ფინანსები, სიყვარული, წარმატება - მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები

ფინანსები, სიყვარული, წარმატება - მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები
მა­ი­სი დატ­ვირ­თუ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით. თვე მზის და­ბნე­ლე­ბით და დაბ­ნე­ლე­ბის დე­რეფ­ნის გახ­სნით და­ი­წყო, რო­მე­ლიც 16 მა­ისს მო­რი­ელ­ში მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით დას­რულ­დე­ბა. მზე 21 მა­ი­სამ­დე კუ­რო­ში იქ­ნე­ბა. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის, ჰარ­მო­ნი­ის, ფი­ნან­სე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის სიმ­ბო­ლო. ადა­მი­ა­ნი მო­მარ­თუ­ლია სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე. გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი ლა­მა­ზი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით, გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით, მაგ­რამ თუ ზედ­მე­ტი წონა გა­წუ­ხებთ, მო­ე­რი­დეთ ტკბი­ლე­უ­ლის ჭა­მას. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია ყელი. 22 მა­ი­სი­დან 21 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, მზე ტყუპ­ში იქ­ნე­ბა. მო­ი­მა­ტებს გა­და­ად­გი­ლე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი; გახ­დე­ბით აქ­ტი­უ­რი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, გახ­შირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გა­ცე­მა. ახლა კი
მოვ­ყვეთ თე­მებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად.

30 აპ­რი­ლი­დან 23 მა­ი­სამ­დე მერ­კუ­რი ტყუპ­ში იქ­ნე­ბა. მო­გინ­დე­ბათ სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურ­სზე, ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ძებ­ნას. 10 მა­ი­სი­დან (3 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით) მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა და ეცა­დეთ, ამ პე­რი­ოდ­ში მეტი დრო და­უთ­მოთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. ეს არის გა­და­კე­თე­ბის, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დრო. ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნა და მგზავ­რო­ბაც კი გან­სა­კუთ­რე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს. სა­უ­კე­თე­სო დროა უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. საფრ­თხი­ლო დღეა 21 მა­ი­სი. ამ დღეს მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით დო­კუ­მენ­ტებ­თან, მგზავ­რო­ბი­სას, მი­მო­წე­რი­სას, მო­ე­რი­დეთ გა­ურ­კვევ­ლო­ბებს ახ­ლობ­ლებ­თან. შე­ფერ­ხე­ბებს მშვი­დად შეხ­ვდით. 23 მა­ი­სი­დან 13 ივ­ნი­სამ­დე მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლით კუ­რო­ში დაბ­რუნ­დე­ბა. გახ­დე­ბა მე­ტად დინ­ჯი, გა­აზ­რე­ბუ­ლი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი, და­ფიქ­რე­ბუ­ლი, პრაგ­მა­ტუ­ლი, მო­მარ­თუ­ლი სა­კუ­თა­რი საქ­მე­ე­ბის სა­თა­ვი­სოდ მოგ­ვა­რე­ბა­ზე. მერ­კუ­რი კირჩხიბ­ში 5 ივ­ლისს გა­და­ვა.

15 აპ­რი­ლი­დან 25 მა­ი­სამ­დე მარ­სი თევ­ზებ­შია. მარ­სი არის ჩვე­ნი ენერ­გია, ქმე­დე­ბა. თევ­ზებ­ში მარ­სის მოქ­მე­დე­ბა ცოტა შე­ნე­ლე­ბუ­ლია, ვზარ­მა­ცობთ, პა­სი­უ­რე­ბი ვართ, მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი მსუ­ბუ­ქი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, უსაქ­მუ­რო­ბა­ზე. 25 მა­ი­სი­დან (5 ივ­ლი­სამ­დე) მარ­სი ვერ­ძში, თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის სახ­ლში გა­და­ვა და ვიგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას, თი­თო­ე­უ­ლი მზად იქ­ნე­ბა შე­უ­პოვ­რად მოქ­მე­დე­ბის­თვის და შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში აგ­რე­სი­აც კი გა­მოვ­ლინ­დეს. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ მარ­სი ომის პლა­ნე­ტა­ცაა. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მჭრელ და ცე­ცხლო­ვან ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან. 29 მა­ისს კი მარ­სი შე­უ­ერ­თდე­ბა იუ­პი­ტერს და შე­იძ­ლე­ბა მარსმა მთე­ლი თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნა­რე­ბი გა­ათ­მა­გე­ბუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნოს. ამას­თან, იუ­პი­ტე­რი, გარ­და იმი­სა, რომ არის გა­ფარ­თო­ე­ბის, არის კი­დევ უცხო­ე­თის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის აღმნიშ­ვნე­ლი პლა­ნე­ტა და მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქტს უცხო­ე­ლებ­თან, სა­ზღვარ­გა­რეთ, ნუ გა­ამ­წვა­ვებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 2020 წლის 20 მარტს (პლუს-მი­ნუს 2-3 დღე); ამა­ვე წლის 4 აგ­ვის­ტოს, 19 ოქ­ტომ­ბერს; 2021 წლის 23 იან­ვარს, 29 ივ­ლისს, 8 დე­კემ­ბერს. ამ დღე­ებ­ში მარ­სი და პლუ­ტო­ნი და­ძა­ბულ ას­პექ­ტებს ქმნიდ­ნენ და მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენ­ზეც აი­სა­ხე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. უმ­ჯო­ბე­სია, მა­შინ და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ახლა მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­როთ, ვიდ­რე ახალ უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­ში გა­ეხ­ვეთ... გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93