ვერძი
კარგი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ არ გირჩევთ გადაღლას. დატვირთვა ზომიერად გადაანაწილეთ. კვირის მეორე ნახევარში მოიმატებს კომუნიკაბელურობა. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
კურო
იყავით მომართული საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაზე, წინსვლაზე. დაიწყეთ ახალი პროექტები, განახორციელეთ იდეები. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. უქმეები რელაქსაციას დაუთმეთ, მეტად იზრუნეთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ტყუპი
აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას გარშემო მყოფებთან. საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ, ახალი იდეები დაგებადოთ. უქმეები მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
კირჩხიბი
ღიმილიანი და დიპლომატიური უნდა იყოთ. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. იყავით მომართული გამარჯვებაზე. გაერთიანდით თქვენთვის საინტერესო ჯგუფში ან თავად შექმენით ასეთი.
ლომი
თუ გვერდით გყავთ საიმედო პარტნიორი შეთანხმებულად დაიწყეთ საკუთარი საქმეების მოგვარება, დაიწყეთ ახალი ბიზნესი. მოიმატებს ხარჯი. ეცადეთ, არ შეიძინოთ უსარგებლო, ხარვეზიანი ნივთები. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას; დაიწყეთ ვარჯიში. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ.
ქალწული
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას; იყავით დაკვირვებული. არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან; მშვიდად მოუსმინეთ კრიტიკას. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში. არ აიღოთ ვალები და არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები.
სასწორი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობა, რადგან თუ გაგირთულდებათ მდგომარეობა საქმეების მოგვარებას, მიზნების განხორციელებას ვერ შეძლებთ. მეტად რომანტიკული უნდა გახდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. უქმეები სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
მორიელი
მოისმინეთ რას ამბობს პარტნიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, საოჯახო ვალდებულებები. თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. უქმეები - ნათესავებთან, მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ.
მშვილდოსანი
მიზნის მისაღწევად უნდა გააქტიურდეთ. იყავით დიპლომატიური, მაგრამ სასურველზე უარი არ თქვათ. განახორციელეთ ახალი იდეები. ამასთან, ვერ დაივიწყებთ ახლობლებსაც, რომლებზეც ზრუნავთ.
თხის რქა
დაიწყეთ ახლის შესწავლა, გაერკვიეთ ახალ პროგრამებში, რაც საქმეების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უქმეებზე სახლში გადააადგილეთ ავეჯი, გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები.
მერწყული
დაგროვილი საქმეები და ვალდებულებები გაქვთ მოსაგვარებელი. იყავით დაკვირვებული დეტალებისდამი. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ საგნებთან, ტექნოლოგიებთან. უქმეები ოჯახთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
თევზები
იყავით დაკვირვებული, ნუ დაავალებთ საკუთარი საქმეების მოგვარებას სხვებს. დიპლომატიურად გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება. იზრუნეთ გარეგნობაზე, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მარტოხელები იყავით მზად რომანტიკული ნაცნობობისთვის.