ეს წელი არ მოუტანთ მათ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს. სიფრთხილე მართებთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით, რათა არ გადაიღალონ, რაც სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ფიზიკურ აქტივობას. ვეფხვს ძალიან უყვარს წყალი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ წყალთან.
ავტორი: ლუკა მელაშვილი