ორი ძალიან რთული წლის შემდეგ, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შიშით გაიხსენოს, აუცილებელია კვლავ მომავლის რწმენა დაგვიბრუნდეს, დავსახოთ გეგმები და მიზნები. სამყარო შეიცვალა, მაგრამ ისეთივე ახალი შესაძლებლობა იხსნება ჩვენ წინაშე, როგორც ადრე. იქნება დიდი ცვლილება და შთაგონებები, რადგანაც 2022 წლის პირველ თვეებში იუპიტერი სამ სხვა პლანეტას დაუკავშირდება - და ეს იქნება შთაგონება, ახალი მიმართულება, რომელიც ჩვენ, ყველას გვჭირდება.
პირველი ურთიერთქმედება ურანთან ხდება. იუპიტერი და ურანი ერთად ფეთქებადი კომბინაციაა (ისინი ძალიან აქტიურები იყვნენ გასული წლის დასაწყისში); მაგრამ მათი კომბინაცია 2022 წელს გაცილებით უფრო მშვიდია. მეტიც, ციკლი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. ეს პლანეტარული წყვილი გვეხმარება გადავწყვიტოთ: რა არის წარსულიდან სასარგებლო, რისი შენახვა ღირს და რა შეიძლება უსაფრთხოდ დავტოვოთ? ეს არის გადახედვის დრო და, შესაძლოა, მკაცრი გადაწყვეტილებების პერიოდი, როდესაც ჩვენ უარს ვიტყვით იმ ნივთებსა და ურთიერთობებზე, რაც ნამდვილად გვსიამოვნებდა 2010-იან წლებში.
იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთება 12 აპრილს მოხდება და ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენა. თუმცა მისი გავლენა შეიძლება მხოლოდ მრავალი თვის შემდეგ გამოჩნდეს. ნეპტუნი შთაგონებისა და ახალი იდეების პლანეტაა; გამოჩნდება, რა გვახარებს და რისკენ ვისწრაფვით. იუპიტერი დადებით ენერგიასთან ერთად, ახალ სტილს, ახალ ჟღერადობასა და პიროვნული ფასეულობების ახალ კომპლექტს ქმნის. იუპიტერი და ნეპტუნი ასე ხვდებიან ყოველ 13 წელიწადში ერთხელ და ერთად კრეატიული იდეების ახალ ტალღას ქმნიან, რომლებიც ყველაზე ხშირად ფერწერისა და მუსიკის საშუალებით გამოიხატება. ამჯერად ისინი გაერთიანდებიან თევზებში - ნიშანში, რომელშიც ორივე პლანეტა ყველაზე ძლიერია. ამიტომ ეფექტი ძალიან შესამჩნევი უნდა იყოს. ამიტომ, 2022 წელს თევზებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით.
იუპიტერის ბოლო კონტაქტი ამ წელს პლუტონთანაა. მეორე პლანეტა მაქსიმალურად აძლიერებს პირველის ისედაც დიდ ენერგიას. ეს წყვილი ერთად ქმნის ველურ და უგუნურ განცდას - ყველაფერი ან არაფერი. წელს მათი ციკლის საწყისი ეტაპის მომსწრენი ვართ; მომენტი, როდესაც ორივე პლანეტა საკმაოდ თავშეკავებულად ეუბნება ერთმანეთს "დილა მშვიდობისა".
განაგრძეთ კითხვა