2022 წლის მთავარი ასტროლოგიური თარიღები, როდესაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება - Marao

2022 წლის მთავარი ასტროლოგიური თარიღები, როდესაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება

2022-01-14 10:33:01+04:00


2022 წელს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რა დროსაც გარდამტეხი მოვლენები მოხდება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მოვლენები დაბნელების დერეფანს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი, 30 აპრილიდან 16 მაისამდე და 25 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდს ემთხვევა. გარდა ამ რამდენიმე კვირისა, გვექნება რეტროგრადული მერკური, რეტროგრადული მარსი და ურანისა და მარსის საბედისწერო შეერთება მომავლის კვანძში.

მნიშვნელოვანი თარიღებია:

14 იანვარი – რეტროგრადული მერკური გაიძულებთ, კარიერული და ფინანსური საკითხების გადაჭრას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ.

3 თებერვალი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ნანატრი სტატუსის მიღწევაში დაგეხმარებათ.

2 მარტი - ახალი მთვარე თევზებში იუპიტერთან, ნეპტუნთან და მზესთან. მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ძველ ოცნებასთან, მოგზაურობასთან ან ახალ ურთიერთობასთან.

9 აპრილი - იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთება თევზებში პირველად 166 წლის შემდეგ. ფინანსური ოცნებების ახდენა.

30 აპრილი – დაბნელება კუროში. სოციალური სტატუსის შეცვლა ან ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვის ახალი ეტაპი.

1-ლი მაისი - შავი მთვარე შედის კირჩხიბში. ახალი სახლის შეძენასთან დაკავშირებული პრობლემების ან დიდი მიზნების შესაძლო გამოვლენა.

11 მაისი - იუპიტერი ვერძში პირველად 12 წლის შემდეგ გადადის. ვერძის, ლომებისა და მშვილდოსნების ცხოვრება გაუმჯობესდება.

16 მაისი - დაბნელება მორიელში. გლობალური ტრანსფორმაცია, როდესაც თქვენი გამოცდილების ან საბოლოო გადაწყვეტილების წყალობით სამუდამოდ დაიწყებთ ახალ ცხოვრებას.

19 ივლისი - ურანისა და მომავლის კარმული კვანძის შეერთება. მოულოდნელი სიტუაცია, რომელიც გიბიძგებთ, წინ, უფრო შორს გაიხედოთ. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემოსავალთან, თვითშეფასებასთან, რესურსებთან, ონლაინსაზოგადოებებთან და ადამიანების ახალ ჯგუფებთან.

1-ლი აგვისტო - მარსის, ურანის და მომავლის კვანძის კარმული შეერთება კუროში. მნიშვნელოვანი მოვლენა სამუშაოსთვის, ფინანსების გამომუშავებისთვის ან ჯანმრთელობისთვის.

21 აგვისტო - მარსი შედის ტყუპებში, სადაც ის 2023 წლის მარტის ბოლომდე იქნება. ამ დროს ის დიდ გავლენას მოახდენს ტყუპებზე, მშვილდოსანზე, თევზებსა და ქალწულზე - დიდი ძალისხმევა მოგიწევთ ურთიერთობებში, საბუთებთან, კონტრაქტებთან და მოგზაურობაში თქვენი მიზნების მისაღწევად. მაგრამ მერწყულები და სასწორები მამაკაცების მხარდაჭერის წყალობით სერიოზულ მიზნებს მიაღწევენ.

იხილეთ სრულად